https://sputnik-georgia.com/20220415/tamar-de-lete-vacnazis-saganzuri-saqartvelos-ubrundeba-265998250.html
უცნობი და უსამართლოდ დავიწყებული - თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის საგანძური საქართველოს უბრუნდება
უცნობი და უსამართლოდ დავიწყებული - თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის საგანძური საქართველოს უბრუნდება
Sputnik საქართველო
მის შესახებ საქართველოში ცოტას თუ სმენია, მაგრამ ქართველი მხატვრის შესახებ, რომელიც Christian Dior-თან თანამშრომლობდა, მალე ბევრი შეიტყობს. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T11:06+0400
2022-04-15T11:06+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
პარიზი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265959611_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_6bd4d643c8ff5397d5ab94a4661f3c10.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ჩამოაქვთ მხატვარ თამარ დე ლეტე–ვაჩნაძის ნამუშევრები, რომელიც ესკიზებს ქმნიდა ფრანგული კომპანია Christian Dior-სთვის, იუწყება თბილისის ხელოვნების სასახლე.მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა. მისი თქმით, დღეს ბევრი არ დაიჯერებს, რომ ქართველებს ჰყავდათ მხატვარი, რომელიც ესკიზებს კრისტიან დიორის მიერ შექმნილი ცნობილი ბრენდისა და მეწარმე მარსელ ბუსაკისთვის ქმნიდა.ახლა საქართველოც გაიცნობს დე ლეტე–ვაჩნაძის უნიკალურ შემოქმედებას.კალანდიას თქმით, თამარ დე ლეტე–ვაჩნაძის მემკვიდრეობა უკვე გზაშია. საქართველოში ბრუნდება არა მხოლოდ „კრისტიან დიორისთვის“ შექმნილი ესკიზები, არამედ ასევე პარიზისა და სან-პაულუს თეატრებისთვის შექმნილი 300-ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, XIX საუკუნის 100-ზე მეტი უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და ა.შ.კალანდია აღნიშნავს, რომ კოლექცია საქართველოს უბრუნდება მინისტრ თეა წულუკიანის პირადი ძალისხმევით, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სამინისტროს დახმარების წყალობით მოხერხდა მემკვიდრეებთან შეთანხმება, რათა უნიკალური საგანძური ხელოვნების სასახლისთვის გადაეცათ, წერს მუზეუმის დირექტორი.ამ საქმეში შეუფასებელია ქართველი დიპლომატის გოჩა ჯავახიშვილის წვლილი, რომელმაც ეს საგანძური რამდენიმე წლის წინ იპოვა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ქართველი ემიგრანტის ოჯახში.
საქართველო
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265959611_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_19e13bef9bfa1c9eacc33c5a02b685c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი
უცნობი და უსამართლოდ დავიწყებული - თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის საგანძური საქართველოს უბრუნდება
11:06 15.04.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) მის შესახებ საქართველოში ცოტას თუ სმენია, მაგრამ ქართველი მხატვრის შესახებ, რომელიც Christian Dior-თან თანამშრომლობდა, მალე ბევრი შეიტყობს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ჩამოაქვთ მხატვარ თამარ დე ლეტე–ვაჩნაძის ნამუშევრები, რომელიც ესკიზებს ქმნიდა ფრანგული კომპანია Christian Dior-სთვის, იუწყება თბილისის ხელოვნების სასახლე.
მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა. მისი თქმით, დღეს ბევრი არ დაიჯერებს, რომ ქართველებს ჰყავდათ მხატვარი, რომელიც ესკიზებს კრისტიან დიორის მიერ შექმნილი ცნობილი ბრენდისა და მეწარმე მარსელ ბუსაკისთვის ქმნიდა.
„ნოე ჟორდანიას რძალი, სან-პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი, თუმცა სამშობლოსთვის, საყვარელი საქართველოსთვის დღემდე უცნობი და უსამართლოდ დავიწყებული“, – წერს კალანდია.
ახლა საქართველოც გაიცნობს დე ლეტე–ვაჩნაძის უნიკალურ შემოქმედებას.
კალანდიას თქმით, თამარ დე ლეტე–ვაჩნაძის მემკვიდრეობა უკვე გზაშია. საქართველოში ბრუნდება არა მხოლოდ „კრისტიან დიორისთვის“ შექმნილი ესკიზები, არამედ ასევე პარიზისა და სან-პაულუს თეატრებისთვის შექმნილი 300-ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, XIX საუკუნის 100-ზე მეტი უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და ა.შ.
კალანდია აღნიშნავს, რომ კოლექცია საქართველოს უბრუნდება მინისტრ თეა წულუკიანის პირადი ძალისხმევით, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სამინისტროს დახმარების წყალობით მოხერხდა მემკვიდრეებთან შეთანხმება, რათა უნიკალური საგანძური ხელოვნების სასახლისთვის გადაეცათ, წერს მუზეუმის დირექტორი.
ამ საქმეში შეუფასებელია ქართველი დიპლომატის გოჩა ჯავახიშვილის წვლილი, რომელმაც ეს საგანძური რამდენიმე წლის წინ იპოვა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ქართველი ემიგრანტის ოჯახში.