მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა შაბათს, დილით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასს შეუტიეს.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. იუტას შტატის რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაზე წარმატებული, ფართომასშტაბიანი დარტყმის შესახებ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე შეიპყრეს და ვენესუელადან გაიყვანეს.
„მან (მარკო რუბიომ - რედ.) მაცნობა, რომ ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე აშშ-ში წარდგეს“, - დაწერა ლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ლის თქმით, მარკო რუბიოს ვენესუელაში „დამატებითი მოქმედებების მოლოდინი არ აქვს“.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა შაბათს, დილით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასს შეუტიეს. წინასწარი ინფორმაციით, დაფიქსირდა სულ მცირე ცხრა აფეთქება. დაიბომბა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნა, კარაკასის მთავარი ავიაბაზა ლა კარლოტა, სასიგნალო ანტენა ელ ვოლკანი და კარიბის ზღვის სანაპიროზე საზღვაო პორტი ლა გუაირა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვენესუელის რიგ ობიექტებზე სამხედრო დარტყმები მისი ბრძანებით განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0