https://sputnik-georgia.com/20260627/sazareli-miwiszvra-venesuelasi-299372596.html
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 920-ს მიაღწია
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 920-ს მიაღწია
Sputnik საქართველო
3360 ადამიანი დაშავდა, 4000-ზე მეტი ადამიანმა სახლი დაკარგა 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T20:09+0400
2026-06-27T20:09+0400
2026-06-27T20:09+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ვენესუელა
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1a/299347996_0:1441:2049:2593_1920x0_80_0_0_421fb849aa67cba6d8dab7de21fe2fe4.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ვენესუელაში მომხდარი ზედიზედ ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა, კიდევ 3360 ადამიანი დაშავებულია, ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.24 ივნისს ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო მეორე - 7,5. დანგრეულია თითქმის 400 საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საავადმყოფოები, ხოლო ქვეყნის მთავარი აეროპორტი დაიხურა.„სამწუხაროდ, უნდა გამოვაცხადოთ, რომ 920 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა როდრიგესმა ტელეარხ VTV-ს ეთერში.მისი თქმით, დაშავდა 3360 ადამიანი, ხოლო 4000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა კატეგორიაში მოხვდნენ.დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების აღმოსაფხვრელად ქვეყანაში ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები აშშ-დან, მექსიკიდან, სალვადორიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, ეკვადორიდან, ჩილედან, დომინიკის რესპუბლიკიდან და პანამიდან. მათ შეუერთდა გაეროს სპეციალიზებული სამძებრო-სამაშველო ჯგუფი.
ვენესუელა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1a/299347996_0:1249:2049:2785_1920x0_80_0_0_b312fe5a922a3f57a31adbcc8fd177f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ვენესუელა , მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
მსოფლიოს ახალი ამბები, ვენესუელა , მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 920-ს მიაღწია
3360 ადამიანი დაშავდა, 4000-ზე მეტი ადამიანმა სახლი დაკარგა
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ვენესუელაში მომხდარი ზედიზედ ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა, კიდევ 3360 ადამიანი დაშავებულია, ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
24 ივნისს ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო მეორე - 7,5. დანგრეულია თითქმის 400 საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საავადმყოფოები, ხოლო ქვეყნის მთავარი აეროპორტი დაიხურა.
„სამწუხაროდ, უნდა გამოვაცხადოთ, რომ 920 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა როდრიგესმა ტელეარხ VTV-ს ეთერში.
მისი თქმით, დაშავდა 3360 ადამიანი, ხოლო 4000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა კატეგორიაში მოხვდნენ.
დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების აღმოსაფხვრელად ქვეყანაში ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები აშშ-დან, მექსიკიდან, სალვადორიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, ეკვადორიდან, ჩილედან, დომინიკის რესპუბლიკიდან და პანამიდან. მათ შეუერთდა გაეროს სპეციალიზებული სამძებრო-სამაშველო ჯგუფი.