https://sputnik-georgia.com/20260106/papuashvili-venesuelashi-mimdinare-movlenebze-296537903.html
ევროკავშირი აღარ არის საერთაშორისო წესრიგის გარანტი: პაპუაშვილი ვენესუელაში მოვლენებზე
ევროკავშირი აღარ არის საერთაშორისო წესრიგის გარანტი: პაპუაშვილი ვენესუელაში მოვლენებზე
Sputnik საქართველო
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც „ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას... 06.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-06T16:48+0400
2026-01-06T16:48+0400
2026-01-06T16:48+0400
საქართველო
ვენესუელა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.შაბათს, 3 იანვარს, აშშ-მ კარაკასში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს შეუტია. ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე ამერიკის სპეცსამსახურებმა დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.გარდა ამისა, სპიკერის თქმით, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ ისარგებლებს მსოფლიო წესრიგის დარღვევით, მას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და შეეცდება მისგან სარგებელი მიიღოს.„ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია", - დასძინა პაპუაშვილმა.როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო განამტკიცა ხელისუფლების გეგმა 2026 წლისთვის - დარჩეს მშვიდობის ერთგული და არ ჩაერთოს სხვების სცენარებში.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.„ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება", - დაწერა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც „ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ".„ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების შესაბამისი იქნება.კვირას, 4 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აიღებს და განახორციელებს ვენესუელას რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და კომპეტენციას. შაბათს, აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელა არასოდეს დაუბრუნდებოდა კოლონიის სტატუსს.
საქართველო
ვენესუელა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვენესუელა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო, ვენესუელა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ევროკავშირი აღარ არის საერთაშორისო წესრიგის გარანტი: პაპუაშვილი ვენესუელაში მოვლენებზე
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც „ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ".
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შაბათს, 3 იანვარს, აშშ-მ კარაკასში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს შეუტია. ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე ამერიკის სპეცსამსახურებმა დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, სპიკერის თქმით, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ ისარგებლებს მსოფლიო წესრიგის დარღვევით, მას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და შეეცდება მისგან სარგებელი მიიღოს.
„ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია", - დასძინა პაპუაშვილმა.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო განამტკიცა ხელისუფლების გეგმა 2026 წლისთვის - დარჩეს მშვიდობის ერთგული და არ ჩაერთოს სხვების სცენარებში.
„ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს,”- დაწერა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
„ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც „ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ".
„ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების შესაბამისი იქნება.
კვირას, 4 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აიღებს და განახორციელებს ვენესუელას რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და კომპეტენციას. შაბათს, აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელა არასოდეს დაუბრუნდებოდა კოლონიის სტატუსს.