მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბუზინმა ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა

© AP Photo / Evan Vucciდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის მიერ ვენესუელაში დაწყებული სამხედრო მოქმედებები არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გეგმის განხორციელების მცდელობა.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც საკუთარი ინტერესების წინ წაწევას და ამერიკულ წესებზე დაფუძნებული სამყაროს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ეროვნული ასამბლეის ადამიანის უფლებათა, ეროვნული ურთიერთობებისა და მასმედიის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი ბუზინმა.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა შაბათს, დილით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასს შეუტიეს. წინასწარი ინფორმაციით, დაფიქსირდა სულ მცირე ცხრა აფეთქება. დაიბომბა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნა, კარაკასის მთავარი ავიაბაზა ლა კარლოტა, სასიგნალო ანტენა ელ ვოლკანი და კარიბის ზღვის სანაპიროზე საზღვაო პორტი ლა გუაირა. ტელეკომპანია CBS-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
„ამჟამინდელი სიტუაცია შეერთებულ შტატებს მომავლის მიმართ თავდაჯერებულობის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ვენესუელის ნავთობის მარაგი ის რესურსია, რომელიც აშშ-ს უახლოეს მომავალში საკუთარი პრობლემების გადაჭრის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ბუზინმა.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის მიერ ვენესუელაში დაწყებული სამხედრო მოქმედებები არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გეგმის განხორციელების მცდელობა.
„თანამედროვე სამყარო კომპრომისის, საერთო ენის პოვნის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა და ეს ვაშინგტონისთვის განსაკუთრებით საინტერესო არ არის. ამიტომაც, აშშ ამ რეგიონში მკაცრ პოლიტიკას ატარებს, რომელმაც მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესზე გავლენის მოხდენის უნარი“, - ხაზგასმით აღნიშნა ბუზინმა.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყება „ძალიან ცუდ მომენტს წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის“, დასძინა ბუზინმა.
სამხედრო ექსპერტმა ასევე კომენტარი გააკეთა თემაზე, შეიძლება თუ არა ვენესუელაში არსებულმა სიტუაციამ აშშ-ის ყურადღება უკრაინის დღის წესრიგიდან გადაიტანოს.
„რაც შეეხება უკრაინას, აშშ დიდი ხანია იქ საკუთარ თამაშს თამაშობს. უკრაინა აშშ-სთვის მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესებისა და საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის თვალსაზრისით არის საინტერესო. აშშ-მ ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლო, უკრაინისგან წაიღო. დღეს კი მისი მიზანი ამ რეგიონზე ფოკუსირება არ არის“, - აღნიშნა ბუზინმა.
აშშ-სა და ვენესუელის კონფლიქტი
25 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციების ჩატარების განზრახვის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ახლა ჩვენ ადგილზე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპმა მსგავსი განცხადებები დეკემბრის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად განხორციელდებოდა ეს დარტყმები.
ბოლო თვეების განმავლობაში აშშ აქტიურად ზრდის ვენესუელის სანაპიროსთან თავისი სამხედრო გემების რაოდენობას, რაც კარიბის ზღვის რეგიონში ყოფნას ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის.
შემოდგომაზე, ამერიკული სამხედრო ძალები არაერთხელ გამოიყენეს იმ გემების გასანადგურებლად, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
ყველა ახალი ამბავი
0