ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები

© Pixabay / Comfreakქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
ისინი ვნებიანი არიან, ტკბებიან თითოეული შეხებით და უყვართ ექსპერიმენტები.
თუ მათთან ურთიერთობა გაქვთ, იცით რა არის ნამდვილი სიამოვნება. მაგრამ, მაინც, სიფრთხილე არ გაწყენთ – ამ ცეცხლმა დაწვაც იცის.
ვერძი
თუ ოდესმე სექსუალური კავშირი გქონიათ ვერძის ნიშნით დაბადებულთან, მაშინ ამ გამოცდილებას ვერასდროს დაივიწყებთ. ამ ადამიანთან ემოციების დეფიციტი არასდროს გექნებათ.
ვერძებს ძალიან ხშირად უყვარდებათ ერთი ნახვით და მაშინვე „ვნებისგან წვას იწყებენ". ისინი მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიპყრონ გატაცების ობიექტი, უყვართ მათი გაოცება და სხვადასხვა ხერხით ცდუნება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მორიელი
ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი ნიშანია. მორიელს არ ახასიათებს არაფერი „სანახევრო" – უყვარს მთელი გრძნობითა და ვნებით, სძულს მთელი გულით. რაღაც საშუალო მისთვის არ არსებობს.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>
საწოლში ისინი გრძნობებს ყვებიან, მთლიანად იხარჯებიან. თუ ყველაზე თამამი ექსპერიმენტები მოგწონთ, მაშინ მისამართი არ შეგშლიათ. მორიელები ყველანაირ სათამაშოსა და როლურ თამაშს გამოიყენებენ, რომ ყველა შეგრძნება ზღვრამდე გაამწვავონ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მერწყული
მერწყულებს უნდათ, რომ პარტნიორი დააკმაყოფილონ და სიყვარულის აქტი დაუვიწყარი გახადონ. მეორე მხრივ, უნდათ, რომ ეს ფიზიკურ ტკბობაზე მეტი იყოს. მათ ემოციური სიახლოვე სჭირდებათ.
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>
მათ უყვართ რამე უჩვეულოსთვის „გემოს გასინჯვა". მერწყულები მუდმივად ნახულობენ ახალ ხერხებს კმაყოფილების მისაღებად და პარტნიორებს ისღა დარჩენიათ, მისდიონ მათ.
ყველა ახალი ამბავი
0