https://sputnik-georgia.com/20260704/sazareli-miwiszvra-venesuelasi-darupulta-raodenobam-2645-s-miarwia-299473811.html
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 2645-ს მიაღწია
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 2645-ს მიაღწია
Sputnik საქართველო
ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა. 04.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-04T21:55+0400
2026-07-04T21:55+0400
2026-07-04T21:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
ვენესუელა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1a/299349928_0:320:3070:2047_1920x0_80_0_0_a693ab36b5a34e3797f221c1bec92b99.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2645-მდე გაიზარდა, იტყობინება ქვეყნის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრო (MIPPCI).„2645 გარდაცვლილი, 12666 დაშავებული. 6462 გადარჩენილია ცოცხლად“, - ნათქვამია სამინისტროს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.სამინისტროს ცნობით, 15000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ რჩება, ხოლო 86117 ოჯახმა უკვე მიიღო დახმარება. დაზარალებულთა დროებითი განთავსებისთვის 59 ბანაკი მოეწყო.დაზარალებულებს თითქმის 10.000 ტონა საკვები, ათიათასობით სასურსათო ნაკრები და დაახლოებით ნახევარი მილიონი ლიტრი სასმელი წყალი დაურიგდათ. სამედიცინო დახმარება 20.909 ადამიანს გაეწია.სტიქიის შედეგად 885 შენობა დაზიანდა, რომელთაგან 189 მთლიანად ჩამოინგრა. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 3.305 უცხოელი მაშველი, 29.567 ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე და 25.846 მოხალისეა ჩართული.ქვეყნის მთავრობის ცნობით, ვენესუელასთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ 7.000 ტონას გადააჭარბა.24 ივნისს ვენესუელაში 39 წამის შუალედში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო მეორე - 7,5. ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა. ამ მიწისძვრების შემდეგ ქვეყანაში 890 აფტერშოკი დაფიქსირდა.
ვენესუელა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1a/299349928_281:0:3010:2047_1920x0_80_0_0_6082f154968870ad182eb0b648003964.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ვენესუელა
მსოფლიოს ახალი ამბები, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ვენესუელა
საზარელი მიწისძვრა ვენესუელაში - დაღუპულთა რაოდენობამ 2645-ს მიაღწია
ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2645-მდე გაიზარდა, იტყობინება ქვეყნის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრო (MIPPCI).
„2645 გარდაცვლილი, 12666 დაშავებული. 6462 გადარჩენილია ცოცხლად“, - ნათქვამია სამინისტროს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, 15000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ რჩება, ხოლო 86117 ოჯახმა უკვე მიიღო დახმარება. დაზარალებულთა დროებითი განთავსებისთვის 59 ბანაკი მოეწყო.
დაზარალებულებს თითქმის 10.000 ტონა საკვები, ათიათასობით სასურსათო ნაკრები და დაახლოებით ნახევარი მილიონი ლიტრი სასმელი წყალი დაურიგდათ. სამედიცინო დახმარება 20.909 ადამიანს გაეწია.
სტიქიის შედეგად 885 შენობა დაზიანდა, რომელთაგან 189 მთლიანად ჩამოინგრა. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 3.305 უცხოელი მაშველი, 29.567 ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე და 25.846 მოხალისეა ჩართული.
ქვეყნის მთავრობის ცნობით, ვენესუელასთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ 7.000 ტონას გადააჭარბა.
24 ივნისს ვენესუელაში 39 წამის შუალედში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო მეორე - 7,5. ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა. ამ მიწისძვრების შემდეგ ქვეყანაში 890 აფტერშოკი დაფიქსირდა.