https://sputnik-georgia.com/20221020/veduri-astrologia-kviris-dreebi-271497250.html
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
Sputnik საქართველო
ვედური ასტროლოგიის საიდუმლოებანი დაგეხმარებათ, მოძებნოთ თქვენი რესურსები, შინაგანი ბალანსი და კეთილდღეობა. ეს ცოდნა შეგაძლებინებთ ბედის დამოუკიდებლად აწყობას... 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T13:52+0400
2022-10-20T13:52+0400
2022-10-20T19:59+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/25/248882595_0:81:2560:1521_1920x0_80_0_0_49703688746e2b85c66ff92ca44d435f.jpg
ვედური სწავლების მიხედვით, შემოქმედმა შექმნა პლანეტები, რათა სამყაროს ენერგია გადანაწილებულიყო და მოვლენების მართვა ბევრად მარტივი გამხდარიყო. თითოეულ პლანეტას აქვს თავისი უნიკალური ენერგეტიკა და მძლავრი ძალა, რომელიც კაცობრიობაზე თავისებურად ახდენს გავლენას. პლანეტების ზემოქმედების ცოდნა და მისი სწორად გამოყენება ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჰარმონიულ ერთიანობას მიაღწიონ სამყაროსთან, გაიგონ სად იმალება ბედნიერების, აყვავებისა და წარმატების საიდუმლო.კვირაასტროლოგიური კვირა იწყება კვირა დღეს. სწორედ ამ დღეს გროვდება გეგმების განსახორციელებლად აუცილებელი ენერგია. კვირა დღეს მზე მართავს, რომელიც ადამიანებს უგზავნის მხიარულებას, ბედნიერებას, სიყვარულს, შემოქმედებას. ამ დღეს შესაძლებელია შთაგონება, არასტანდარტული პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა; იდუმალი სამყაროდან ჩნდება მინიშნებები. ნატალურ რუკაზე მზე სულს ასახავს. ეს დღე შეესაბამება მენტალურ პრაქტიკებს, თვითშემეცნებას, აურის გაწმენდას, ზეფასეულობების გაცნობიერებას. შესანიშნავი დღეა ქველმოქმედებისთვის, სილამაზისკენ სწრაფვისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, საკუთარი ძლიერი მხარეების გასავითარებლად – ეს ბედნიერების წყაროს მოპოვებას ეხმარება.ორშაბათიორშაბათს ყველაზე მძიმე დღეს შეცდომით უწოდებენ. სირთულეები მაშინ ჩნდება, თუ არასწორად გამოვიყენებთ მთვარის ენერგიას, რომელიც ამ დღეს მფარველობს. მთვარე შინაგან ჰარმონიასა და აუღელვებლობას გვანიჭებს, მაგრამ არამდგრადი განწყობის საშიშროებასაც ქმნის. ამ დღეს სასარგებლოა საჭირბოროტო პრობლემების გადაჭრა, მაღაზიებში სიარული, ახლობლებთან ურთიერთობები. საშიშია ფარულ თამაშში ჩართვა, მანიპულირება, საყვედურების გამოთქმა. მთვარის გავლენით ადამიანები ემოციური და მგრძნობიარე ხდებიან, ამიტომ ირგვლივ მყოფების განწყობის მოპოვებაში სულიერი საუბრები და არაფორმალურ გარემოში ურთიერთობები დაგვეხმარება. ორშაბათს წარმატების მისაღწევად საკმარისია მთვარის ენერგიაზე აწყობა – ზრუნვა ადამიანებზე და თანაგრძნობის გამოხატვა.როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>სამშაბათისამშაბათს მარსი მართავს. მისი ბუნება მამაკაცური, ცეცხლოვანი, მეომრული და აგრესიულია. მარსი განსაზღვრავს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარს, გვაძლევს ძალასა და სითამამეს, გაბედულებას. ხშირად ამ პლანეტის ენერგია იმპულსურ ქმედებებში, მწვავე შეგრძნებებში, ასევე მკვეთრ სიტყვებსა და მრისხანებაში ვლინდება. ამ დღის წარმატების საიდუმლო პირველივე იმპულსზე იმპროვიზაციაა. საჭიროა მტკიცედ მოქმედება, სურვილების გაჩენისთანავე მათი სწრაფად ხორცშესხმა. ამავე დროს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ემოციებს, რომლებიც ეჭვებს აჩენს. კარგია ამ დღეს საბრძოლო ხელოვნების სფეროში ვარჯიში, სპორტი. ასეთ შემთხვევაში მარსი მოგცემთ უნარს, იყოთ დისციპლინირებული, თავდაჯერებული და ნებისყოფიანი ადამიანი.ოთხშაბათიოთხშაბათს მერკური მფარველობს, რომელიც სამყაროს დადებით ენერგიასა და აქტიურობას ანიჭებს. ეს დღე იღბლიანია მოლაპარაკებების, აზარტული თამაშების, სწავლის, ინტელექტუალური საქმიანობის, ურთიერთობების, ვაჭრობისთვის. მერკურის მთავარი სახელია ბუდჰა, რომელიც სანსკრიტიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ინტელექტი“. თუ შეძლებთ მერკურის ენერგიასთან შეერთებას, გაჩნდება სწორი მსჯელობის უნარი, შეძლებთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის განსხვავებას. ოთხშაბათს უნდა დაივიწყოთ კომპლექსები, შიშები, პრობლემები – ისინი განსაკუთრებით თვალშისაცემია და მიზნების მიღწევას აფერხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შიშებისგან, განგაშის შეგრძნებისგან და აკვიატებული აზრებისგან გათავისუფლება.სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>ხუთშაბათივედურ ასტროლოგიაში ხუთშაბათი ყველაზე ბედნიერ და იღბლიან დღედ მიიჩნევა და ეს იუპიტერის დამსახურებაა. ესაა იღბლის, ბედნიერების, ოპტიმიზმის, კეთილდღეობის პლანეტა. გარდა ამისა, იუპიტერს შემოაქვს ცხოვრებაში ბედის მოულოდნელი საჩუქრები, კარმის გაუმჯობესების შესაძლებლობები; განსაკუთრებული წარმატებები სამუშაო საქმეებში, ახალ წამოწყებებში, საქმიან ურთიერთობებში გარიგებებში. ხუთშაბათს თამამად შეიძლება ხელმძღვანელთან მისვლა და რამის თხოვნა. ამასთან, ხუთშაბათის პრობლემებს გაფართოების ტენდენცია ახასიათებს. ამ შემთხვევაში ნაკლებად იჩხუბეთ, უთანხმოება მალევე მოაგვარეთ და არ მისცეთ კონფლიქტს განვითარების საშუალება. იმუშავეთ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების სასიკეთოდ და იუპიტერი აუცილებლად მოიზიდავს წარმატებასა და იღბალს.პარასკევიპარასკევი სიყვარულის, დასვენების, სულიერი პრაქტიკებისა და სასიყვარულო პაემნების დღეა – მას ხომ ვენერა მართავს. სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ადამიანებში აღვიძებს მიზიდულობას ყველაფერი ლამაზი, მშვენიერისადმი. ამ დღეს მამაკაცებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ქალებს, ქალებმა კი პატარ-პატარა სიხარულებით გაინებრივონ თავი. წარმატების მიღწევა კეთილი საქმეებით შეიძლება: შექმენით სასიხარულო მომენტები, კეთილად განეწყვეთ ადამიანების მიმართ, განავითარეთ გემოვნების გრძნობა. ვენერა მხარს დაუჭერს მათ, ვისი გულიც სავსეა სიკეთით, ვინც არ დაიშურებს კეთილ სიტყვებს, ლამაზ ქათინაურებს, ვინც ისწრაფვის მშვენიერებისკენ და სამყაროში სილამაზე შემოაქვს.„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>შაბათიყველაზე რთული დღეა. ამის მიზეზი კი სატურნის სასტიკი და დამანგრეველი ზემოქმედებაა. სატურნს ჩვენს ცხოვრებაში უბედურებები შემოაქვს. მისი ზემოქმედება კარმულია, ანუ გვართმევს შესაძლებლობას, რამე შევცვალოთ ცხოვრებაში. სატურნს დიდებულ პლანეტას უწოდებენ, რომელსაც დამსჯელი ფუნქცია აკისრია. მას შეუძლია ადამიანი უფსკრულიდან ამოიყვანოს და, პირიქით, უფსკრულში ჩააგდოს. აქედან გამომდინარე, შაბათს ჯობს მოვთოკოთ სურვილები და ინსტინქტები, ნაკლებად ვიფიქროთ ცუდზე. უიღბლო დღეა ინოვაციების, საქმეების წარმოებისთვის. სატურნის კეთილგანწყობის მოპოვება შეიძლება ცხოვრების მოწესრიგების დაწყებით. შაბათს ძალზე მნიშვნელოვანია კვირის მოვლენების გაანალიზება, მომდევნო კვირის გეგმების ჩანიშვნა, სეირნობა ბუნებაში, ცნობიერების გაწმენდა პრობლემებისა და ნეგატივისგან.
https://sputnik-georgia.com/20190104/planetebis-zemoqmedeba-adamianebis-cxovrebaze-243745983.html
https://sputnik-georgia.com/20190918/mfarveli-planetis-gavlena-zodiaqos-niSnebze-246518663.html
https://sputnik-georgia.com/20190403/rogor-moqmedebs-mTvaris-fazebi-adamianis-energetikaze-244840574.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/25/248882595_214:0:2347:1600_1920x0_80_0_0_e71d45e21456df5545be6950a90d7ceb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
13:52 20.10.2022 (განახლებულია: 19:59 20.10.2022) ვედური ასტროლოგიის საიდუმლოებანი დაგეხმარებათ, მოძებნოთ თქვენი რესურსები, შინაგანი ბალანსი და კეთილდღეობა. ეს ცოდნა შეგაძლებინებთ ბედის დამოუკიდებლად აწყობას, ხოლო იღბალი მრავალი წლის განმავლობაში თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება.
ვედური სწავლების მიხედვით, შემოქმედმა შექმნა პლანეტები, რათა სამყაროს ენერგია გადანაწილებულიყო და მოვლენების მართვა ბევრად მარტივი გამხდარიყო.
თითოეულ პლანეტას აქვს თავისი უნიკალური ენერგეტიკა და მძლავრი ძალა, რომელიც კაცობრიობაზე თავისებურად ახდენს გავლენას. პლანეტების ზემოქმედების ცოდნა და მისი სწორად გამოყენება ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჰარმონიულ ერთიანობას მიაღწიონ სამყაროსთან, გაიგონ სად იმალება ბედნიერების, აყვავებისა და წარმატების საიდუმლო.
ასტროლოგიური კვირა იწყება კვირა დღეს. სწორედ ამ დღეს გროვდება გეგმების განსახორციელებლად აუცილებელი ენერგია. კვირა დღეს მზე მართავს, რომელიც ადამიანებს უგზავნის მხიარულებას, ბედნიერებას, სიყვარულს, შემოქმედებას. ამ დღეს შესაძლებელია შთაგონება, არასტანდარტული პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა; იდუმალი სამყაროდან ჩნდება მინიშნებები.
ნატალურ რუკაზე მზე სულს ასახავს. ეს დღე შეესაბამება მენტალურ პრაქტიკებს, თვითშემეცნებას, აურის გაწმენდას, ზეფასეულობების გაცნობიერებას. შესანიშნავი დღეა ქველმოქმედებისთვის, სილამაზისკენ სწრაფვისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, საკუთარი ძლიერი მხარეების გასავითარებლად – ეს ბედნიერების წყაროს მოპოვებას ეხმარება.
ორშაბათს ყველაზე მძიმე დღეს შეცდომით უწოდებენ. სირთულეები მაშინ ჩნდება, თუ არასწორად გამოვიყენებთ მთვარის ენერგიას, რომელიც ამ დღეს მფარველობს. მთვარე შინაგან ჰარმონიასა და აუღელვებლობას გვანიჭებს, მაგრამ არამდგრადი განწყობის საშიშროებასაც ქმნის.
ამ დღეს სასარგებლოა საჭირბოროტო პრობლემების გადაჭრა, მაღაზიებში სიარული, ახლობლებთან ურთიერთობები. საშიშია ფარულ თამაშში ჩართვა, მანიპულირება, საყვედურების გამოთქმა. მთვარის გავლენით ადამიანები ემოციური და მგრძნობიარე ხდებიან, ამიტომ ირგვლივ მყოფების განწყობის მოპოვებაში სულიერი საუბრები და არაფორმალურ გარემოში ურთიერთობები დაგვეხმარება.
ორშაბათს წარმატების მისაღწევად საკმარისია მთვარის ენერგიაზე აწყობა – ზრუნვა ადამიანებზე და თანაგრძნობის გამოხატვა.
სამშაბათს მარსი მართავს. მისი ბუნება მამაკაცური, ცეცხლოვანი, მეომრული და აგრესიულია. მარსი განსაზღვრავს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარს, გვაძლევს ძალასა და სითამამეს, გაბედულებას. ხშირად ამ პლანეტის ენერგია იმპულსურ ქმედებებში, მწვავე შეგრძნებებში, ასევე მკვეთრ სიტყვებსა და მრისხანებაში ვლინდება.
ამ დღის წარმატების საიდუმლო პირველივე იმპულსზე იმპროვიზაციაა. საჭიროა მტკიცედ მოქმედება, სურვილების გაჩენისთანავე მათი სწრაფად ხორცშესხმა. ამავე დროს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ემოციებს, რომლებიც ეჭვებს აჩენს.
კარგია ამ დღეს საბრძოლო ხელოვნების სფეროში ვარჯიში, სპორტი. ასეთ შემთხვევაში მარსი მოგცემთ უნარს, იყოთ დისციპლინირებული, თავდაჯერებული და ნებისყოფიანი ადამიანი.
18 სექტემბერი 2019, 01:21
ოთხშაბათს მერკური მფარველობს, რომელიც სამყაროს დადებით ენერგიასა და აქტიურობას ანიჭებს. ეს დღე იღბლიანია მოლაპარაკებების, აზარტული თამაშების, სწავლის, ინტელექტუალური საქმიანობის, ურთიერთობების, ვაჭრობისთვის.
მერკურის მთავარი სახელია ბუდჰა, რომელიც სანსკრიტიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ინტელექტი“. თუ შეძლებთ მერკურის ენერგიასთან შეერთებას, გაჩნდება სწორი მსჯელობის უნარი, შეძლებთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის განსხვავებას.
ოთხშაბათს უნდა დაივიწყოთ კომპლექსები, შიშები, პრობლემები – ისინი განსაკუთრებით თვალშისაცემია და მიზნების მიღწევას აფერხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შიშებისგან, განგაშის შეგრძნებისგან და აკვიატებული აზრებისგან გათავისუფლება.
ვედურ ასტროლოგიაში ხუთშაბათი ყველაზე ბედნიერ და იღბლიან დღედ მიიჩნევა და ეს იუპიტერის დამსახურებაა. ესაა იღბლის, ბედნიერების, ოპტიმიზმის, კეთილდღეობის პლანეტა.
გარდა ამისა, იუპიტერს შემოაქვს ცხოვრებაში ბედის მოულოდნელი საჩუქრები, კარმის გაუმჯობესების შესაძლებლობები; განსაკუთრებული წარმატებები სამუშაო საქმეებში, ახალ წამოწყებებში, საქმიან ურთიერთობებში გარიგებებში. ხუთშაბათს თამამად შეიძლება ხელმძღვანელთან მისვლა და რამის თხოვნა.
ამასთან, ხუთშაბათის პრობლემებს გაფართოების ტენდენცია ახასიათებს. ამ შემთხვევაში ნაკლებად იჩხუბეთ, უთანხმოება მალევე მოაგვარეთ და არ მისცეთ კონფლიქტს განვითარების საშუალება. იმუშავეთ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების სასიკეთოდ და იუპიტერი აუცილებლად მოიზიდავს წარმატებასა და იღბალს.
პარასკევი სიყვარულის, დასვენების, სულიერი პრაქტიკებისა და სასიყვარულო პაემნების დღეა – მას ხომ ვენერა მართავს. სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ადამიანებში აღვიძებს მიზიდულობას ყველაფერი ლამაზი, მშვენიერისადმი.
ამ დღეს მამაკაცებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ქალებს, ქალებმა კი პატარ-პატარა სიხარულებით გაინებრივონ თავი. წარმატების მიღწევა კეთილი საქმეებით შეიძლება: შექმენით სასიხარულო მომენტები, კეთილად განეწყვეთ ადამიანების მიმართ, განავითარეთ გემოვნების გრძნობა.
ვენერა მხარს დაუჭერს მათ, ვისი გულიც სავსეა სიკეთით, ვინც არ დაიშურებს კეთილ სიტყვებს, ლამაზ ქათინაურებს, ვინც ისწრაფვის მშვენიერებისკენ და სამყაროში სილამაზე შემოაქვს.
ყველაზე რთული დღეა. ამის მიზეზი კი სატურნის სასტიკი და დამანგრეველი ზემოქმედებაა. სატურნს ჩვენს ცხოვრებაში უბედურებები შემოაქვს. მისი ზემოქმედება კარმულია, ანუ გვართმევს შესაძლებლობას, რამე შევცვალოთ ცხოვრებაში.
სატურნს დიდებულ პლანეტას უწოდებენ, რომელსაც დამსჯელი ფუნქცია აკისრია. მას შეუძლია ადამიანი უფსკრულიდან ამოიყვანოს და, პირიქით, უფსკრულში ჩააგდოს. აქედან გამომდინარე, შაბათს ჯობს მოვთოკოთ სურვილები და ინსტინქტები, ნაკლებად ვიფიქროთ ცუდზე. უიღბლო დღეა ინოვაციების, საქმეების წარმოებისთვის.
სატურნის კეთილგანწყობის მოპოვება შეიძლება ცხოვრების მოწესრიგების დაწყებით. შაბათს ძალზე მნიშვნელოვანია კვირის მოვლენების გაანალიზება, მომდევნო კვირის გეგმების ჩანიშვნა, სეირნობა ბუნებაში, ცნობიერების გაწმენდა პრობლემებისა და ნეგატივისგან.