ნატალია ნიკანოროვა: კიევს დონბასში კონფლიქტის მოგვარება ძალის გზით სურს

© photo : Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშინატალია ნიკონოროვა
ნატალია ნიკონოროვა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
დონბასში, სადაც კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით არანაირი წინსვლა არ შეინიშნება, სროლები გრძელდება.
თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატალია ნიკონოროვამ, რომელიც საკონტაქტო ჯგუფში პოლიტიკური წარმომადგენელიცაა, РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ ვერ ხერხდება ზავის პირობების დარღვევებზე რეაგირების მექანიზმის ამუშავება, რა უშლის ხელს პოლიტიკურ დარეგულირებას და როგორ აისახება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დონბასის სიტუაციაზე. 
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
ზახაროვა: „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეების პოზიციებს დავაფიქსირებთ
— საკონტაქტო ჯგუფის სხდომა 26 აგვისტოს პირისპირ გაიმართება თუ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაგრძელდება?
— რესპუბლიკები ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავენ იმაში, რომ საკონტაქტო და სამუშაო ჯგუფების სხდომები პირისპირ ფორმატში გაიმართოს. უკრაინის მხრიდან კი პირისპირ შეხვედრებისთვის მზადყოფნის დასტური არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წარმომადგენლები, როგორც შუამავლები, ამ ინიციატივით გამოდიოდნენ.
ამ წინადადებას ჩვენც დავუჭირეთ მხარი და არც ეუთოს მხრიდან არ მოჰყოლია კატეგორიული წინააღმდეგობა. ერთადერთი დაბრკოლება — უკრაინელი მომლაპარაკებლების პოზიციაა, რომლებისგანაც აქამდე არ მიგვიღია არანაირი გასაგები პასუხი და გამოხმაურება. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ კიევისგან პასუხს ვერც მომავალ კვირამდე ვერ მივიღებთ, როდესაც უნდა გაიმართოს კიდეც სხდომა. დიდი ალბათობით, ფორმატი კვლავ ძველი დარჩება და მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი ვიდეოკავშირით გაიმართება.
— კიევი აყენებდა წინადადებას, რომ დონბასზე მოლაპარაკებები მინსკიდან სხვაგან გადატანილიყო, ვარიანტებად დასახელდა ავსტრია და შვეიცარია. მზად არის დონეცკი, რომ მოლაპარაკებების ადგილი შეიცვალოს?
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მიხაილ ხაზინი: უკრაინის ელიტა ქვეყანაზე არ ფიქრობს
— უკრაინული მხარის მიერ მედიასაშუალებებით გახმოვანებული მოწოდებები — ეს არის ხმაური ხმაურისთვის. საქმე სხდომების გასამართი ადგილი კი არ არის, არამედ მოლაპარაკებების უნარი და შეთანხმებისადმი სწრაფვაა. უკრაინული მხარე ასეთ სწრაფვასა და პოლიტიკურ ნებას არ ამჟღავნებს. სადაც უნდა ჩავატაროთ ეს სხდომები, როგორიც უნდა იყოს მოლაპარაკებების ტექნიკური თავისებურებები — ეს ყველაფერი მცირე გავლენას ახდენს კიევზე. ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ონლაინ-რეჟიმში ვატარებთ საკონტაქტო და სამუშაო ჯგუფების სხდომებს. შეგახსენებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაძლიერება. ანუ უკვე იყო პრეცედენტები დისტანციურ რეჟიმში მოლაპარაკებისა. ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღწევად მთავარია კონფლიქტის ორივე მხარის მზადყოფნა ამგვარი შეთანხმებისთვის.
მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ კიევისგან წინსვლის ოდნავ სურვილსაც კი ვერ ვხედავთ. არის მხოლოდ ერთი სურვილი  — გააკეთონ მედიაში რაღაც ხმამაღალი განცხადება, რათა ამაზე მსჯელობა დაიწყოს და შეიქმნას ილუზია იმისა, რომ უკრაინული მხარე პროდუქტიულად მუშაობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი რეიტინგისა და პიარისთვის კეთდება.
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
და, კიდევ, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირად არ ისწრაფვის მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ, კიევს პირისპირ შეხვედრებზე უარი კიდევ იმიტომ აწყობს, რომ ასეთ ფორმატში ბევრად ძნელია ჩვენი შეკითხვებისა და მოწოდებების იგნორირება. პირისპირ შეხვედრისას უკრაინელი მომლაპარაკებლები ვერ შეძლებენ ეკრანის ჩაქრობასა და ცუდი კავშირის იმიტირებას, ვიდეოკონფერენციებისას ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა.
— თუ კიევი პირისპირ შეხვედრას დათანხმდება, მაგრამ არა მინსკში, მზად ხართ, რომ მოლაპარაკებებისთვის სხვა ადგილები განიხილოთ?
— ჯერჯერობით ასეთი შეთავაზებები არ მიგვიღია. ეს იმ სერიიდანაა, როცა უკრაინული მხარე რაღაცისთვის მზადყოფნას აცხადებს, მაგრამ შეთავაზებები მხოლოდ მედიასაშუალებებში ხმოვანდება. როდესაც ამ გამონათქვამების დაზუსტებას ვცდილობთ ხოლმე მინსკის ჯგუფის ფარგლებში, უკრაინელები დუმილს არჩევენ. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება, თუ ისინი დონბასში სტაბილური მშვიდობის აღდგენისა და უკრაინასთან შემდგომი თანაარსებობის პარამეტრების განსაზღვრისკენ იქნება მიმართული. მაგრამ უკრაინული მხარისგან არანაირი კონკრეტული საგნობრივი წინადადება არ ჩანს, ან მხოლოდ მასმედიაში ისმის და, როგორც წესი, უკიდურესი აბსურდულობითა და რეალობისგან მოწყვეტილობით გამოირჩევა.
— მოსალოდნელია თუ არა წინსვლა მოლაპარაკებათა პროცესში ერთთვიანი შესვენების შემდეგ?
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მოსაზრება: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება უკრაინის სტაბილურობის უზრუნველყოფას?
— 1 აგვისტოდან ეუთოს თავმჯდომარის ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა უკრაინასა და საკონტაქტო ჯგუფში — მიკო კინუნენი. ვნახოთ, როგორც მოდერატორი, რა გავლენას მოახდენს ის მოლაპარაკებათა პროცესზე. მაგრამ კიდევ აღვნიშნავ: მოლაპარაკებათა ტრეკზე წინ წასაწევად უპირველესად ამგვარი მოძრაობის სურვილია კონფლიქტის ორივე მხარისგან — კიევისა და დონბასისგან. უკრაინის ხელისუფლების ქმედებები კი (კანონპროექტები გარდამავალი პერიოდისა თუ მკვიდრი მოსახლეობის შესახებ და სხვ.) იმაზე მეტყველებს, რომ კიევს არ გასჩენია მინსკის შეთანხმებების შესრულების სურვილი. ამიტომ ეჭვი გვეპარება, რომ შესვენების შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება.
— ათ თვეზე მეტია, რაც დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ზომებზე დამატებების საკითხი განიხილება დაბომბვაზე რეაგირების საკოორდინაციო მექანიზმის დაწყების თვალსაზრისით. რა უშლის ხელს მიღებას, რაშია პრინციპული უთანხმოება?
— მხარეთა ამ საკითხისადმი მიდგომაში პრინციპული განსხვავება ერთშია: უკრაინას არ სურს პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს რესპუბლიკების წარმომადგენლობებთან ცეცხლის შეეწყვეტის რეჟიმის კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივ ცენტრში. სამწუხაროდ, ეს ის პოზიციაა, რომლის წინააღმდეგაც უძლურია ჩვენი ნებისმიერი მცდელობა, დავალაგოთ საკოორდინაციო მექანიზმის ქმედითი მუშაობა. ეს იმის აშკარა დემონტრაციაა, რომ უკრაინული მხარე მზადაა პოლიტიკური მოტივებით განაგრძოს მოქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მოსაზრება: უკრაინული გაკვეთილები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკაში ჩვენ კონტაქტები გვაქვს კონკროლისა და კოორდინაციის სპეციალური ცენტრის უკრაინულ წარმომადგენლობასთან და შეგვიძლია გავცვალოთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ, ვთქვათ, მიმდინარეობს დაცხრილვა.
სხვა საკითხია, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის რეაქცია ამ შეტყობინებებზე, ვამოწმებთ მიღებულ ცნობებს, უკრაინული მხარისგან კი ასეთი რეაქციები არ არსებობს და ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებთ: „სროლას არ ვადასტურებთ, ვიცავთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“. მაგრამ მაშინ გვიჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ვინ ცხრილავს ჩვენს ტერიტორიას? ისევ აფეთქებული კონდიციონერების შესახებ ილაპარაკებთ? აი, ამ შეკითხვების იგნორირებას ცდილობს კიევი და ამით კიდევ მეტად აღრმავებს ესკალაციას.
— რატომ ბლოკავს კიევი პოლიტიკური ქვეჯგუფის მუშაობას?
— ამ მომენტისთვის უკრაინული მხარე პოლიტიკურ ჯგუფში მუშაობაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ ჩვენი მხრიდან მასში, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, მაია პიროგოვაა ჩართული. როგორც გაირკვა, ის უკრაინაში დაუსწრებლად არის მსჯავრდებული.
უკრაინული გრივნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დეფოლტი ახლოსაა: სადამდე მიიყვანა კიევი ანტირუსულმა პოლიტიკამ
თუმცა გამოგონილ ბრალდებასა და თავად გადაწყვეტილების დაუსწრებლად გამოტანის მეთოდს არაფერი აქვს საერთო არც სამართალთან და არც კანონიერებასთან. ჩვენ სამი ვარიანტი შევთავაზეთ კიევს: დავუბრუნდეთ შეხვედრების იმ ფორმატს, რომელიც ამ ინციდენტამდე რამდენიმე წლით ადრე მოქმედებდა, ანუ გამოვრიცხოთ საზოგადოებრივი წარომადგენლები და მხოლოდ დონბასისა და კიევის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და ასევე შუამავლებს (ეუთოსა და მოსკოვის სახით) მივცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა; მეორე ვარიანტი — სხდომებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ ორივე მხარის ოფიციალურ და საზოგადოებრივ წარმომადგენლებს; და მესამე ვარიანტი — გაირიცხოს თითო საზოგადოებრივი წარმომადგენელი თითოეული მხრიდან. ეს სამივე ვარიანტი შეესაბამება მოლაპარაკებათა პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს — პარიტეტისა და სარკისებურობის პრონციპს. მაგრამ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა სამივე ვარიანტი უგულებელყვეს.
პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობის ბლოკირება პერსონალიებთან სულაც არ არის დაკავშირებული. მუშაობის პირველი ორი თვის განმავლობაში უკრაინული მხარე საერთოდ არ აპროტესტებდა მაია პიროგოვას დასწრებას სხდომებზე. უბრალოდ მერე მივედით იმ მომენტამდე, როდესაც უკრაინას არგუმენტები აღარ დარჩა თავის გასამართლებლად, თუ რატომ არ განიხილავდნენ ღონისძიებათა კომპლექსის რეალიზაციის კუთხით ჩვენს „საგზაო რუკას“. ამიტომაც გადაწყვიტეს რაღაც საბაბის გამოგონება, რათა მოლაპარაკებათა პროცესი საერთოდ დაებლოკათ.
დმიტრი ვიდრინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
შეგახსენებთ, რომ „საგზაო რუკის“ ჩვენი ვარიანტი ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გავუგზავნეთ კიევს. ამ დოკუმენტის პასუხად უკრაინამ თვე-ნახევრის შემდეგ წარმოადგინა თავისი. ჩვენ ის დეტალურად გავააანალიზეთ, მივუთითეთ, სად არ შეესაბამებოდა ეს პროექტი მინსკის შეთანხმებებს, სად ვიყავით მზად რაღაც პუნქტების განსახილველად და ა.შ. მაგრამ მათი მხრიდან რეაქცია ჩვენს პროექტზე არ ყოფილა.
სინამდვილეში კიევი პოლიტიკური ჯგუფის მუშაობას იმიტომ ბლოკავს, რომ ჩვენთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ამას მოწმობს კანონპროექტიც გარდამავალ პერიოდზე და ასევე „საგზაო რუკის“ ის ვარიანტიც, რომელიც მანამდე გამოგვიგზავნა უკრაინულმა მხარემ და რომელიც 78%-ით ეწინააღმდეგება ღონისძიებათა კომპლექსს. კიევს ლაპარაკიც არ უნდა ჩვენთან დონბასის განსაკუთრებულ სტატუსზე. უკრაინის ხელისუფლება აშკარად ისწრაფვის კონფლიქტის ძალის გზით გადაჭრისკენ და არა დიპლომატიური მოგვარებისკენ. ამიტომაც ბლოკავს ყველანაირი საბაბითა და მეთოდით მინსკის შეთანხმებების პოლიტიკური ნაწილის შესრულების თაობაზე მინიმალურ დიალოგსაც კი.
— რა დრო დასჭირდება დონბასის პოლიტიკურ დარეგულირებას, თუ პოლიტიკური ქვეჯგუფის მუშაობა აგვისტოს ბოლოს სრულფასოვნად განახლდება?
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
პოლიტოლოგი: ნაციონალიზმი უკრაინის პოლიტიკის ავანგარდია
— კიევის პოლიტიკური ნების შემთხვევაში დარეგულირებას მინიმალური დრო დასჭირდებოდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამგვარი ნება პრინციპში არც ყოფილა და არც არის.
პოლიტიკურ ტრეკზე ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ მივახლოებივართ დარეგულირებას, პირიქით, დავშორდით კიდეც. 2015 წელს, როდესაც ღონისძიებათა კომპლექსს ეწერებოდა ხელი. არსებობდა გარკვეული პირობები, რომელთა ფონზეც განისაზღვრა კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებები. მაგალითად, იმ მომენტისთვის უკრაინის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული დისკრიმინაციული კანონები დონბასის მცხოვრებთა წინააღმდეგ. ისინი გასული შვიდი წლის განმავლობაში გაჩნდა და არანაირად არ უწყობს ხელს ღონისძიებათა კომპლექსის რეალიზაციას — პირიქით, კიდევ მეტად აღრმავებს ვითარებას.
ახლა, პოლიტიკური წინსვლის მიზნით, ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ უკრაინა გააუქმებს ყველა ამ საკანონმდებლო აქტს, ან, მინიმუმ, გადაწყვიტოს, როგორ გაუქმდება ეს დოკუმენტები შეთანხმებული კანონების თანდათანობით მიღების პროცესში, რომელიც შეესაბამება მინსკის შეთანხმებას. ანუ სიტუაცია პოლიტიკურ ასპექტში მხოლოდ გაუარესდა.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ
 — ივლისში დონეცკსა და ლუგანსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის გამართვის იდეა წამოაყენეს აშშ-ის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მონაწილეობით. მოჰყვა თუ არა რეაქცია ამ ინიციატივას? საერთოდ, შესაძლებელია ასეთი შეხვედრის გამართვა და რას მოგვცემს იგი?
— ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ირიბად, ჩვენი აზრით, შეერთებულ შტატებს მაინც ჰქონდა რეაქცია, თანაც საკმაოდ საინტერესო. ჯორჯ კენტმა, რომელიც იმხანად აშშ-ის მისიას მეთაურობდა უკრაინაში, განაცხადა, რომ აშშ არც ნორმანდიულ და არც მინსკის ფორმატებში არ მიიღებს მონაწილეობას. შეერთებულმა შტატებმა არსებითად დაამსხვრია ის ვარდისფერი სათვალეები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ეკეთათ უკრაინელ ჩინოვნიკებს და მთელი ძალებით ცდილობდნენ მიეპყროთ ამერიკის სახელმწიფოს ყურადღება მოლაპარაკებებისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვთავაზობდით შეერთებულ შტატებს, რომ დონბასის საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩართულიყო. ჩვენი შეთავაზების არსი — საერთო ერთჯერადი სხდომის გამართვა იყო კონფლიქტის მხარეების, შუამავლების, გარანტორებისა და აშშ-ის მონაწილეობით. ასეთი სხდომა სასარგებლო იქნებოდა ობიექტური ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, აშშ-ს არ აინტერესებს სიმართლე დონბასის მოვლენებისა და მოლაპარაკებების შესახებ. 
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
— აგვისტოს ბოლოს აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება. მოსალოდნელია თუ არა ამის შემდეგ რაიმე ცვლილება დონბასისა და მოლაპარაკებათა პროცესის კუთხით?
— ჩვენ ამ შეხვედრის შემდეგ კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდებით. შესაძლოა, ზელენსკის იმედი აქვს, რომ რაღაც სიგნალს მიიღებს რადიკალური მოქმედებებისთვის, მაგრამ საეჭვოა, რომ მიიღოს. ამ დროისათვის აშშ-ს არც საკმაო ინტერესი და არც დრო არ აქვს იმისთვის, რომ ზელენსკის მოუსმინოს და პრობლემების დარეგულირებაში დაეხმაროს. უკრაინის პრეზიდენტს მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს კარტ-ბლანშის იმედი რაიმე ცვლილებებისა თუ მინსკის შეთანხმებების „მოდერნიზაციის“ მიმართულებით, ვინაიდან აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ორივე მხრიდან მკაფიოდ გაცხადდა მინსკის შეთანხმებების მხარდაჭერა. ეჭვი გვეპარება, რომ ბაიდენის პოზიცია ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალოს. უკრაინის ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ამ შეხვედრაზე, მაგრამ მათ, დიდი ალბათობით, იმედგაცრუება ელით.
— როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში საკონტაქტო ხაზზე? არსებობს თუ არა აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლების, უკრაინის უშიშროების ძალების იერიშისა და დივერსიების საფრთხეები? მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები რუსეთის დუმაში არჩევნებთან დაკავშირებით?
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია
— კონფლიქტის შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ სრულად გავაცნობიერეთ, რომ კიევისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ პროვოკაციებისთვისაც ვართ მზად, გამწვავებისთვისაც და ყველა იმ ქმედებისთვისაც, რომლებიც ჩვენი მოქალქეების დასაცავადაა საჭირო. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ უკრაინის უშიშროების ძალებმა ანტიტერორისტული სწავლება წამოიწყო. გამორიცხული არ არის, რაღაც პროვოკაციები ამითაც შეინიღბოს.
ახლა უკრაინული მხარე საკმად ხშირად მიმართავს დივერსიის მცდელობებს, მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მათი პროვოკაციები რამენაირ გავლენას იქონიებს ჩვენზე — ძალის წარმოჩენის ეს უცნაური მცდელობები თავად უკრაინულ ხელსუფლებასა და მათ რეპუტაციას ურტყამს რიკოშეტით.
— გამწვავების ალბათობა ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრაზეა დამოკიდებული?
— ვფიქრობ, ეს უფრო უკრაინის შიდა ვითარებაზეა დამოკიდებული. უკრაინის მოსახლეობის რადიკალური ელემენტი კვლავინდებურად ძლიერია და მას გავლენა აქვს პრეზიდენტზე.
— რა მუშაობა მიმდინარეობს სხვა სახელმწიფოების მიერ რესპუბლიკის ცნობის კუთხით?
— ჩვენ ბევრ სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დონეზე. ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭოზეც გამოვედით არიას ფორმულით. ყოველი ასეთი გამოსვლა ესოდენ მაღალ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან ობიექტად ოფიციალურ აღიარებასთან გვაახლოებს. მინსკის პროცესის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა აჩვენეს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რომ ჩვენ მოლაპარაკებებში საიმედო პარტნიორები ვართ.
ასევე უნდა დავაფასოთ სახალხო დიპლომატიაც, რომელიც უფრო აქტიურად ვითარდება და სულ უფრო მეტ მიმართულებასა და სახელმწიფოს მოიცავს. ეს არის ინფორმაციული ელემენტიც, კულტურულიცა და ეკონომიკურიც. იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულება უახლოეს მომავალში განვითარების ახალ დონეზე გავა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0