დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

CC BY 2.0 / Jason Corey / Life„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
ერთი რამ ცხადია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვებზე მაგიის მეშვეობით გავლენის მოხდენას, ხოლო რამდენად იმოქმედებს ეს თქვენზე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის – ზოდიაქოს თქვენ ნიშანზე.
ზოგს სჯერა მაგიის, ზოგს – არა. როგორც ამბობენ, რაც უფრო გჯერა და გწამს მაგიური გავლენისა, მით მეტად ხარ დაუცველი და მეტია შანსი, რომ ამ გავლენის ქვეშ მოექცე.

ასევე ცნობილია, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ არ შეიძლება ვინმეს დაწყევლა, და ამიტომაა აუცილებელი ლოცვა, კეთილი სიტყვა და ა.შ.
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი ჩვევები და ხასიათი აქვს. მაგრამ რაც არ უნდა ფოლადის ნერვებითა და რკინისებრი ხასიათით გამოირჩეოდეს, ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს მაგიური რიტუალის მსხვერპლი.
როგორ ვიყიდოთ, ვატაროთ, შევინახოთ და გადავაგდოთ ფეხსაცმელი – ხალხური მინიშნებები>>

საუკეთესო საშუალება ბოროტი ადამიანების მაგიური გავლენის მცდელობებისგან თავდასაცავად მაინც ლოცვაა, ტაძარში სიარული, სიკეთის ქმნა და ა.შ.
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მეტად დაუცველია მაგიური ზეგავლენისგან, ხოლო ზოგი – ნაკლებად.
კირჩხიბი, მორიელი, თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მეტად დაუცველი არიან მაგიისგან. აქვთ შთაბეჭდილებებზე დამოკიდებული ხასიათი, ხშირად ეცვლებათ განწყობა, არიან ემოციური და ძლიერ მგრძნობიარე. მაგიური რიტუალების სამიზნე უფრო მამაკაცები არიან.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები
რაც შეეხება ქალთა სქესს, მათ თავიანთი მომაჯადოებლობით თავისუფლად შეუძლიათ შერჩეული ობიექტის ჭკუიდან გადაყვანა. ამიტომ ამ ნიშნების ქალებთან ყურადღებით ყოფნაა საჭირო და მათი შარმის პროვოკაციაზე წამოგებისგან თავის არიდება. როგორც ამბობენ, მამაკაცებმა ამისგან თავდასაცავად ჯიბით გამოკვანძული ცხვირსახოცი, ხოლო ქალებმა ნებისმიერი ცხოველის თილისმა უნდა ატარონ.
ტყუპი, სასწორი, მერწყული
ამ ნიშნების წარმომადგენლები ნაკლებად ექცევიან მაგიური რიტუალების ქვეშ და ნაკლებად გრძნობენ ამის გავლენას საკუთარ თავზე. მათზე ასევე მოქმედებს ენერგეტიკული ვამპირიზმი და, შესაძლებელია, მოულოდნელი მაგიური დარტყმა მიიღონ. ენერგეტიკული შეტევისგან სწრაფად გაცლაში მათ საყვარელი საქმიანობა ან დიდი ხნით სრულფასოვანი ძილი დაეხმარება.
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>
ვერძი, ლომი და მშვილდოსანი
ამ ნიშნებს მაგიური ზემოქმედებისგან შესანიშნავი დაცვის უნარი აქვთ. ამ ადამიანებს აქვთ მიზანსწრაფული ხასიათი, შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა და საქმის ორგანიზება. მაგრამ, სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი შესანიშნავი სამიზნეები არიან შურიანი ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნების წარმომადგენლებს მყარი დაცვა აქვთ, მაინც არ აწყენდათ ქრისტიანული ჯვრის, თილისმის ან ამულეტის ტარება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქალწული, თხის რქა და კურო
ამ ნიშნების წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად ექცევიან მაგიური რიტუალების გავლენის ქვეშ. მათ აქვთ მტკიცე ენერგეტიკული აურა და მშვენიერი დაცვა მაგიური ზემოქმედებისგან ჯერ კიდევ ბავშვობიდან. მაგრამ თუ ვინმე ძალიან მოინდომებს, ისინიც შეიძლება მოექცნენ მაგიური რიტუალების გავლენის ქვეშ. ამიტომ, ასეთ ნეგატივს რომ თავი აარიდოთ, ატარეთ ნაკურთხი ჯვარი, ან შელოცვილი მონეტა.
ყველა ახალი ამბავი
0