https://sputnik-georgia.com/20240901/giorgi-ochxilidze-paralimpiuri-tamashebis-chempionia-289679881.html
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია
Sputnik საქართველო
პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T14:33+0400
2024-09-01T14:33+0400
2024-09-01T16:17+0400
საქართველო
პარიზი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/01/289681002_0:271:1173:931_1920x0_80_0_0_a63450b5f97a1cafd91eab006bfacbd0.jpg
თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველო
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/01/289681002_0:161:1173:1041_1920x0_80_0_0_f3617dc752f3fbb78fdc428c17382b59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პარიზი , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, პარიზი , სპორტი, ახალი ამბები
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია
14:33 01.09.2024 (განახლებულია: 16:17 01.09.2024) პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.