https://sputnik-georgia.com/20240901/kobaxidze-giga-ochxikidze-paralipiuri-chempionia-289680027.html
კობახიძე: გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია
კობახიძე: გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია
Sputnik საქართველო
პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T17:00+0400
2024-09-01T17:00+0400
2024-09-01T17:00+0400
საქართველო
პარიზი
სპორტი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ პარამძლეოსანს, გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს მოასპარეზე ქართველმა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველო
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პარიზი , სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, პარიზი , სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კობახიძე: გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია
პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ პარამძლეოსანს, გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს მოასპარეზე ქართველმა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
„გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია“, - დაწერა მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში.
ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.