პარიზი – საფრანგეთის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია. პარიზი მე–19 საუკუნიდან მოყოლებული, ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს. პარიზი საფრანგეთის ჩრდილო–ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე სენის ნაპირებზე. ქალაქი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებით, ღამის კლუბებით. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა ეიფელის კოშკი. პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, მათ შორისაა სიყვარულის ქალაქი და სინათლის ქალაქი. პარიზი საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. განვითარებულია ტურისტული ბიზნესი. უმთავრესად პარიზშია თავმოყრილი ქვეყნის დიდი სატელეკომუნიკაციო საშუალებები, მრავლადაა ფრანგული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა. პარიზშია ქვეყნის ყველაზე დიდი ნაწილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა. მათ შორისაა მე–13 საუკუნეში დაარსებული სორბონის უნივერსიტეტი. პარიზი გამოირჩევა სამეცნიერო ცენტრებით, ბიბლიოთეკებით. აქ არის მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი.

გაეცანით სიახლეებს პარიზის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0