https://sputnik-georgia.com/20260104/ass-venesuelis-martvis-gegmaze-musaoben-296524502.html
აშშ ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობენ
აშშ ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
ამერიკის პრეზიდენტის გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან რუბიო, ჰეგსეთი და მილერი, „დროებით სამთავრობო სტრუქტურას“ შექმნიან 04.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-04T20:47+0400
2026-01-04T20:47+0400
2026-01-04T20:47+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ვენესუელა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/11/294577137_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_03aaa7abc5bb137b92c6b6248296ab0f.jpg
თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა, მას შემდეგ რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლივარიული რესპუბლიკის ლიდერი ნიკოლას მადურო ტყვედ აიყვანეს, ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობა დაიწყეს, იტყობინება Wall Street Journal.გეგმაზე მუშაობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის მდივანი პიტ ჰეგსეთი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი. მათ უნდა ჩამოაყალიბონ „დროებითი სამთავრობო სტრუქტურა“, რომლის ფუნქციებში შევა ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიისა და სტაბილურობის აღდგენა.შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს ხელისუფლების უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გადაცემას.კვირას ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რესპუბლიკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და ფუნქციას განახორციელებს. შაბათს, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელა არასდროს დაუბრუნდება კოლონიის მდგომარეობას.შაბათს, 3 იანვარს, აშშ-მ კარაკასში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის სპეცსამსახურებმა მადურო და მისი მეუღლე შეიპყრეს და აშშ-ში გადაიყვანეს.
აშშ
ვენესუელა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/11/294577137_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e260ba37d759417b3de0fb508a50dbe3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ვენესუელა
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ვენესუელა
აშშ ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობენ
ამერიკის პრეზიდენტის გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან რუბიო, ჰეგსეთი და მილერი, „დროებით სამთავრობო სტრუქტურას“ შექმნიან
თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა, მას შემდეგ რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლივარიული რესპუბლიკის ლიდერი ნიკოლას მადურო ტყვედ აიყვანეს, ვენესუელის მართვის გეგმაზე მუშაობა დაიწყეს, იტყობინება Wall Street Journal.
გეგმაზე მუშაობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის მდივანი პიტ ჰეგსეთი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი. მათ უნდა ჩამოაყალიბონ „დროებითი სამთავრობო სტრუქტურა“, რომლის ფუნქციებში შევა ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიისა და სტაბილურობის აღდგენა.
შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს ხელისუფლების უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გადაცემას.
კვირას ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რესპუბლიკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და ფუნქციას განახორციელებს. შაბათს, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელა არასდროს დაუბრუნდება კოლონიის მდგომარეობას.
შაბათს, 3 იანვარს, აშშ-მ კარაკასში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის სპეცსამსახურებმა მადურო და მისი მეუღლე შეიპყრეს და აშშ-ში გადაიყვანეს.