დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რა გველოდება დეკემბერში და როგორი იქნება ზამთრის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის.
წლის ბოლო თვე ნოემბერზე მსუბუქი და სტაბილური იქნება და მოგვცემს შესაძლებლობას, წინასაახალხლო სასიამოვნო ორომტრიალით დავტკბეთ.
დეკემბერი მოგვცემს ამოსუნთქვის და ჩანაფიქრის განხორციელების თუ არა, მოქმედებების მკაფიო გეგმის შედგენის საშუალებას.
სანამ კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიურ პროგნოზს შევეხებით, მანამდე ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ, რომლებიც გავლენას მოახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე.
ნეპტუნი რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს 3 დეკემბერს – ეს ამოსუნთქვისა და სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალებას მოგვცემს. გაიხსნება გაჭიანურებული ვითარებების კვანძები, გამოჩნდება პერსპექტივები, წარსულს ჩაბარდება შიშები და შემცირდება თაღლითების მხრიდან მოტყუების რისკები.
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით>>
მერკური თხის რქის ნიშანში გადავა 7 დეკემბერს – ეს ურთიერთობებში მეტ მოკრძალებასა და კონსერვატიულობას შემოიტანს. ყურადღება გამახვილდება სამუშაო პროცესებზე. მერკური 29 დეკემბერს ასევე თხის რქის ნიშანში უკუსვლას დაიწყებს.
მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა სავსემთვარეობა 8 დეკემბერს ტყუპის ნიშანში და რეტროგრადული მარსის მონაწილეობით – ეს დაგვაბრუნებს წარსულში, რათა დავასრულოთ დაუმთავრებელი ამოცანები.
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>
მნიშვნელოვანი დღეა 10 დეკემბერი – ვენერა მერკურს შეერწყმება თხის რქის ნიშანში. ამ დღეს ბევრს ელოდება გულისა და ხელის თხოვნა – თხის რქას ხომ უყვარს დაკანონებული სერიოზული ურთიერთობები. ამასთან, საყვარელ ადამიანთან ადვილად გადაწყვეტთ პროფესიულ საკითხებს.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
20 დეკემბერიდან იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავა – მომატებული ამბიციებისა და თავდაჯერებულობის გამო გართულდება შეთანხმებები. მოთმინებით აღიჭურვეთ და მჭიდრო კონტაქტები დაამყარეთ ადამიანებთან, რომლებთანაც დასაწყისშივე ურთიერთგაგებამ დაისადგურა.
ახლა კი ზოგადი ნაწილიდან კონკრეტულზე – რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს დეკემბერში:
ვერძი
თქვენი ნიშნის მმართველი მარსი რეტროგრადულ სვლას განაგრძობს. ეს ნიშნავს, რომ დიდია ალბათობა, დაუბრუნდეთ იურიდიულ საკითხებს ან თანამოაზრეებთან განვითარების სტრატეგიის განხილვას.
გაჩნდება ცოდნის დონის ამაღლების შანსი. შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა შეიძლება გადავადდეს, მაგრამ ნაცნობ ადგილებში მოგზაურობა კარგად ჩაივლის.
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>
ბედნიერებისა და იღბლის პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში დეკემბრის მესამე დეკადაში გადავა, რაც ბედის საჩუქრებსა და იღბალს ნიშნავს. მოსალოდნელია თანხის მიღება, პირად ცხოვრებაში კი – ბედნიერი ნაცნობობა.
განსაკუთრებული რჩევა: ახლობლებთან ურთიერთობებში მომთმენი იყავით და გააკონტროლეთ ემოციები.
კურო
თქვენი ნიშნის მფარველი ვენერა დეკემბრის პირველ დეკადაში იმპულსურობას მოიტანს. არ იჩქაროთ ერთი ნახვით შეყვარება – ეს, დიდი ალბათობით, გრძელვადიან კავშირამდე არ მიგიყვანთ. ჯობს ენერგია შემოქმედებით კალაპოტში მიმართოთ.
სავსემთვარეობა ტყუპის ნიშანში 8 დეკემბერს სამუშაო საკითხების სწრაფად გადაწყვეტისკენ გიბიძგებთ, ეს კი შემოსავლების გაზრდას გპირდებათ.
მეორე დეკადა კონსტრუქციული პერიოდია დაგეგმვის, დოკუმენტებზე მუშაობისა და ანგარიშების შედგენისთვის. არაა გამორიცხული, რომ გაჩნდეს ფულის მომგებიანად ჩადების შესაძლებლობები.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
თვის ბოლოს გაჩნდება ახალი ცოდნის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების იმპულსი.
განსაკუთრებული რჩევა: ხანდახან აქტიური მოქმედებაა საჭირო, ხანდახან კი – ფინჯანი ყავა და მოცდა.
ტყუპი
პლანეტების ენერგია მიმართული იქნება პირად ცხოვრებაზე, გუნდში მუშაობასა და საკუთარი საქმის წინ წაწევაზე.
ურთიერთობების აგებაში სარგებელს მოგიტანთ საოჯახო ფსიქოთერაპია და მუშაობის სტრატეგიის გადახედვა ბიზნეს–პარტნიორებთან და კლიენტებთან.
დეკემბრის პირველ დეკადაში შეგიძლიათ მოიძიოთ რამე სასწავლო კურსები, რომლებიც მომავალში კარგ პერსპექტივებს გახსნის თქვენ წინაშე.
22 დეკემბრამდე იმოქმედეთ ნელა, დაფიქრებით, არ ჩაებათ კონფლიქტებში, ყურადღება გაამახვილეთ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაზე და მიჰყევით მიზნებს.
ვენერასა და მერკურის შერწყმა (29 დეკემბერს) გიქადით ბედნიერ ნაცნობობას, წარმატებულ ფინანსურ გარიგებებს, იღბლიან შოპინგს.
განსაკუთრებული რჩევა: შესაძლებელია და საჭიროცაა ემოციური რეაქციის პროგნოზირება, რათა სწორი ქცევის ხაზი შარჩიოთ.
კირჩხიბი
დეკემბერში გელოდებათ სამუშაოსთან, ჯანმრთელობასთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. კარგად ჩაივლის სამედიცინო კონსულტაციები, დიეტა, ფიტნესი, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. წინა პლანზე გამოვა სამუშაო ამოცანები: თანაშემწეების შერჩევა, ახალი კლიენტები, ვალდებულებების შეცვლა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
თვის დასაწყისში მოსალოდნელია დიდი თანხის მიღება ან გაჭიანურებული დაავადებისგან განკურნება.
დეკემბრის მეორე დეკადაში ყურადღების ცენტრში მოექცევა პირადი ცხოვრება. მარტოობა ნამდვილად არ დაგტანჯავთ.
მესამე დეკადაში „აიღებთ“ გაზაფხულზე დათესილ „მოსავალს“; არაა გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, ქორწინება.
განსაკუთრებული რჩევა: ხშირად გარე ბარიერები შიდა არასტაბილურობის შედეგია.
ლომი
თქვენთვის დეკემბერი რომანტიკითა და შემოქმედებით იქნება სავსე. იღბლიანად ჩაივლის და თქვენი გამარჯვებით დასრულდება გამოსვლები, პრეზენტაციები, შეჯიბრებები.
თვის დასაწყისში მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციებისა და წინადადებების მიღება ბიზნესში. თუ გყავთ შვილები, მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ მათზე.
თვის მეორე დეკადა კარგი დროა გარიგებების დასადებად, ძვირადღირებული ნივთების საყიდლად, საჯარო გამოსვლებისთვის მოსამზადებლად.
მესამე დეკადაში გელოდებათ ერთი ნახვით შეყვარება, მოულოდნელი საჩუქარი ან სიყვარულში გამოტყდომა და ხელის თხოვნა.
განსაკუთრებული რჩევა: ნუ გეშინიათ სირთულეების, გეშინოდეთ სტაგნაციის.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
ქალწული
თვის დასაწყისში შესაძლებელია წინსვლა რემონტის ან სახლის მშენებლობის მხრივ, ახალი კონტრაქტების დადება, კრეატიული პროექტის დაწყება.
დეკემბრის მეორე დეკადაში შეიძლება საჭირო გახდეს დოკუმენტების მომზადება ან გამოცდის ჩაბარება. არის ალბათობა, რომ მნიშვნელოვანი სიახლე გაიგოთ, მიგიწვიონ საზღვარგარეთ.
თვის ბოლოს იქნებით ძალზე ენერგიული, ირგვლივ მყოფები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. გაჩნდება ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და მათთან ერთად სადმე წასვლის სურვილი. ამას პლანეტები ხელს შეუწყობენ.
განსაკუთრებული რჩევა: როგორც წესი, სწორი პასუხი ყველაზე მარტივი პასუხია.
სასწორი
გექნებათ უზარმაზარი ენერგია სწავლისთვის, საზოგადოებაში გასვლისთვის კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, დოკუმენტების მომზადებისთვის უცხოეთში წასასვლელად. თუ დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ძალისხმევას არ დაიშურებთ, მესამე დეკადაში უკვე ნაყოფს მოიმკით.
თვის დასაწყისში შეიძლება გაუმართლოს მათ, ვინც დიდი ხანია, სამუშაოს ეძებს – გამოჩნდება თქვენთვის შესაფერისი ვაკანსია და გაჩნდება სამომავლო პერსპექტივები.
ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, შეძლებს გამოჯანმრთელებას.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თვის მეორე ნახევარში ოჯახში მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ: შესაძლებელია მატება ოჯახში, საზეიმო ღონისძიებები ან საკვანძო ცვლილებები ოჯახის წევრების ცხოვრებაში.
განსაკუთრებული რჩევა: ხანდახან კონფლიქტს არ უნდა გაექცეთ.
მორიელი
თქვენი მფარველი პლანეტა მარსი განაგრძობს რეტროგრადულ სვლას და გაბრუნებთ ძველი ფინანსური საკითხების ან ყოფილ პარტნიორებთან არსებული ვითარების გადაწყვეტისკენ.
პირად ცხოვრებაში მრავალი სიურპრიზი გელოდებათ. ურანი მოულოდნელობებს მოუტანს მათ, ვისაც ჰყავს პარტნიორი. იუპიტერი დაეხმარება მათ, ვისაც შვილის ყოლა სურს. ნეპტუნი კი რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდება მარტოხელებს.
თვის მეორე ნახევარში არის კომპანიის (თქვენი ან სადაც მუშაობთ) გაფართოების შანსი, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, იღბლიანი გარიგების ან დიდი შეკვეთის მიღების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული რჩევა: ადგილი მიუჩინეთ მათ, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.
მშვილდოსანი
მომხიბლავი იქნებით ისე, როგორც არასდროს. დეკემბერში იღბლიანი იქნება სამკაულების, სამოსისა და კოსმეტიკის საშუალებების ყიდვა.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
სავსემთვარეობა 8 დეკემბერს გიბიძგებთ ურთიერთობების გამორკვევისკენ, თუმცა აქედან გარკვეული შედეგის მიღება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.
თქვენ გვერდით იქნებიან საჭირო ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენი ამოცანების გადაჭრა დაავალოთ. გარიგებების დადება და მოლაპარაკებების გამართვა თვის შუა პერიოდისთვის დაგეგმეთ.
ახალმთვარეობა თხის რქის ნიშანში (23 დეკემბერს) თქვენი ნიშნის აქტიური მფარველი იუპიტერის მონაწილეობით გაჩვენებთ პიროვნული განვითარების პერსპექტივებს უახლოეს ექვს თვეში.
განსაკუთრებული რჩევა: თუ სასწაულების არასდროს გჯეროდათ, ახლა სწორედ რომ დროა, იწამოთ მათი.
თხის რქა
დეკემბრის დასაწყისში თქვენ ირგვლივ პოზიტიური ენერგიული ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც თავიანთ ენთუზიაზმს „გადმოგდებენ“. საახალწლო განწყობაც პირველივე რიცხვებში გაჩნდება და სიამოვნებით ჩაებმებით სასიამოვნო სადღესასწაულო ორომტრიალში.
თვის მეორე დეკადაში არის ალბათობა, რომ გაიცნოთ ადამიანი ავანტიურული ნაპერწლით და მასთან ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
დეკემბრის დაახლოებით 20 რიცხვისთვის სამუშაო მომენტების განვითარების სტრატეგია დაგეგმეთ, შეადგინეთ ანგარიშები, გაერკვიეთ დოკუმენტაციაში. მერკური თქვენს ნიშანში ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.
განსაკუთრებული რჩევა: დრო თქვენ მხარესაა, ამიტომ არ იჩქაროთ.
მერწყული
დეკემბრის პირველ დეკადაში ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ადამიანები თქვენთან კონტაქტზე აქტიურად წამოვლენ. არ აჰყვეთ სავსემთვარეობისა და მარსის ზეგავლენას და ენერგია სპორტსა და აქტიურ დასვენებაზე დახარჯეთ.
მეორე დეკადაში გექნებათ საშუალება, გაერკვეთ, რისი მიღწევა გსურთ 2023 წელს ფინანსებისა და კარიერის კუთხით. კარგად დაამუშავებთ მიღებულ ინფორმაციას, ადვილად აითვისებთ ახალ მიმართულებებს.
მესამე დეკადაში გაუამხანაგდით თამამ და ხისტ ადამიანებს – ისინი ბიზნეს–საკითხებში წინსვლაში დაგეხმარებიან.
განსაკუთრებული რჩევა: ყველა მოსაზრებას არ ექნება მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ თითოეული უნდა გაითვალისწინოთ.
თევზები
თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება რეკლამას, გაყიდვებს ან უძრავ ქონებას, თვის დასაწყისში თანხის მიღება ან მომგებიანი გარიგებები გელოდებათ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
თვის მეორე დეკადაში აიმაღლეთ კვალიფიკაცია, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა, გუნდთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. თქვენი დახმარება შეიძლება თქვენს ახლობლებს დასჭირდეთ.
თვის შუა პერიოდი არახელსაყრელი დროა რომანტიკული პაემნებისთვის, მაგრამ შესაფერისია სამუშაო ამოცანების გადასაწყვეტად.
თუ ბოლო დროს დეპრესიულ განწყობაზე იყავით, თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაუმჯობესდება, დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის რწმენა, შემოქმედებითი განწყობა და ცხოვრებისგან სიხარულის მიღების უნარი.
განსაკუთრებული რჩევა: ყველა საიდუმლო არ ღირს იმად, რომ მათ ფარდა აეხადოს.
ყველა ახალი ამბავი
0