https://sputnik-georgia.com/20240602/gracenote-parizis-olimpiadaze--288224989.html
რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე? Gracenote-ის პროგნოზი
რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე? Gracenote-ის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 02.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-02T19:53+0400
2024-06-02T19:53+0400
2024-06-02T19:53+0400
საქართველო
სპორტი
პარიზი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/57/238825707_0:132:2558:1571_1920x0_80_0_0_1ff4056638ac6a055e2189fb40e36b87.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე თავიანთი პროგნოზი განაახლეს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრები 11 მედალს მოიპოვებს. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ათი მედლის მოპოვება უწინასწარმეტყველეს. ბიურო იყენებს სტატისტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც აანალიზებს წინა ოლიმპიადების, მსოფლიო ჩემპიონატების და სხვა შეჯიბრებების შედეგებს. Gracenote-ის გათვლებით, საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრიჯნაოს მედალს მოიპოვებს. ეს ნაკრებს საერთო რეიტინგში 23-ე ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება.ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.
საქართველო
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/57/238825707_144:0:2415:1703_1920x0_80_0_0_ab9ca34ff0265ff4ea2ea202b089284a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პარიზი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, პარიზი , საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენ მედალს აიღებს საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე? Gracenote-ის პროგნოზი
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე თავიანთი პროგნოზი განაახლეს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრები 11 მედალს მოიპოვებს.
წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ათი მედლის მოპოვება უწინასწარმეტყველეს. ბიურო იყენებს სტატისტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც აანალიზებს წინა ოლიმპიადების, მსოფლიო ჩემპიონატების და სხვა შეჯიბრებების შედეგებს.
Gracenote-ის გათვლებით, საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრიჯნაოს მედალს მოიპოვებს. ეს ნაკრებს საერთო რეიტინგში 23-ე ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.
განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: აშშ - 39 ოქროს მედალი დაპირველი ადგილი, მეორე ადგილი - ჩინეთი (33), მესამე – საფრანგეთი (29).
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.
საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.
რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.