ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ

© Pixabay / ronymichaudგულის ფორმის ვაშლი
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ზოგს დიდი დრო სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ შეყვარებულია, ზოგისთვის კი რამდენიმე წამიც საკმარისია.
წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებსაც ძალიან ხშირად უყვარდებათ ერთი ნახვით და დიდი დრო არ სჭირდებათ იმის გასაგებად, რომ თავიდან ფეხებამდე სიყვარულის მორევში არიან ჩათრეული. ამასთან, შესაძლოა, ასეთი სიყვარულის შედეგები მათთვის ძალიან მძიმე იყოს, თან, არაერთხელ, მაგრამ მაინც... სხვაგვარად არ შეუძლიათ.
თევზები
ყველაზე რომანტიკული ნიშანი თავისი ბუნებით ძალზე რბილი და მშვიდია. მაგრამ თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ შეხედულებებს იზიარებს, პირველივე დანახვისთანავე შეიძლება შეუყვარდეთ. ყველაფერს პრიზმაში უყურებენ და თითოეული შეხვედრა ამ ადამიანთან მათთვის პატარა იმედია დიდი და მტკიცე სიყვარულისა. ისინი ემოციებით ცხოვრობენ და მათთვის პირველ ადგილზეა სწორედ ურთიერთგაგება, გულწრფელობა და სიკეთე.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
ვერძი
მათთვის აუტანელია ლოდინი, ყოველთვის ისწრაფვიან საკუთარი მიზნისკენ. ამიტომ თუ ვერძებისთვის პრიორიტეტში სიყვარული და ოჯახია, წამში შეუძლიათ შეყვარება. იწყებენ თავიანთი ემოციების მთელი სპექტრის განცდას და მოუთმენლად ელოდებიან, რომ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს.
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>
ლომი
ლომები საკმაოდ თავდაჯერებული არიან და თავიანთი გრძნობებისა არ ეშინიათ. როდესაც უყვარდებათ, არ უშინდებიან ძლიერ ემოციებს. იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ აცდუნონ და ისე გააკეთონ, რომ ისიც შეუყვარდეთ.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>
მორიელი
თუ მორიელმა დაინახა ადამიანი, რომლის მიმართაც გრძნობებმა შეიპყრო, მას ვერავინ ვეღარ შეაჩერებს. მისი ვნება შიგნიდან გარეთ გამოვა და კოცნა პირველივე პაემანზე შეიძლება ნორმად მოგეჩვენოთ. ეს ვნება მათ აგიჟებს, ამიტომ ადვილად უყვარდებათ ერთი ნახვით, რომ ლტოლვის ეს შეგრძნება არ ჩაქრეს.
გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალზე რომანტიკული არიან, სჯერათ ზღაპრების და ყოველთვის ალერსი და მზრუნველობა სწყურიათ. თუ მათ გარემოცვაში შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათზე იზრუნებს, ისინი სულ ადვილად მიუძღვნიან მათ თავიან გულს. არაერთხელ შეიძლება გამოსცადონ მარცხი სიყვარულში, მაგრამ მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია თბილი ემოციების განცდა, ვიდრე წარუმატებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0