https://sputnik-georgia.com/20210916/fexsacmeli-xalxuri-minisnebebi-259638761.html
როგორ ვიყიდოთ, ვატაროთ, შევინახოთ და გადავაგდოთ ფეხსაცმელი – ხალხური მინიშნებები
როგორ ვიყიდოთ, ვატაროთ, შევინახოთ და გადავაგდოთ ფეხსაცმელი – ხალხური მინიშნებები
Sputnik საქართველო
ფეხსაცმელზე უამრავი მინიშნება არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მინიშნებები წარმატების მიღწევასა და იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ. 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T13:20+0400
2021-09-16T13:20+0400
2021-09-16T16:51+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
ხალხური რწმენა-მინიშნებები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/72/239717263_0:228:4368:2685_1920x0_80_0_0_cb61417caca9603bca6310b2f02e01d2.jpg
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხსაცმელი, როგორც გარდერობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, ადამიანის ენერგეტიკის ზოგად დონეზე დიდ გავლენას ახდენს.ფეხსაცმელი პასუხისმგებელია ჩვენი ბიოველის ქვედა იარუსის მდგომარეობაზე. ეს ყველაფრის საფუძველია. სწორედ ამიტომ ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფეხსაცმელი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, ფსიქოლოგები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ ადამიანი პირველ რიგში თანამოსაუბრის ფეხსაცმელს აქცევს ყურადღებას.როგორ შევინახოთ ფეხსაცმელისახლში არ გააჩეროთ ძველი და დახეული ფეხსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ და მხოლოდ „ყოველი შემთხვევისთვის“ ინახავთ. ამას ჯანმრთელობასა და იღბალთან დაკავშირებული პრობლემების მოტანა შეუძლია.არ დადოთ წინდიანი ფეხსაცმელი გასასვლელთან. ამას სახლიდან ფინანსური იღბალი მიაქვს. ასევე არ ღირს მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლისთვის ადგილების გადანაცვლება – ამას თქვენთვის გზის არევა შეუძლია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. საუბარია ფიქრების არევაზე და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე.დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>თუ შემთხვევით ფეხსაცმელი დაკარგეთ, ეს უკეთესობისკენ ცვლილებებს მიანიშნებს.ფეხსაცმელი ერთმანეთის გვერდით დადეთ და აქეთ-იქით არ გაფანტოთ. ეს თქვენს ცხოვრებას მოაწესრიგებს და ქაოსისგან გაგათავისუფლებთ.ფეხსაცმელს ფაქიზად მოეპყარით. არა აქვს მნიშვნელობა, როდის იყიდეთ ის, მნიშვნელოვანია, რომ სუფთად შეინახოთ. მინიშნებების თანახმად, სუფთა ფეხსაცმელი ფულს იზიდავს.ფეხსაცმელი მხოლოდ თვითონ გარეცხეთ. როგორც ამბობენ, სხვისი ფეხსაცმლის რეცხვის დროს მას იღბალს აცლით.როგორ ვატაროთ ფეხსაცმელიეცადეთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი მუდამ სუფთა იყოს. ეს წარმატებას მოგიტანთ სასიყვარულო და საქმიან სფეროებში.ხალხური მინიშნებების თანახმად, ჯობს ჩაცმა მარჯვენა ფეხსაცმლით დაიწყოთ. ეს იღბალს მოგიტანთ მთელი დღის განმავლობაში.მუქი ფერის ფეხსაცმელი ჩაიცვით მაშინ, როდესაც სამუშაო განწყობა გჭირდებათ, ხოლო ღია ფერის უფრო სეირნობას, გართობას, პაემანს შეეფერება.ფინანსური იღბალის მოსაზიდად შეგიძლიათ მარჯვენა ფეხსაცმელში ქუსლთან მონეტა ჩადოთ.თუ შემთხვევით ფეხსაცმლის ზონარი გაგიწყდათ, ეს იღბლიან საყიდლებზე და მომგებიან საქმეზე მეტყველებს.თუ შეგეშალათ და მაცხენა ფეხზე ჩაიცვით მარჯვენა ფეხსაცმელი ან პირიქით, ეს პრობლემებზე მიუთითებს.მინიშნებები ფეხსაცმლის ყიდვისა და გადაგდებისთვისთუ ფეხსაცმელს მზარდი მთვარის პერიოდში შეიძენთ, ის დიდხანს მოგემსახურებათ. არ იყიდოთ ფეხსაცმელი ახალმთვარეობისას.მინიშნებების თანახმად, ყიდვისთანავე ახალი ფეხსაცმლით სახლში იატაკზე უნდა დააკაკუნოთ. ეს ბედნიერებას მოგიტანთ.ფეხსაცმლის გადაგდება კლებადი მთვარის ან ახალმთავრეობისას ჯობს. ადრე უსარგებლო ფეხსაცმელს წვავდნენ. თუ ამის შესაძლებლობა არა გაქვთ, მაშინ ზონრები მოაძრეთ და ისე გადაყარეთ.სხვა მინიშნებებიდაკვირვების შედეგად ხალხში გავრცელდა აზრი, რომ არ ღირს სახლის ჩუსტის ნათესავებისთვის ჩუქება. ეს თქვენს ურთიერთობებს შესამჩნევად გააუარესებს. განსაკუთრებით საშიშია მისი ჩუქება მეორე ნახევრისთვის.საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის დროს ფეხსაცმელები ყველაზე ბოლოს წაიღეთ. ასე ახალ ადგილთან შეგუება გაგიიოლდებათ.არავის ათხოვოთ თქვენი ფეხსაცმელი. შეგიძლიათ აჩუქოთ, მაგრამ თხოვება არ ღირს. ასე შეიძლება შემდგარი გზიდან გადაუხვიოთ.გზაში ფეხსაცმლის დაკარგვა ავადმყოფობაზე მიანიშნებს.თუ ზონარზე შემთხვევით კვანძი გაჩნდა, იფრთხილეთ, შესაძლოა ვინმე რაღაც მახეს გიგებთ.თუ ფეხსაცმელი ჭრიალებს, ვიღაცას ბოღმა და ბოროტება აქვს თქვენზე გულში ჩადებული.შიშველ ფეხზე არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი. თუ რამის საყიდლად მიდიხართ, არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ.სახლის დალაგებისას ფეხსაცმელი სულ ბოლოს გარეცხეთ. ასე იღბალს მოიზიდავთ.ქორწილში პატარძალს სასურველია დახურული ფეხსაცმელი ეცვას. როგორც ამბობენ, ღია ფეხსაცმლიდან ბედნიერება იპარება.მიიჩნევა, რომ ადამიანის დაკრძალვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცუდის მიმანიშნებელია. ამბობენ, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში რომელიმე ნათესავს გაიყოლებს თან.თუ ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, ეს ცუდის მომასწავებელია. თუ ქუსლი მხოლოდ მოყანყალდა, ეს პატრონის არასტაბილურ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
https://sputnik-georgia.com/20200714/CanTa-zodiaqos-niSnis-mixedviT-248962953.html
https://sputnik-georgia.com/20190423/rogori-safule-unda-SearCion-zodiaqos-niSnebis-warmomadgenlebma-245013075.html
https://sputnik-georgia.com/20190111/rogor-gavaZlieroT-energetika-zodiaqos-mixedviT-243826148.html
https://sputnik-georgia.com/20161129/ra-saidumlos-inaxavs-sarke-233983486.html
https://sputnik-georgia.com/20200623/gaTvalva-jado-wyevla-248795362.html
https://sputnik-georgia.com/20190216/rogor-gavwmindoT-saxli-negatiuri-energetikisgan-sasargeblo-rCevebi-244303211.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/72/239717263_243:0:4126:2912_1920x0_80_0_0_329a560f666dbcd8932068f3b47fa75c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ხალხური რწმენა-მინიშნებები
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ხალხური რწმენა-მინიშნებები
როგორ ვიყიდოთ, ვატაროთ, შევინახოთ და გადავაგდოთ ფეხსაცმელი – ხალხური მინიშნებები
13:20 16.09.2021 (განახლებულია: 16:51 16.09.2021) ფეხსაცმელზე უამრავი მინიშნება არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მინიშნებები წარმატების მიღწევასა და იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხსაცმელი, როგორც გარდერობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, ადამიანის ენერგეტიკის ზოგად დონეზე დიდ გავლენას ახდენს.
ფეხსაცმელი პასუხისმგებელია ჩვენი ბიოველის ქვედა იარუსის მდგომარეობაზე. ეს ყველაფრის საფუძველია. სწორედ ამიტომ ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფეხსაცმელი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, ფსიქოლოგები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ ადამიანი პირველ რიგში თანამოსაუბრის ფეხსაცმელს აქცევს ყურადღებას.
როგორ შევინახოთ ფეხსაცმელი
სახლში არ გააჩეროთ ძველი და დახეული ფეხსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ და მხოლოდ „ყოველი შემთხვევისთვის“ ინახავთ. ამას ჯანმრთელობასა და იღბალთან დაკავშირებული პრობლემების მოტანა შეუძლია.
არ დადოთ წინდიანი ფეხსაცმელი გასასვლელთან. ამას სახლიდან ფინანსური იღბალი მიაქვს. ასევე არ ღირს მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლისთვის ადგილების გადანაცვლება – ამას თქვენთვის გზის არევა შეუძლია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. საუბარია ფიქრების არევაზე და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
თუ შემთხვევით ფეხსაცმელი დაკარგეთ, ეს უკეთესობისკენ ცვლილებებს მიანიშნებს.
ფეხსაცმელი ერთმანეთის გვერდით დადეთ და აქეთ-იქით არ გაფანტოთ. ეს თქვენს ცხოვრებას მოაწესრიგებს და ქაოსისგან გაგათავისუფლებთ.
ფეხსაცმელს ფაქიზად მოეპყარით. არა აქვს მნიშვნელობა, როდის იყიდეთ ის, მნიშვნელოვანია, რომ სუფთად შეინახოთ. მინიშნებების თანახმად, სუფთა ფეხსაცმელი ფულს იზიდავს.
ფეხსაცმელი მხოლოდ თვითონ გარეცხეთ. როგორც ამბობენ, სხვისი ფეხსაცმლის რეცხვის დროს მას იღბალს აცლით.
ეცადეთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი მუდამ სუფთა იყოს. ეს წარმატებას მოგიტანთ სასიყვარულო და საქმიან სფეროებში.
ხალხური მინიშნებების თანახმად, ჯობს ჩაცმა მარჯვენა ფეხსაცმლით დაიწყოთ. ეს იღბალს მოგიტანთ მთელი დღის განმავლობაში.
მუქი ფერის ფეხსაცმელი ჩაიცვით მაშინ, როდესაც სამუშაო განწყობა გჭირდებათ, ხოლო ღია ფერის უფრო სეირნობას, გართობას, პაემანს შეეფერება.
ფინანსური იღბალის მოსაზიდად შეგიძლიათ მარჯვენა ფეხსაცმელში ქუსლთან მონეტა ჩადოთ.
თუ შემთხვევით ფეხსაცმლის ზონარი გაგიწყდათ, ეს იღბლიან საყიდლებზე და მომგებიან საქმეზე მეტყველებს.
თუ შეგეშალათ და მაცხენა ფეხზე ჩაიცვით მარჯვენა ფეხსაცმელი ან პირიქით, ეს პრობლემებზე მიუთითებს.
მინიშნებები ფეხსაცმლის ყიდვისა და გადაგდებისთვის
თუ ფეხსაცმელს მზარდი მთვარის პერიოდში შეიძენთ, ის დიდხანს მოგემსახურებათ. არ იყიდოთ ფეხსაცმელი ახალმთვარეობისას.
მინიშნებების თანახმად, ყიდვისთანავე ახალი ფეხსაცმლით სახლში იატაკზე უნდა დააკაკუნოთ. ეს ბედნიერებას მოგიტანთ.
ფეხსაცმლის გადაგდება კლებადი მთვარის ან ახალმთავრეობისას ჯობს. ადრე უსარგებლო ფეხსაცმელს წვავდნენ. თუ ამის შესაძლებლობა არა გაქვთ, მაშინ ზონრები მოაძრეთ და ისე გადაყარეთ.
დაკვირვების შედეგად ხალხში გავრცელდა აზრი, რომ არ ღირს სახლის ჩუსტის ნათესავებისთვის ჩუქება. ეს თქვენს ურთიერთობებს შესამჩნევად გააუარესებს. განსაკუთრებით საშიშია მისი ჩუქება მეორე ნახევრისთვის.
საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის დროს ფეხსაცმელები ყველაზე ბოლოს წაიღეთ. ასე ახალ ადგილთან შეგუება გაგიიოლდებათ.
არავის ათხოვოთ თქვენი ფეხსაცმელი. შეგიძლიათ აჩუქოთ, მაგრამ თხოვება არ ღირს. ასე შეიძლება შემდგარი გზიდან გადაუხვიოთ.
გზაში ფეხსაცმლის დაკარგვა ავადმყოფობაზე მიანიშნებს.
თუ ზონარზე შემთხვევით კვანძი გაჩნდა, იფრთხილეთ, შესაძლოა ვინმე რაღაც მახეს გიგებთ.
თუ ფეხსაცმელი ჭრიალებს, ვიღაცას ბოღმა და ბოროტება აქვს თქვენზე გულში ჩადებული.
შიშველ ფეხზე არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი. თუ რამის საყიდლად მიდიხართ, არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ.
სახლის დალაგებისას ფეხსაცმელი სულ ბოლოს გარეცხეთ. ასე იღბალს მოიზიდავთ.
ქორწილში პატარძალს სასურველია დახურული ფეხსაცმელი ეცვას. როგორც ამბობენ, ღია ფეხსაცმლიდან ბედნიერება იპარება.
მიიჩნევა, რომ ადამიანის დაკრძალვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცუდის მიმანიშნებელია. ამბობენ, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში რომელიმე ნათესავს გაიყოლებს თან.
თუ ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, ეს ცუდის მომასწავებელია. თუ ქუსლი მხოლოდ მოყანყალდა, ეს პატრონის არასტაბილურ მდგომარეობაზე მიანიშნებს.