რეტროგრადული მარსი: რას მოუტანს აგრესიული პლანეტის უკუსვლა ზოდიაქოს ნიშნებს

CC BY 2.0 / Kevin Gill / Marsმარსი
მარსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
ოქტომბრის ბოლოს მარსი რეტროგრადული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, დამუხრუჭებას დაიწყებს.
მარსი – ომის, აგრესიის, აქტიურობის, ქმედების, რისკის პლანეტა უკუსვლას 30 ოქტომბერს დაიწყებს.
მარსი რეტროგრადული ორ წელიწადში ერთხელ ხდება და მისი რეტროგრადულობის პერიოდი 58-დან 80 დღემდე გრძელდება.

რეტროგრადულ მოძრაობას მარსი 2022 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:25 საათზე დაიწყებს და 2023 წლის 13 იანვარს, 00:56 საათზე დაასრულებს.

რაზე ზემოქმედებს რეტროგრადული მარსი
მარსი ასტროლოგიაში პასუხისმგებელია აქტიურ მოქმედებებზე, საკუთარი ინტერესების დაცვის უნარზე, სიმტკიცეზე, ნებისყოფაზე, მეწარმეობაზე, ბიზნესზე, სპორტზე, ქირურგიულ ოპერაციებზე. შესაბამისად, ყველა ამასთან დაკავშირებული პროცესი „დამუხრუჭდება“, უკან წავა, დაყოვნდება.
რეტროგრადული მარსის დროს შესაძლებელია კონფლიქტის გამწვავება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს შორის. დიდია ალბათობა ადრინდელი მტრობის, ჩხუბის განახლებისა. ამ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია წინააღმდეგობების მოგვარება, რათა კონფლიქტის გაჩაღების საბაბი გაქრეს.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ყველაზე უსიამოვნო ამ პერიოდში ისაა, რომ კონფლიქტი უაზრო წვრილმანის გამო შეიძლება წარმოიშვას. რადგანაც მარსი წელს ტყუპის ნიშანშია, კონფლიქტები შეიძლება განსაკუთრებულად უსიამოვნო აღმოჩნდეს და საკმაოდ ცუდი შედეგები ჰქონდეს.
რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა რეტროგრადული მარსის დროს
რისი გაკეთება არ შეიძლება
რეტრო-მარსის პერიოდში არ ღირს აჩქარება. ამან მოულოდნელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ეს პერიოდი საქმის მშვიდად და დაფიქრებით კეთების დროა.
არ შეიძლება კონფლიქტების გაჩაღება, აგრესიაზე აგრესიით პასუხი, ჯობს გაეცალოთ ასეთ ვითარებას.
არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. რეტრო-მარსი ყოველთვის ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, ამიტომ თუ არ გინდათ, რომ პრობლემები შეგექმნათ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ პერიოდში, რადგან შეიძლება მათი გადახედვა მოგიწიოთ შემდეგ, როდესაც მარსი დირექტული გახდება.
რეტროგრადული მარსი დაამუხრუჭებს ყველა საქმიან წამოწყებას, პროექტს, ამიტომ აჯობებს, თუ ადრე დაწყებულ საქმეებს განაგრძობთ და ახალს 13 იანვრის მერე დაიწყებთ.
რეტრო-მარსის პერიოდში არ არის რეკომენდებული გეგმური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
არახელსაყრელი დროა ახალი სპორტული გატაცებებისთვის, განაგრძეთ იმ სახეობაში ვარჯიში, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია.
ნუ დაამონტაჟებთ ბუხარს, თონეს, საუნას, აბაზანას. ამის მიზეზი ისაა, რომ შესაძლებელია პრობლემები ცეცხლთან დაკავშირებით.
არ იყიდოთ ახალი მჩხვლეტი, ბასრი საგნები – დანები, მაკრატლები, ნემსები; ინსტრუმენტები, ავტომობილი. არის ალბათობა, რომ წუნიანი იყოს, ან მათმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა არ დაგაკმაყოფილოთ.
რისი გაკეთება შეიძლება რეტროგრადული მარსის დროს
საუკეთესო დროა დაგროვებულ საქმეებში გასარკვევად და „გაფუჭებული“ საქმეების გამოსასწორებლად.
ხელსაყრელი პერიოდია განვლილი მასალის აღდგენის, გამეორებისთვის, მაგრამ არა სპორტული მიღწევებისა და რეკორდებისთვის.
შეიძლება ძველი პროექტებისთვის ახალი იმპულსის მიცემა.
შეიძლება ბლიც-პროექტების ამოქმედება, ანუ ისეთი პროექტების, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
თუ დიდი ხანია ყავლი გაუვიდა თქვენს საქმიანობას, ან ხართ უპერსპექტივო ურთიერთობებში და სიმტკიცე არ გყოფნით, რომ „კარი გამოიხუროთ“, რეტრო-მარსი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ იმისგან, რამაც თავისი დრო ამოწურა, მოძველდა, და მოიფიქროთ მოქმედების ახალი ვარიანტები.
თუ დიდი ხანია რემონტი დაგეგმეთ, მაგრამ გაგიჭიანურდათ, მარსი დაგეხმარებათ, რომ საქმე ადგილიდან დაძრათ.
კარგი დროა იოგის, მედიტაციისთვის.
მეტად დაისვენეთ, მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ.
როგორ იმოქმედებს რეტროგრადული მარსი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი: ვერძი ერთ-ერთია ზოდიაქოს იმ მცირე ნიშნებიდან, რომლისთვისაც რეტროგრადული მარსი ხელსაყრელი იქნება. კარგი პერიოდია ფინანსური თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის გამომუშავება. ახალი წამოწყებებიც წარმატებული იქნება, მუშაობა აეწყობა. წარმატება თავდაჯერებულობას შეგმატებთ და განამტკიცებს თქვენს ნებისყოფას. ერთადერთი - მოერიდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობას, რადგან ეს სასურველ შედეგებს არ მოიტანს.
კურო: იზრუნეთ თქვენს ფინანსებზე და ყურადღება გაამახვილეთ ფასეული ნივთების შენარჩუნებაზე, რადგანაც მაღალია მოტყუების, ქურდობის, თაღლითობის ალბათობა. დაუკვირდით სიტყვებს და არ იკამათოთ. მოერიდეთ პრობლემებს სახელმწიფო ორგანოებთან - დროულად გადაიხადეთ ჯარიმები, გადასახადები, კრედიტები...
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
ტყუპი: რეტროგრადული მარსი თქვენს ნიშანშია, მაგრამ ეს სირთულეებს უფრო შექმნის, განსაკუთრებით ბიზნესსა და პროფესიული საქმიანობაში. შესაძლოა, გაგიჭირდეთ საქმეებისა და პროექტების ვადაში დასრულება. ამ პერიოდში აჯობებს, თუ ახალ საქმეებს არ დაიწყებთ. მოერიდეთ კამათსა და გაუგებრობებს უფროს კოლეგებთან, დამსაქმებლებთან, სახელმწიფო უწყებებთან. თვალი ადევნეთ თქვენს არაკეთილმოსურნეებს - მათ პრობლემების შექმნა შეუძლიათ თქვენთვის. შეამცირეთ ხარჯები.
კირჩხიბი: არცთუ ხელსაყრელი პერიოდია - მარსის რეტროგრადულობის პერიოდში, პირველ რიგში, ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება (თვალებს, ფეხებს, კუჭს). სამუშაოზე დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ ფულის გამომუშავებისთვის. იზრუნეთ ფინანსებზე და მოერიდეთ არასაჭირო ხარჯებს.
ლომი: ლომებს რეტროგრადული მარსი ბედნიერებას მოგიტანთ თქვენცა და თქვენს ოჯახსაც. გელოდებათ თანხის გამომუშავება ბიზნესში, ვაჭრობაში, ზოგიერთს - ხელფასის მატება, კარიერული წინსვლა. თქვენი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება. ეს დრო შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც ცხოვრების ყველა სფეროში გაუმჯობესების დრო.
ქალწული: შესაძლოა, არაერთ პრობლემას წააწყდეთ - კამათს ხელმძღვანელობასთან, უიღბლობას, იმედგაცრუებას... თუმცა, წარმატებას თქვენს საქმიანობაში ბოლოს მაინც მიაღწევთ. ეს პერიოდი აამაღლებს თქვენს პრესტიჟს, ავტორიტეტს. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის კუთხით - გააკონტროლეთ რას ჭამთ, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
სასწორი: რეტროგრადული მარსი შფოთვასა და დაღლილობას მოგიტანთ. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, უცხო ქვეყანაში წასვლა და ახალ ცხოვრებასთან შეგუება მოუწიოს. პროფესიული ცხოვრება და ბიზნესი დაძაბულ მუშაობას მოითხოვს. იმუშავეთ გულმოდგინედ, რათა შეინარჩუნოთ მდგომარეობა და ავტორიტეტი, სახლში კი - ჰარმონია.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
მორიელი: რეტროგრადული მარსი ფიზიკურ საფრთხეს გიქმნით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ მდგომარეობას. მოერიდეთ ავადმყოფობას, სხვადასხვა დამოკიდებულებას. შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ სესხის აღებას. სამსახურში, შესაძლოა, დამატებით მოგიწიოთ ენერგიის დახარჯვა, რომ წარმატებებს მიაღწიოთ.
მშვილდოსანი: პრობლემები, ძირითადად, ჯანმრთელობისა (თქვენი ან თქვენი ახლობლების) და ურთიერთობების კუთხით იქნება. გააკონტროლეთ თქვენი საქციელი და არ აჰყვეთ მრისხანებას, რომელიც შეიძლება ოჯახის წევრებზე გადმოანთხიოთ. ასევე ყურადღებაა საჭირო ფინანსების მიმართ - შეამცირეთ ხარჯები, მაგრამ საკვებსა და ჯანმრთელობაზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ.
თხის რქა: შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოგება ბიზნესში. თუ მუშაობთ, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თქვენი დაფასება სამსახურში. ახალ წამოწყებებში, როგორც გამონაკლისი, წარმატებები გელოდებათ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება თავს უფრო დაცულად, კომფორტულად და ბედნიერად გაგრძნობინებთ. ეს პერიოდი ასევე არის თქვენს მტრებზე გამარჯვების დრო. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
მერწყული: თქვენთვის რეტრო-მარსის დრო მშვიდი პერიოდი არ არის. სწორი იქნება, თუ მაქსიმალურად შეამცირებთ ხარჯებს, რადგან ამ პერიოდში ფინანსებზე კონტროლს კარგავთ. იზრუნეთ შვილებზე. ჯანმრთელობას ყურადღების მიქცევა დასჭირდება. გაერკვიეთ კვების რეჟიმში, დღის რეჟიმში. ასევე მოუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას.
თევზები: სირთულეების პერიოდი იწყება. შესაძლოა, ახალი მტრები და არაკეთილმოსურნეები შეიძინოთ. გააკონტროლეთ თქვენი საქციელი, რომ ამან კონფლიქტი არ გამოიწვიოს. ასევე ყურადღება იქნება საჭირო ჯანმრთელობის მხრივ. პრობლემები არაა გამორიცხული ასევე ურთიერთობებში - ოჯახში, ნათესავებთან. ამ პერიოდში მოერიდეთ მიწასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
ყველა ახალი ამბავი
0