https://sputnik-georgia.com/20260923/saqartvelom-tbilisshi-daculi-rodenis-namushevris-avtenturoba-dadasturda-300770686.html
თბილისში დაცული როდენის სკულპტურის „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტურობა დადასტურდა
თბილისში დაცული როდენის სკულპტურის „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტურობა დადასტურდა
Sputnik საქართველო
სკულპტურა ავტორის სიცოცხლეში ბარბედენის ქარხანაში ჩამოასხეს, მისი ავთენტურობა კი როდენისა და ორსეს მუზეუმების ექსპერტებმა დაადასტურეს. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T18:51+0400
2026-09-23T18:51+0400
2026-09-23T19:53+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საფრანგეთი
პარიზი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/17/300764994_0:685:1488:1521_1920x0_80_0_0_21a33bbcd02080d035d205128edb4f27.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. როდენის კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც პარიზში როდენის მსოფლიო მუზეუმის რუკაზეა აღნიშნული, სადაც ინახება თანამედროვე სკულპტურის ერთ-ერთი ფუძემდებლის ოგიუსტ როდენის ორიგინალური ნამუშევარი.საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საერთაშორისო ხელოვნების კოლექციაში დაცული ოგიუსტ როდენის ბრინჯაოს ქანდაკების „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტურობა.„მარადიული გაზაფხულის" სკულპტურის ბრინჯაოს ასლები როდენის სიცოცხლეშივე, 1900 წელს ბარბედენის ქარხანაში ჩამოასხეს.ნამუშევრის ავთენტურობა დაადასტურეს პარიზის როდენისა და ორსეს მუზეუმების კურატორებმა, ქლოე არიომ და ფრანსუა ბლანშმა, ასევე ჟერომ ლე ბლემ — როდენის კომიტეტის, მოქანდაკის შემოქმედების შემსწავლელი ცენტრალური ორგანიზაციის დამფუძნებელმა.ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში „მარადიული გაზაფხული“ სხვა ოსტატების ნამუშევრების გვერდითაა წარმოდგენილი — პაოლო ვენეციანოდან ვასილი კანდინსკიმდე.ოგიუსტ როდენი (1840–1917) — ფრანგი მოქანდაკე, რომელიც თანამედროვე სკულპტურის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ხელოვნების ამ მიმართულებაში მოდერნიზმის წინამორბედად მიიჩნევა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა „მოაზროვნე“, „კოცნა“ და „კალეს მოქალაქეები“.ოსტატის მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ინახება პარიზის როდენის მუზეუმში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა ბირონის სასახლეში, სადაც მოქანდაკემ ცხოვრების ბოლო წლები გაატარა, ასევე ორსეს მუზეუმში. მისი ნამუშევრები მოიპოვება მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების კოლექციებშიც — ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმიდან სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟამდე.
საქართველო
საფრანგეთი
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/17/300764994_0:546:1488:1661_1920x0_80_0_0_7dcc5699683f22b09c1ccbac25b047cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საფრანგეთი , პარიზი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საფრანგეთი , პარიზი , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში დაცული როდენის სკულპტურის „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტურობა დადასტურდა
18:51 23.09.2026 (განახლებულია: 19:53 23.09.2026) სკულპტურა ავტორის სიცოცხლეში ბარბედენის ქარხანაში ჩამოასხეს, მისი ავთენტურობა კი როდენისა და ორსეს მუზეუმების ექსპერტებმა დაადასტურეს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. როდენის კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც პარიზში როდენის მსოფლიო მუზეუმის რუკაზეა აღნიშნული, სადაც ინახება თანამედროვე სკულპტურის ერთ-ერთი ფუძემდებლის ოგიუსტ როდენის ორიგინალური ნამუშევარი.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საერთაშორისო ხელოვნების კოლექციაში დაცული ოგიუსტ როდენის ბრინჯაოს ქანდაკების „მარადიული გაზაფხულის“ ავთენტურობა.
„მარადიული გაზაფხულის" სკულპტურის ბრინჯაოს ასლები როდენის სიცოცხლეშივე, 1900 წელს ბარბედენის ქარხანაში ჩამოასხეს.
ნამუშევრის ავთენტურობა დაადასტურეს პარიზის როდენისა და ორსეს მუზეუმების კურატორებმა, ქლოე არიომ და ფრანსუა ბლანშმა, ასევე ჟერომ ლე ბლემ — როდენის კომიტეტის, მოქანდაკის შემოქმედების შემსწავლელი ცენტრალური ორგანიზაციის დამფუძნებელმა.
ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში „მარადიული გაზაფხული“ სხვა ოსტატების ნამუშევრების გვერდითაა წარმოდგენილი — პაოლო ვენეციანოდან ვასილი კანდინსკიმდე.
ოგიუსტ როდენი (1840–1917) — ფრანგი მოქანდაკე, რომელიც თანამედროვე სკულპტურის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ხელოვნების ამ მიმართულებაში მოდერნიზმის წინამორბედად მიიჩნევა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა „მოაზროვნე“, „კოცნა“ და „კალეს მოქალაქეები“.
ოსტატის მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ინახება პარიზის როდენის მუზეუმში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა ბირონის სასახლეში, სადაც მოქანდაკემ ცხოვრების ბოლო წლები გაატარა, ასევე ორსეს მუზეუმში. მისი ნამუშევრები მოიპოვება მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების კოლექციებშიც — ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმიდან სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟამდე.