მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოუცხადებელი ვიზიტი: ამერიკელი მაღალჩინოსნები ვენესუელას ეწვივნენ

© photo: Sputnik / Karolina Kabral / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი ფარულად ეწვია ვენესუელას, რათა დაკავებული ამერიკელების შინ დაბრუნებისა და ადგილობრივ ნავთობგიგანტთან ურთიერთობების აღდგენის საკითხები განიხილონ, წერს სააგენტო Associated Press.
გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მძევალთა საკითხებში და ასევე ჯეიმს სტორი, რომელიც ვენესუელისა და კოლუმბიის საქმეებს კურირებს აშშ-ის მთავრობაში.
პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ტელევიზიით გამოსვლისას დაადასტურა ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი და განაცხადა, რომ დელეგაცია „საიმედო მოკავშირეს შეხვდება“ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ხორხე როდრიგესის სახით, რათა „აშშ-ისა და ვენესუელის მთავრობებს შორის ორმხრივ დღის წესრიგში უწყვეტობა უზრუნველყოს“.
აღინიშნება, რომ ამ ვიზიტის შედეგად ამერიკის ორი მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებამ მანამდე დააკავა.
გამოცემის ვარაუდით, მადუროს მოთხოვნათა ნუსხაში პირველ ნომრად, დიდი ალბათობით, იქნება დამანგრეველი ნავთობსანქციების მოხსნა, რომლებმაც ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა.
ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფასების დაცემის, არასწორი მართვისა და აშშ-ის სანქციების შედეგად მოპოვებები მკვეთრად შემცირდა. დღეისათვის ვენესუელის წილი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უმნიშვნელოა.
ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტალიურ კომპანია Eni SpA-ს და ესპანურ Repsol SA-ს საშუალებას აძლევს, ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, დაიწყონ ვენესუელური ნავთობის ევროპაში ექსპორტი.
წყარო: Associated Press
ყველა ახალი ამბავი
0