https://sputnik-georgia.com/20220624/mixeil-javaxisvilis-kvawi-kvawantiraze-grangulad-itargmna-267805099.html
მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ფრანგულად ითარგმნა
მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ფრანგულად ითარგმნა
Sputnik საქართველო
წიგნი საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობამ Ginkgo Editeur. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T13:21+0400
2022-06-24T13:21+0400
2022-06-24T19:36+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
პარიზი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/11/240571102_0:66:801:516_1920x0_80_0_0_7731a9b242c55a9840ef1cb5e24a8b44.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, დიდი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ფრანგულ ენაზე ითარგმნა, ნათქვამია საქართველოს მწერალთა სახლის განცხადებაში.რომანი ფრანგულმა გამომცემლობამ Ginkgo Editeur მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა. ნაწარმოები თარგმნა მაია ვარსიმაშვილი–რაფაელმა.ჯავახიშვილმა (1880–1937) „კვაჭი კვაჭანტირაძე“ 1924 წელს დაწერა. რომანში გადმოცემულია თაღლითი და ავანტიურისტი კვაჭი კვაჭანტირაძის მაქინაციების ისტორია. მწერალმა კვაჭი კვაჭანტირაძის სახით შექმნა განზოგადებული სახე გაიძვერა და ფლიდი ადამიანისა, რომელსაც პირადი კარიერისა და წარმატებისათვის ყველას და ყველაფრის გაყიდვა შეუძლია ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მიხეილ ჯავახიშვილის რომანი The Guardian-ის რეკომენდირებული წიგნების კრებულში მოხვდა>>რომანი ინგლისურად 2014 წელს ითარგმნა. ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა „კვაჭი კვაჭანტირაძე“ 2015 წელს საზაფხულო რჩეულ საკითხავთა სიაში (Best holiday reads 2015) შეიყვანა.
საქართველო
პარიზი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/11/240571102_0:0:801:601_1920x0_80_0_0_900a37d9c0f3387829bb57bb3590bfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი , საფრანგეთი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი , საფრანგეთი
მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ფრანგულად ითარგმნა
13:21 24.06.2022 (განახლებულია: 19:36 24.06.2022) წიგნი საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობამ Ginkgo Editeur.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, დიდი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ფრანგულ ენაზე ითარგმნა, ნათქვამია საქართველოს მწერალთა სახლის განცხადებაში.
რომანი ფრანგულმა გამომცემლობამ Ginkgo Editeur მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა. ნაწარმოები თარგმნა მაია ვარსიმაშვილი–რაფაელმა.
ჯავახიშვილმა (1880–1937) „კვაჭი კვაჭანტირაძე“ 1924 წელს დაწერა. რომანში გადმოცემულია თაღლითი და ავანტიურისტი კვაჭი კვაჭანტირაძის მაქინაციების ისტორია. მწერალმა კვაჭი კვაჭანტირაძის სახით შექმნა განზოგადებული სახე გაიძვერა და ფლიდი ადამიანისა, რომელსაც პირადი კარიერისა და წარმატებისათვის ყველას და ყველაფრის გაყიდვა შეუძლია ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
რომანი ინგლისურად 2014 წელს ითარგმნა. ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა „კვაჭი კვაჭანტირაძე“ 2015 წელს საზაფხულო რჩეულ საკითხავთა სიაში (Best holiday reads 2015) შეიყვანა.