https://sputnik-georgia.com/20230131/demna-gvasaliam-litvinovas-parizuli-speqtaklistvis-samosi-seqmna-274389976.html
დემნა გვასალიამ რენატა ლიტვინოვას პარიზული სპექტაკლისთვის სამოსი შეუქმნა
დემნა გვასალიამ რენატა ლიტვინოვას პარიზული სპექტაკლისთვის სამოსი შეუქმნა
Sputnik საქართველო
ქართველმა დიზაინერმა სპექტაკლისთვის მდიდრული საღამოს კაბები შექმნა. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T09:47+0400
2023-01-31T09:47+0400
2023-01-31T14:00+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
პარიზი
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265036050_0:92:1000:655_1920x0_80_0_0_58bc11625d837d12840725cd1d876f6f.png
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ რუს მსახიობს რენატა ლიტვინოვას სპექტაკლ „კაქტუსისთვის“ სამოსი შეუქმნა.სპექტაკლის პრემიერა, სადაც მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა მთავარ როლს ასრულებს, პარიზის თეატრ „ებერტოში“ 26 იანვარს გაიმართა.კოსტიუმები – მდიდრული საღამოს კაბები, ასევე სხვადასხვა ფერის მანტიები სპექტაკლისთვის ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად მსახიობისთვის შექმნა.ლიტვინოვა და გვასალია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მეგობრობენ და ერთმანეთის შემოქმედებას მხარს უჭერენ. ლიტვინოვა რეგულარულად ესწრება დიზაინერის ჩვენებებს, ხოლო გვასალია ლიტვინოვას შემოქმედებაში ხშირად გვევლინება კოსტიუმერად.დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და უამრავი სხვა.მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
პარიზი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265036050_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_d58583d7efa51785a18e7ec45bd83612.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი , ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პარიზი , ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ
დემნა გვასალიამ რენატა ლიტვინოვას პარიზული სპექტაკლისთვის სამოსი შეუქმნა
09:47 31.01.2023 (განახლებულია: 14:00 31.01.2023) ქართველმა დიზაინერმა სპექტაკლისთვის მდიდრული საღამოს კაბები შექმნა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ რუს მსახიობს რენატა ლიტვინოვას სპექტაკლ „კაქტუსისთვის“ სამოსი შეუქმნა.
სპექტაკლის პრემიერა, სადაც მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა მთავარ როლს ასრულებს, პარიზის თეატრ „ებერტოში“ 26 იანვარს გაიმართა.
კოსტიუმები – მდიდრული საღამოს კაბები, ასევე სხვადასხვა ფერის მანტიები სპექტაკლისთვის ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად მსახიობისთვის შექმნა.
ლიტვინოვა და გვასალია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მეგობრობენ და ერთმანეთის შემოქმედებას მხარს უჭერენ. ლიტვინოვა რეგულარულად ესწრება დიზაინერის ჩვენებებს, ხოლო გვასალია ლიტვინოვას შემოქმედებაში ხშირად გვევლინება კოსტიუმერად.
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და უამრავი სხვა.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.