ვენესუელა, ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა – ტროპიკული ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ესაზღვრება კოლუმბია, გაიანა, ბრაზილია. სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2800 კილომეტრია, მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში. ჩრდილო–აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. ვენესუელას კოლონიზაცია ესპანეთის მიერ 1522 წელს დასრულდა. მან დამოუკიდებლობა 1811 წელს გამოაცხადა, თუმცა, დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა და 1821 წელს გახდა დიდი კოლუმბიის ფედერაციის ნაწილი. საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვა 1830 წელს. სახელმწიფო სისტემაა ფედერაციული რესპუბლიკა, სახელმწიფოს მეთაური – პრეიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი. ადმინისტრაციული დაყოფა: 23 შტატი, ერთი ფედერალური ოლქი, ერთი სამფლობელო. ვენესუელას დედაქალაქია კარაკასი. დიდი ქალაქებია: მარაკაიბო, ვალენსია, ბარკისიმეტო.

გაეცანით ახალ ამბებს ვენესუელას შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0