თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი პლანეტა ჰყავს. იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და საქმიან სფეროზე ზოგადად, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნაა საკმარისი

მფარველი პლანეტები ადამიანებზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი შემოქმედებითი მუხტი, ენერგეტიკული შესაძლებლობები, წარმატებაზე ორიენტაცია, ფინანსური იღბალი და კარიერა. იმის გაგებით, თუ როგორ ზემოქმედებს მფარველი პლანეტა თითოეულ ჩვენგანზე და რა განსაკუთრებულობა ახასიათებს ამ გავლენას, შევძლებთ უფრო კომფორტულად ცხოვრებას, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებას.

გაიგეთ, რომელია თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ნიშანს ორი მფარველი პლანეტა ჰყავს.

© photo: Pixabay / jill111ბედნიერების შეგრძნება
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე - Sputnik საქართველო
ბედნიერების შეგრძნება

მზე - ლომი

მზეს უზარმაზარი ძალა და მძლავრი ენერგეტიკა აქვს. მფარველის ძალა, რა თქმა უნდა, ლომებზეც გადადის. სწრაფვა ძალაუფლებისა და მართვისკენ ხშირად იწვევს იმას, რომ ლომები შესანიშნავი ორატორები, ქოუჩები, პედაგოგები, პოლიტიკოსები და ფსიქოლოგები დგებიან. ლომები დიდი შემოქმედებითი პოტენციალისა და საოცარი ქარიზმის მქონე ადამიანები არიან. ეს მათ წარმატებების ადვილად მიღწევაში ეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ მზემ ლომებს ორგვარი ნატურა უბოძა. ერთი მხრივ, ისინი ინიციატივიანი, მტკიცე, ამბიციური არიან, ხოლო მეორე მხრივ - ეგოისტი და თავდაჯერებული.

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე

მთვარე - კირჩხიბი

მთვარე კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებს მფარველობს, მათ განსაკუთრებულ მგრძნობიარობას, ემოციურობასა და შესაშურ ინტუიციას ანიჭებს. იმის მიუხედავად, რომ ასტროლოგიაში ეს კოსმოსური ობიექტი ცვალებად და „თავქარიან" ნატურასთან ასოცირდება, კირჩხიბები აგებენ მტკიცე ურთიერთობებს, აფასებენ კომფორტსა და სტაბილურობას, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. საკუთარი თავის გამოვლენის საუკეთესო დრო ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სავსემთვარეობა და ახალმთვარეობაა. დანარჩენ პერიოდებში კირჩხიბები ხშირად პასიური და უინიციატივონი ხდებიან.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მერკური - ტყუპი, ქალწული

მერკური წარმატების, ვაჭრობის, ცოდნისა და ფულის პლანეტაა. მფარველისგან ტყუპებსა და ქალწულებს იღბლიანობა, მეწარმეობის უნარი, გამჭრიახობა ერგო. ამ ნიშნების წარმომადგენელთა ინტელექტუალური უნარები მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენებზე არ არის მიმართული. ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, მჭევრმეტყველებასა და უნარებს. „მერკურიანელები" ძალზე დაკვირვებული არიან და მცირეოდენ წვრილმანსაც ამჩნევენ, რაც მათ ეხმარება, რომ არა მხოლოდ ადვილად გადალახონ დაბრკოლებები, არამედ მათ გვერდი აუარონ. როგორც ჩანს, ამ თვისებების გამო ტყუპებისა და ქალწულებისთვის ცხოვრების გზაზე სიარული და ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება, სხვა ნიშნებთან შედარებით, იოლია.

ვენერა - კურო, სასწორი

ვენერა სიყვარულის, ბედნიერების, სილამაზის, ფულისა და მომხიბვლელობის მფარველია. სიყვარული ამ პლანეტის მფარველობით მყოფი ადამიანებისთვის არა კონკრეტული, არამედ ზოგადი ცნებაა: ესაა სიყვარული ადამიანის მიმართაც, ფულის მიმართაც და მიწიერი ტკბობის მიმართაც. სასწორები და კუროები აფასებენ მატერიალურს, აღმერთებენ ძვირფას ნივთებს და ყველაფერს, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. არიან ქარიზმატული, მჭევრმეტყველი, ნატიფი გრძნობების მქონე პიროვნებები, რისი წყალობითაც დიდ სიმაღლეებს აღწევენ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა, საქმეში რომ თავი გამოიჩინონ, მათ სერიოზული მოტივაცია სჭირდებათ. ამასთან ვენერა ამ ნიშნებს შემოქმედებით უნარებსაც ანიჭებს, ამიტომ ბევრი კურო და სასწორია მხატვრებს, პოეტებს, მუსიკოსებს, მსახიობებს შორის.

© photo: Sputnik / Виталий Аньков / ფოტობანკში გადასვლაპლანეტების აღლუმი მზისა და ვენერას მონაწილეობით
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე - Sputnik საქართველო
პლანეტების აღლუმი მზისა და ვენერას მონაწილეობით

მარსი - ვერძი, მორიელი

მარსი ომის ღმერთია, რომელიც თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს აგრესიას, ნებისყოფას, გამორჩენის წყურვილს, ინიციატივიანობას, სიჯიუტესა და სიმტკიცეს ანიჭებს. ვერძებსა და მორიელებში ცეცხლი გიზგიზებს. არიან ძალზე თავდაჯერებული, მტკიცე, ვერ ეგუებიან წაგებას. უმოწყალო მარსი მათ უმძაფრებს სურვილს, იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ, დაბრკოლებებისა და შეზღუდვების გარეშე. ამიტომ „მარსის შვილები" არ აგებენ ოცნების კოშკებს, სიტყვებს აქეთ-იქით არ ისვრიან, არამედ მაშინვე საქმეზე გადადიან. აქვთ საკუთარი თავის იმედი, გამოირჩევიან სხვა ადამიანებს შორის სიამაყითა და ამპარტავნებით. „მარსიანელები" ხშირად აღწევენ კარიერის პიკს, ხდებიან ხელმძღვანელები არჩეულ სფეროში ან საკუთარ ბიზნესს აწარმოებენ. კარგად გამოსდით კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავება, სხვა ადამიანების დამორჩილება და მათი მართვა.

© photo: Sputnik / ფოტობანკში გადასვლამარსის ზედაპირი
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე - Sputnik საქართველო
მარსის ზედაპირი

იუპიტერი - მშვილდოსანი, თევზები

დიდი ბედნიერების პლანეტა - სწორედ ასე უწოდებენ იუპიტერს. ის მშვილდოსნებსა და თევზებს მფარველობს და მათ ანიჭებს სულიერ თვისებებს, სინამდვილის ფხიზელ აღქმას, რაც მშვიდობისმყოფელობასა და გამჭრიახობაში ვლინდება.

იუპიტერი მშვილდოსნებს აჯილდოებს ხიბლით, ოპტიმიზმითა და შინაგანი ძალით. ეს თვისებები მათ ეხმარება, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ნებისმიერ ადგილას და კარიერაში და ფულის საკითხებში მაქსიმუმს მიაღწიონ. როგორც წესი, მშვილდოსნებს არაფერი აშინებს, შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე იზიდავს კიდეც. რისკის ელემენტი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის გარკვეული გამოწვევაც კია. წარმატების მიღწევისთვის მან უნდა ისწავლონ ყურადღების ერთ რამეზე კონცენტრირება.

თევზებთან მიმართებით საქმე ცოტა სხვაგვარადაა. იუპიტერი ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის მეორე მფარველის როლში გვევლინება. ის თევზებს განვითარებული ინტუიციით ასაჩუქრებს, რაც მათ მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილებაში და განვითარების უფრო ხელსაყრელი გზების მოძებნაში ეხმარება.

© AFP / STAN HONDAვენერა და იუპიტერი ერთდროულად ცაზე. ნიუ-იორკი, 2014 წელი
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე - Sputnik საქართველო
ვენერა და იუპიტერი ერთდროულად ცაზე. ნიუ-იორკი, 2014 წელი

სატურნი - თხის რქა, მერწყული

სრულიად განსხვავებულ ნიშნებს - თხის რქასა და მერწყულს ერთი მფარველი ჰყავთ - სატურნი. ასტროლოგიაში ეს პლანეტა გონიერებასთან, თავშეკავებულობასთან, ცივ გონებასთან ასოცირდება.

როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, თხის რქები და მერწყულები რაღაც საერთოს ორი უკიდურესობაა. ორივე ნიშანს აქვს მოუთოკავი სწრაფვა წარმატებისკენ, მატერიალური კეთილდღეობისკენ. მაგრამ თუ თხის რქებმა სატურნისგან შრომისმოყვარეობა, რაციონალიზმი და თანამიმდევრულობა მიიღეს, მერწყულებს მოკავშირე პლანეტისგან აქტიურად განვითარებისა და პრაქტიკული სარგებლის მიღწევის, საკუთარი ნიჭიერების გამოყენების უნარი ერგო.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ურანი - მერწყული

ურანი მერწყულების მთავარი მოკავშირეა. მმართველი პლანეტა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ანიჭებს არჩევნის თავისუფლებას, გენიალობას, ჩარჩოების არარსებობას, თავისუფლებისკენ სწრაფვასა და ბედის დარტყმებისადმი საოცარ მდგრადობას. ამ ადამიანებს აქვთ ორიგინალური აზროვნება, იდეების ნამდვილი „ოკეანეები", რაც ნებისმიერ გუნდში გამოარჩევს მათ. უყვართ საკუთარი წესებით ცხოვრება. აღმერთებენ ახალს, არიან გამომგონებლები, შესანიშნავი ორატორები, ორგანიზატორები. წარმატებებს ხშირად აღწევენ საკუთარი ნებისყოფისა და სურვილის, რომ სხვებისგან განსხვავებული იყვნენ, წყალობით. თუმცა, მათი გზა სიმდიდრისკენ ხშირად ჭიანურდება.

ნეპტუნი - თევზები

ნეპტუნი იდუმალი და მისტიკური პლანეტაა, რაც თევზებში ასევე იდუმალებას, ეჭვებს, მგრძნობიარობას, ღრმა შინაგან სამყაროსა და უზარმაზარ შემოქმედებით პოტენციალს აჩენს. როგორც წესი, ნეპტუნი ცნობიერების სიღრმეებში წვდომას აძლიერებს, რის გამოც თევზები მიდრეკილი არიან თვითჩაღრმავებისა და თვითნგრევისკენ. ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებისთვის ასტროლოგები მათ შემოქმედებით საქმიანობას ურჩევენ. ამას გარდა, თევზები ყოველთვის ნახულობენ კომფორტის ზონას და ემშვიდობებიან წარსულსა და უსარგებლოს. ადვილად ეგუებიან ახალ ცხოვრებისეულ პირობებს, გარშემო მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

პლუტონი - მორიელი

თანამედროვე სამყაროში პლუტონს პლანეტების რიგს არ მიაკუთვნებენ, თუმცა, ეს ციური სხეული მზის სისტემაში შედის და სერიოზულ გავლენას ახდენს მორიელების ცხოვრებისეულ მოვლენებსა და მათ ხასიათზე. პლუტონმა მათ შესანიშნავი ინტუიცია, უზარმაზარი შინაგანი ძალა, ჟინი და რეფორმირებისკენ სწრაფვა მიანიჭა. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობა, რადგან ისინი მუდამ ძალაუფლებისა და მართვისკენ ისწრაფვიან. ვერ იტანენ რუტინასა და მოსაწყენ ყოველდღიურობას, მალე იღლებიან ერთფეროვანი სამუშაოსგან და ხშირად გადაერთვებიან ხოლმე ექსტრემალურ ავანტიურაზე. თუმცა, იმპულსურობა, რომელიც უგუნურ საქციელს ემიჯნება, ყოველთვის არ შველის მორიელებს საქმეში. დროთა განმავლობაში, როდესაც ისინი აცნობიერებენ საკუთარ ძლიერ მხარეებს, ხშირად აღწევენ წარმატებას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური