https://sputnik-georgia.com/20230419/lavrovma-venesuela-gaafrtxila-276857364.html
ლავროვმა ვენესუელა გააფრთხილა, რომ აშშ ხშირად იტყუება
ლავროვმა ვენესუელა გააფრთხილა, რომ აშშ ხშირად იტყუება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დროს შეუძლია მოტყუება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა... 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T13:00+0400
2023-04-19T13:00+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
ვენესუელა
სერგეი ლავროვი
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276857153_761:748:3072:2048_1920x0_80_0_0_529b8da83ba5b7e0b1b618084f3a1a61.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დროს შეუძლია მოტყუება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.ასე უპასუხა რუსმა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეერთებული შტატების დაპირებას შეეხებოდა ვენესუელისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე. ვაშინგტონმა გასული წლის ბოლოდან დაიწყო კარაკასზე სანქციებით ზეწოლის შემსუბუქება, მისცა რა ამერიკულ კომპანია Chevron-ს ვენესუელურ PdVSA-სთან ერთად ნავთობის მოპოვება-გადამუშავებისა და მათი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე შეტანის უფლება.ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ვენესუელის პოზიციას. ლავროვის თქმით, ქვეყანა, მათი ნახშირწყალბადები და ეკონომიკა უძლიერეს უკანონო სანქციებშია მოქცეული და ეს თავად ვენესუელამ უნდა გადაწყვიტოს, „როგორ განაგრძოს მუშაობა, როგორ განავითაროს თავისი სახელმწიფო“.მანადე სერგეი ლავროვი ბრაზილიაში იმყოფებოდა ლათინურამერიკული ტურნეს ფარგლებში, საიდანაც ჩაფრინდა სწორედ კარაკასში. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან გილ პინტოსთან, ასევე რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან.
ვენესუელა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276857153_245:0:2976:2048_1920x0_80_0_0_b9f4ed6240fd84bc0b45c8683e15d835.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვენესუელა , სერგეი ლავროვი, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ვენესუელა , სერგეი ლავროვი, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დროს შეუძლია მოტყუება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასე უპასუხა რუსმა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეერთებული შტატების დაპირებას შეეხებოდა ვენესუელისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე. ვაშინგტონმა გასული წლის ბოლოდან დაიწყო კარაკასზე სანქციებით ზეწოლის შემსუბუქება, მისცა რა ამერიკულ კომპანია Chevron-ს ვენესუელურ PdVSA-სთან ერთად ნავთობის მოპოვება-გადამუშავებისა და მათი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე შეტანის უფლება.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც ყველამ კარგად იცის, რომ შეერთებულ შტატებს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოტყუება და ბევრად უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე საკუთარ დაპირებებს, საკუთარ შეთავაზებებს ასრულებს“, — განაცხადა ლავროვმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ვენესუელის პოზიციას. ლავროვის თქმით, ქვეყანა, მათი ნახშირწყალბადები და ეკონომიკა უძლიერეს უკანონო სანქციებშია მოქცეული და ეს თავად ვენესუელამ უნდა გადაწყვიტოს, „როგორ განაგრძოს მუშაობა, როგორ განავითაროს თავისი სახელმწიფო“.
მანადე სერგეი ლავროვი ბრაზილიაში იმყოფებოდა ლათინურამერიკული ტურნეს ფარგლებში, საიდანაც ჩაფრინდა სწორედ კარაკასში. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან გილ პინტოსთან, ასევე რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან.