2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

© Pixabay / anncapicturesკურდღელი
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
პირველი და უმთავრესი წესი 2023 წლისთვის – ესაა სამყაროს წონასწორობის კანონების დაცვა, შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება, სიკეთის ქმნა.
ეს წელი, თავისთავად, არ იქნება მარტივი. ასტროლოგები არ ამბობენ, რომ იქნება „ნეგატიური“ წელი, რადგან ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას ექნება არჩევანის საშუალება, ასევე შესაძლებლობა, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოს.
პირველი და უმთავრესი წესი 2023 წლისთვის – სამყაროს წონასწორობის კანონების დაცვაა. ვარსკვლავები ხშირად გვიბიძგებენ ქაოსისკენ, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, რადგან ბევრი პლანეტა იქნება რეტროგრადული, მაგრამ საჭიროა შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება, სიკეთის ქმნა.

აღმოსავლური კალენდრით 2023 წელი შავი წყლის კურდღლის (კატის) წელია. ის 2023 წლის 22 იანვარს დადგება და 2024 წლის 9 თებერვლამდე გაგრძელდება. კურდღელი მშვიდობიან მეოჯახე ცხოველად არის მიჩნეული და 2023 წელიც სწორედ ასეთი შეიძლება იყოს.

კონკრეტულად როგორი წელი ექნებათ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს:
ვერძი
ბიზნესი: რთული და არაპროგნოზირებადი 2022 წლის შემდეგ თქვენი პროფესიული საქმიანობა ისევ წინ წაიწევს. ეს, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება. თქვენი მფარველი პლანეტა მარსი პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს და თქვენს ცხოვრებაში დაიწყება აღდგენის, წინსვლის პერიოდი. შესაძლებელია კოლეგებთან შეწყვეტილი კონტაქტების, თანამშრომლობის ნელი და თანდათანობითი აღდგენა.
ფული: ფინანსური თვალსაზრისით 2023 ცუდი წელი არ იქნება. ბევრ თქვენგანს ექნება საშუალება, დაიკავოს უფრო მაღალი მატერიალური საფეხური და ეს ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. ფინანსური კუთხით საუკეთესო თვეებია იანვარი, მაისის მეორე ნახევარი, ივნისი, სექტემბრის მეორე ნახევარი და დეკემბერი.
სიყვარული, ოჯახი: პირად ცხოვრებაში ვითარება სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს. სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის პერიოდები, რომელიც წლის პირველ ნახევარს ახასიათებს, შეიცვლება მგზნებარე ვნებებით მოცულ პერიოდებზე მეორე ნახევარში. წყვილები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, შეიძლება მორიგ რთულ სიტუაციებს წააწყდნენ, ამ შემთხვევაში, უფრო მატერიალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ მხრივ საყურადღებოა ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.
ჯანმრთელობა: წლის უმეტეს პერიოდში მხარს დაგიჭერთ იუპიტერი, ენერგიის მძლავრი წყარო, ამიტომ დაავადებები ნაკლებად შეგაწუხებთ. ყურადღება გმართებთ ოქტომბერ-ნოემბერში - ამ დროს მომატებული იქნება ტრავმული საფრთხეები. იფრთხილეთ საჭესთან.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება
კურო
სამუშაო: პირობითად 2023 წელი ორ განსხვავებულ პერიოდად შეიძლება დავყოთ. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში შექმნილ პრობლემებში გარკვევა, ნიადაგის მომზადება ახალი ციკლისთვის, რომელიც მაისში დაიწყება. ახალი წლის პირველ თვეებში მეწარმეებს შეუძლიათ საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებების დაწყება.
ფული: ფინანსური კუთხით ყველაზე რთულია წლის პირველი თვეები, განსაკუთრებით კი - იანვარი. სავარაუდოდ, მოგიწევთ ძველი ვალის გასტუმრება, ფულის ჩადება საქმის განვითარებაში, რთული ყოფითი საკითხების გადაწყვეტა.
სიყვარული, ოჯახი: პირად ცხოვრებაში ორი სხვადასხვა ტენდენცია იქნება. ბევრი თქვენგანი შეუდგება ახალი საცხოვრებლის მოწყობას ან ძველის კაპიტალურ რემონტს. ეს კარგი სიახლეა წყვილებისთვის, რომელთა ურთიერთობები მტკიცე და სტაბილურია.
მეორე შემთხვევაში შესაძლებელია განქორწინება, განშორება, და ახალი საცხოვრებელი ამ შემთხვევაში განცალკევების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
ჯანმრთელობა: წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკული პოტენციალი ნაკლებია, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას განსაკუთრებით მარტის ბოლოს, აპრილში. საჭესთან საფრთხე მომატებული იქნება იანვარსა და ოქტომბერში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება
ტყუპი
სამუშაო: პროფესიული თვალსაზრისით 2023 წელი არცთუ მარტივი აღმოჩნდება. ის შეიძლება სამ განსხვავებულ პერიოდად დაიყოს. მაისამდე პერიოდი იქნება წინა წელს შექმნილი რთული პრობლემებიდან გამოსვლის დრო. ამ მხრივ ყველაზე რთული იანვარია. თებერვალსა და მარტში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შესაძლებელია იქნება პროფესიული პოზიციების გამტკიცებ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ფული: ფინანსური კუთხით სტაბილური წელი არ იქნება, რაც არაა გასაკვირი საქმეების ასეთი მიმდინარეობის გამო. მაგრამ მაინც შეძლებთ ძირითადი მიმდინარეობის შენარჩუნებას. კარგი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თებერვლის ბოლოს, მარტში, აპრილსა და ივლისში. ზაფხულში ხარჯები გელოდებათ, ხოლო შემოდგომაზე ფულის ჩადება მოგიწევთ რეალური პრობლემების მოგვარებისთვის როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
ოჯახი, სიყვარული: პირადი ცხოვრებისთვის უფრო პერსპექტიულია წლის პირველი ნახევარი. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით გაგიჩნდებიან ახალი მეგობრები, მათ შორის შეიძლება სიყვარულსაც შეხვდეთ. დიდხანს გასტანს თუ არა ეს რომანი, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ გაგრძელების შანსი არის. წლის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გეგმები. შესაძლებელია ახალი საცხოვრებლის შეძენა, დიდი რემონტი და სხვა ყოფითი ღონისძიებები.
ჯანმრთელობა: თქვენთვის აუცილებელია შინაგანი წონასწორობის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებია მოსალოდნელი. თქვენი იმუნიტეტი და მთლიანობაში, ჯანმრთელობა ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ენერგიას გაუფრთხილდით იანვარში, რადგან ძალზე აქტიური თვე გელოდებათ.
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
კირჩხიბი
სამუშაო: პროფესიული თვალსაზრისით აქტიური, კაშკაშა და დინამიკური წელია. ცოტა ხნის წინ დაწყებული საქმე გაგრძელდება, გამოჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, რომლებიც დაგეხმარებიან საქმის წინ წაწევაში. შესაძლებელია კარიერული ზრდა, ახალი სამუშაოს შოვნა. ამის ალბათობა უფრო მარტის მეორე ნახევარში ან აპრილშია.
ფული: საკმაოდ კარგი წელია ფინანსური კუთხით. ფული რეგულარულად გექნებათ და რაოდენობაც შესამჩნევად გაიზრდება. ეს პოზიტიური პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ბევრი თქვენგანი, ვისაც აქვს სესხი აღებული, შეძლებს ვალების გასტუმრებას.
სიყვარული, ოჯახი: თუ პროფესიული ცხოვრება კარგად და მკაფიოდ ვითარდება, პირად ცხოვრებაში სიცხადე ნაკლებად იქნება. ნერვოზულობა, გაურკვევლობა შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს შეყვარებულებისა თუ მეუღლეების ცხოვრებაში. ოქტომბერსა და ნოემბერში გასაგები გახდება, საით მიდის ეს ყველაფერი. თუ საერთო ბიზნესი, საქმეები და ფინანსები გაქვთ, ვითარება უფრო დამძიმდება.
ჯანმრთელობა: ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია. გარკვეული პრობლემებია შესაძლებელია იანვარ-თებერვალში, მაგრამ მარტის დადგომისთანავე უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2018
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება
ლომი
სამუშაო: საკმაოდ კარგი წელი გელოდებათ. ეს საგრძნობი გახდება აპრილი-მაისიდან, როდესაც იღბლის, წარმატების გიგანტური პლანეტა იუპიტერი დიდი ხნით განთავსდება თქვენი ცის პროფესიულ სექტორში. მეწარმეებსა და ხელმძღვანელებს გქონდეთ დიდი გარიგებების, შემოსავლების გაზრდის იმედი, ხოლო მომსახურე პერსონალს - ახალი თანამდებობის.
ფული: ფინანსური თვალსაზრისით 2023 წელი ცუდი არაა, ყოველ შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი იქნება. საუკეთესო პერიოდებად მატერიალური კუთხით იქნება მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
სიყვარული, ოჯახი: მარტივი პირადი ცხოვრება არ გელოდებათ. რთული, მაგრამ აუცილებელი განახლების პროცესი მიგიყვანთ იქამდე, რომ ბევრი რამის გადახედვა მოგიწევთ პარტნიორთან და არც დაშორება არაა გამორიცხული. შესაძლოა, ახალი სიყვარულიც გამოჩნდეს და ძველზე სწორედ ამიტომ თქვათ უარი. ამ მხრივ კრიტიკული თვეა ნოემბერი, როდესაც ყველა „წითელი ხაზი“ გავლილი გექნებათ.
ჯანმრთელობა: ამ წელს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესამჩნევად გაიზრდება და განსაკუთრებულად ამას აპრილ-მაისში იგრძნობთ. რთული თვეები იქნება იანვარი და ნოემბერი.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2018
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება
ქალწული
სამუშაო: შესაძლოა, მოგიწიოთ იმის გააზრება, რომ პროფესიულ საქმიანობაში ახალი ფურცლის გადაშლაა საჭირო. მიმართულების კარდინალური ცვლაა მოსალოდნელი მომსახურე პირებისთვისაც და მეწარმისთვისაც. რიგ შემთხვევაში ეს ცხოვრების სტილის შეცვლასთან იქნება დაკავშირებული. რეალურია სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა.
სხვა ვარიანტით, ეს შეიძლება იყოს საქმის სრული განახლება ან ახალი ვალდებულებები ახალ ორგანიზაციაში, მაგრამ ცვლილებები უცბად არ მოხდება. უფრო მაისი-ივნისშია მოსალოდნელი. წლის პირველი თვეები კი ან გაურკვევლობაში, ან რთულ საორგანიზაციო მუშაობაში ჩაივლის, რომელიც ცვლილებებს მოამზადებს.
ფული: ფინანსური კუთხით წლის პირველი ნახევარი, უფრო ზუსტად, იანვარი-მაისი რთული იქნება. გარკვეულ „სხივს“ შემოიტანს თებერვალი, როდესაც საკმაოდ დიდი თანხის მიღებაა შესაძლებელი. წლის მეორე ნახევარში საკმაოდ პერსპექტიულია მაისი, ივნისი, სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი.
სიყვარული, ოჯახი: პირად ცხოვრებაში, სავარაუდოდ, გაუცხოების, გაციების რთული პროცესი განვითარდება, ოღონდ ნელი ტემპით. ეს „სტაჟიან“ შეყვარებულებს ან მეუღლეებს ეხება. მკაცრი სატურნი ურთიერთობებში წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის პასუხს მოითხოვს. თუ შეცდომა ბევრი არაა, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ხოლო თუ ბევრია, აჯობებს, საკუთარი პოზიციები ჯეროვნად შეაფასოთ და გადახედოთ თქვენს წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე შეიძლება დაშორებაზე მიდგეს.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე რთული დროა იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდი. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ასაკოვანმა და დასუსტებული ორგანიზმის მქონეებმა.
ქალწული - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება
სასწორი
სამუშაო: 2023 წელს ბევრი მნიშვნელოვანი და რთული ამოცანის გადაჭრა მოგიწევთ. იანვრიდან მაისის ჩათვლით 2022 წლის პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. ეს, პირველ რიგში, ეხება ურთიერთობებს პარტნიორებთან. „დრამის დასკვნითი აქტი“ იანვარ-მარტში მოუწევს, შემდეგ ვნებები დაცხრება.
ფული: ფინანსური თვალსაზრისით მზად იყავით რყევებისთვის - ხან ზევით, ხან ქვევით. კარგი პერიოდები იქნება თებერვლის ბოლოს, მარტსა და ივლისში. პრობლემების დიდი ნაწილი ნოემბერშია მოსალოდნელი. ეს შეიძლება უთანხმოებების მიზეზი გახდეს პარტნიორებთან ან ახლობლებთან.
სიყვარული, ოჯახი: პირადი ცხოვრება დატვირთული, რომანტიკული და საკმაოდ მომხიბლავი გელოდებათ. მარტოხელები შეხვდებით საინტერესო ადამიანს და ამჯერად სერიოზული ურთიერთობების პერსპექტივა გაჩნდება - ხანგრძლივი, სექსუალური რომანი ან ბედნიერი ქორწინება. წლის მეორე ნახევარში მასშტაბური საოჯახო საქმეები დადგება დღის წესრიგში. ეს შეიძლება იყოს ახალი სახლის, აგარაკის აშენება, რემონტი, ყოფითი ღონისძიებები.
ჯანმრთელობა: თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი არცთუ მაღალია, ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დაიცავით ზომიერება. წლის მეორე ნახევარში არის წონაში მომატების რისკი, ამიტომ არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2018
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
მორიელი
სამუშაო: 2023 წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, კარიერაზე ზრუნვა მოგიწევთ. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა მარტის ბოლო და აპრილი. შესაძლებელია ახალი თანამდებობა, დამატებითი ამოცანები, ეს კი ფინანსები და პატივია. ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, საქმის გაფართოებაზე, ახალ პროექტებზე იფიქრებს.
ფული: დიდი ალბათობით, 2023 წელს მთელ ყურადღებას მიმართავთ სტაბილური მატერიალური მდგომარეობის მიღწევისკენ და ბევრი რამ გამოგივათ. ფინანსური კუთხით საკმაოდ ხელსაყრელი თვეებია მარტის ბოლო, აპრილი, ივლისის ბოლო, აგვისტო, დეკემბერი, ხოლო რთულია იანვარი, თებერვალი, ოქტომბერი, ნოემბერი.
სიყვარული, ოჯახი: პირადი ცხოვრება ბარიერებთან ბრძოლას დაემსგავსება. წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი მოვლენები არ გელოდებათ, თუმცა მაისიდან დაწყებული სიტუაცია შეიცვლება და სავარაუდოდ, უკეთესობისკენ. სტაბილური ურთიერთობების მქონე წყვილებს ერთმანეთის წარმატებები გაახარებს. არაა გამორიცხული რთული ყოფითი საქმეები - რემონტი, ახალი საცხოვრებლის შეძენა.
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას წლის პირველ ნახევარში უნდა მიაქციოთ. ამ დროს არაა გამორიცხული ძველმა ტკივილმა გაგახსენოთ თავი, თუმცა, არც ახალია გამორიცხული. ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
მშვილდოსანი
სამუშაო: 2023 წელი პროფესიული თვალსაზრისით ორ სრულიად განსხვავებულ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველი - იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდი - ქაოსური, კაშკაშა და ენერგიული დრო. ბევრი შეძლებს ძველი კონტაქტების განახლებას, პროფესიულ წრეებში პოპულარობის მოხვეჭას.
ფული: ფინანსურად სტაბილური წელი გელოდებათ. ფულს რეგულარულად მიიღებთ, ხოლო წლის მეორე ნახევარში მისი რაოდენობის გაზრდაა მოსალოდნელი. მთლიანობაში, მატერიალური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი წელია. თებერვალში, მარტსა დ აპრილში ბედი ლატარიაშიც შეგიძლიათ სცადოთ - თქვენი მფარველი იუპიტერი დაგეხმარებათ.
სიყვარული, ოჯახი: პირად ცხოვრებაში საკმაოდ პერსპექტიულია წლის პირველი ნახევარი, კერძოდ, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით პერიოდი. ამ დროს შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, მსუბუქი გატაცებები და მგზნებარე რომანიც. შესაძლოა, მას გაგრძელება არ ჰქონდეს, მაგრამ ცხოვრებას გაგილამაზებთ. წლის მეორე ნახევარში რომანტიკული განწყობა „ჩაიფერფლება“, მაგრამ შესაძლებელია ე.წ. სამსახურებრივი რომანები.
ჯანმრთელობა: წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკული კუთხით არახელსაყრელია იანვარი, ხოლო თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ძალიან კარგია. თუ გაქვთ იმიჯის შეცვლის, სტილზე მუშაობის, პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით.
აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2018
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
თხის რქა
სამუშაო: შედარებით მშვიდი წელი გელოდებათ. დიდი ცვლილებები კარიერაში, დიდი ალბათობით, არ გელოდებათ, მაგრამ სამუშაო ბევრი გექნებათ. წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება 2022 წელს დაწყებული საქმეები, შეძლებთ საქმეების გაფართოებას. ასევე არაა გამორიცხული რემონტის გაკეთება, საქმიანობა ნაგებობებთან, მიწის ნაკვეთებთან ან სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მოხდეს.
ფული: ფინანსური კუთხით „ნახტომებია“ მოსალოდნელი როგორც ზევით, ისე ქვევით. შესაძლოა, ხშირად მოგიწიოთ დიდი თანხის დახარჯვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული იქნება ივლისის ბოლო, აგვისტო, ნოემბერი. თანხის დახარჯვა, უმეტესად, მიმართული იქნება პირად და საოჯახო ცხოვრებაზე.
სიყვარული, ოჯახი: პირად ცხოვრებაში 2023 წელს ბევრი მოვლენა გელოდებათ. წლის პირველ ნახევარში ბევრი შეუდგება საცხოვრებლის მოწყობას - ზოგი თავისთვის, ზოგი შვილებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს ძალისხმევას მოითხოვს. ბევრ ოჯახში მოსალოდნელია ოჯახის ახალი წევრის გამოჩენა - მატება - შვილების, შვილიშვილების სახით.
ჯანმრთელობა: 2023 წლის განმავლობაში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალი იქნება. თუ რამე პრობლემა შეგექმნათ, მალე გაივლის.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მერწყული
სამუშაო: 2023 წლის პირველი ნახევრის მთავარი ტენდენცია კოლეგებთან, მათ შორის, უცხოეთში, კავშირების განვითარება იქნება. შესაძლებელია ძველი თანამშრომლობის აღდგენა, მივლინებები, აქტიური, ნაყოფიერი მუშაობა. ხელმძღვანელებს გაგიჩნდებათ საქმის გაფართოების გეგმები, რომელთა განხორციელებაც უკვე წლის მეორე ნახევარში მოხდება.
ფული: ფინანსური თვალსაზრისით არცთუ ცუდი წელიწადი გელოდებათ. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება გახდეს იანვარი, როდესაც 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს. ეს პრობლემები, დიდი ალბათობით, ახლობელ ადამიანებს დაუკავშირდება. ვარსკვლავები ფულთან ყურადღებიან დამოკიდებულებას გირჩევენ. ამ წელს რისკი გაუმართლებელია.
სიყვარული, ოჯახი: მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ პირად ცხოვრებაშიც. წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. ბევრი თქვენგანი დაფიქრდება ახალ საცხოვრებელზე, სხვაგან გადასვლაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლაზე იყოს საუბარი.
ჯანმრთელობა: 2023 წელს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ამიტომ სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ არ გემუქრებათ.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
თევზები
სამუშაო: 2023 წლის პირველი ნახევარი აქტიური მუშაობის, ახალი მიზნებისა და ახალი იდეების პერიოდია. შესაძლებელია ადრე დაწყებული გრძელვადიანი პროექტების გაგრძელება. ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული თვეებია მარტი, აპრილი, მაისი.
ფული: ფინანსური თვალსაზრისით კარგი წელიწადი გელოდებათ. ფული რეგულარულად შემოგივათ. არც მისი გაზრდაა გამორიცხული. ზოგიერთი თქვენგანი უფრო მაღალ ფინანსურ საფეხურზე ავა. ხარჯები ამ წელს დიდ შენაძენებს შეიძლება უკავშირდებოდეს - ერთ შემთხვევაში სამუშაოსთან და მეორე შემთხევაში - პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
სიყვარული, ოჯახი: რომანტიკის მხრივ სტაბილურობა გელოდებათ. თუ 2022 წელს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოხდა, ახლა ურთიერთობები გაუმჯობესდება. თუ ჯერ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ. ამ მხრივ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის იმედი უნდა გქონდეთ.
ჯანმრთელობა: 2023 წელს უპრიანი იქნება ჯანმრთელობის გაფრთხილება. მკაცრი სატურნი, რომელიც თქვენს ნიშანში დიდი ხნით მოეწყო, მოითხოვს მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ზრუნვას საკუთარ ორგანიზმზე და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
ყველა ახალი ამბავი
0