https://sputnik-georgia.com/20210819/kievis-samiti-yirimis-platforma-252623452.html
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
Sputnik საქართველო
24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავენ. ერთი დღით ადრე, 23 აგვისტოს კიევში გაიმართება სამიტი „ყირიმის პლატფორმა“, სადაც უკრაინისთვის... 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T15:21+0400
2021-08-19T15:21+0400
2021-08-19T19:29+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622978_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_39e125c80975a12b99c9578f3b83f30a.jpg
Sputnik, მარია ნაუმენკოექნება თუ არა სამიტს რაიმე პოლიტიკური სარგებელი და რატომ არ მიიწვიეს შეხვედრაზე რუსეთი – ამის შესახებ Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, უკრაინის ოთხი პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, უკრაინის მეხუთე მოწვევის ვერხოვნა რადას დეპუტატმა დიმიტრი ვიდრინმა ისაუბრა.ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ Sputnik-ის რუსულენოვან YouTube-არხზე უშინაარსო სამიტი„ყირიმის პლატფორმა“ – ესაა ლამაზი სიტყვებისა და დეკლარაციების კრებული, ფიქრობს Sputnik-ის თანამოსაუბრე.„ჩემ ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული იყო მაღალძირიანი ფეხსაცმელი – ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი. უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ პირველ რიგში ფსონი დადო ღონისძიების გარეგნულ იერსახეზე. შინაარსს ეს სამიტი მოკლებულია“, – ამბობს დიმიტრი ვიდრინი.ექსპერტის სიტყვებით, არსებობს სამიტების სამი ტიპი: შეხვედრები, რომლებიც მონაწილეებს ცოდნითა და ტექნოლოგიებით ამდიდრებს; შეხვედრები, სადაც პრობლემა ცხელი კარტოფილივით ერთი მონაწილის ხელიდან მეორის ხელში გადადის; და შეხვედრები, რომლებიც ქმნიან პრობლემის მოგვარების ილუზიას, მაგრამ რომლებიც სრულდება კარტოფილის ხელიდან ხელში გადაცემით. „ყირიმის პლატფორმა“, პოლიტოლოგის აზრით, ბოლო ორ ტიპს განეკუთვნება.„ამ სამიტში არ არიან მონაწილეები, რომლებიც მზად არიან ერთმანეთს გაუზიარონ მატერიალური, სულიერი თუ მორალური რესურსები. არავინ არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ პრობლემას ერთიმეორეს გადაულოცავენ. ასე რომ, სამიტი – ეს ლამაზი, უშინაარსო ღონისძიებაა. თუ შინაარსი არ არის, ე.ი. ფორმა ცარიელია“, – ამბობს ვიდრინი.შაბაში თუ კარნავალიუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ამას წინათ განაცხადა, რომ 44-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს შეუერთდნენ კიევს „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებლების სახით. თუმცა რუსეთი მიწვეული სახელმწიფოების სიაში ვერ მოხვდა.დიმიტრი ვიდრინის აზრით, რუსეთის მონაწილეობის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა შეხვედრის ფორმატის შეცვლა.უკრაინის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ მას უწოდა „შაბაში, რომელზეც დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე ხელისუფლების ნეონაცისტური და რასისტული განწყობების გაღვივებას“. Sputnik-ის თანამოსაუბრე სამიტს კარნავალსაც ადარებს.„ფილოსოფოს მიხეილ ბახტინს აქვს ცნობილი თეორია კარნავალის მაგვარი კულტურის თაობაზე, სადაც ყველა მხიარულია, ერთობა, სადაც „ბალდა“ ყოველთვის ამარცხებს ქალაქის პოლიციელს“, – ამბობს იგი.ფსონი სიძულვილზერუსეთ–უკრაინის ურთიერთობების განსხვავებული ფორმატის აგების მცდელობა დაყვანილია დიქოტომიამდე, ფიქრობს ვიდრინი.„რუსეთი, როგორც კოლოსალური გეოპოლიტიკური მასა, იზიდავს სხვა – ისტორიით, ლინგვისტიკით, გენოტიპით მონათესავე მასებს. მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ასეთი კოლოსალური მიზიდულობის საფრთხის გამო ცდილობენ ამ მიზიდულობას რამე დაუპირისპირონ. და ჯერჯერობით მათ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ვიდრე ქვეყნებს შორის სიძულვილის გაღვივებაა. რაც უფრო მეტია სიძულვილი, მით ნაკლებია, მათი აზრით, შანსი იმისა, რომ ეს უზარმაზარი მასა – სოციალური, კულტურული, სივრცითი, რესურსების – მათაც ჩაითრევს. ამიტომ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა სიძულვილის გაღვივებისა. სიძულვილი უხვად იქნება. სხვა ინსტრუმენტი მათ არ გააჩნიათ“, – განმარტავს პოლიტოლოგი. ექსპერტს მიაჩნია, რომ უკრაინა არ მოაგვარებს დაგროვილ პრობლემებს სამხედრო გზით.„ომი – კოლოსალური სამუშაო, ხარჯი და სისხლია. უკრაინა განებივრებული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და ხელს არ მოჰკიდებს არც ერთ მსხვილ საქმეს, რომელიც რისკს მოითხოვს. იქნება მუქარა, ვიღაც მუშტსაც მოუღერებს, მაგრამ ომი არ იქნება“, – ვარაუდობს ვიდრინი.„ბევრი ქვეყნისთვის დღეს სიძულვილი იქცა უკანასკნელ მაშველ რგოლად მცდელობისას – შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი ცდილობენ შეინარჩუნონ მემკვიდრეობა, რომლის განკარგვა და ძარცვა შეუძლიათ“, – ამბობს პოლიტოლოგი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210819/politologi-ukrainis-nacionalizmis-Sesaxeb-252621152.html
https://sputnik-georgia.com/20210818/ukrainis-armia-2021-mimoxilva-252615049.html
https://sputnik-georgia.com/20210817/ianukoviCis-mimarTvis-sruli-teqsti-252605132.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622978_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1d922b612f9b595f5aacf16ae5d69187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
15:21 19.08.2021 (განახლებულია: 19:29 19.08.2021) 24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავენ. ერთი დღით ადრე, 23 აგვისტოს კიევში გაიმართება სამიტი „ყირიმის პლატფორმა“, სადაც უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხს განიხილავენ.
ექნება თუ არა სამიტს რაიმე პოლიტიკური სარგებელი და რატომ არ მიიწვიეს შეხვედრაზე რუსეთი – ამის შესახებ Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, უკრაინის ოთხი პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, უკრაინის მეხუთე მოწვევის ვერხოვნა რადას დეპუტატმა დიმიტრი ვიდრინმა ისაუბრა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ Sputnik-ის რუსულენოვან YouTube-არხზე „ყირიმის პლატფორმა“ – ესაა ლამაზი სიტყვებისა და დეკლარაციების კრებული, ფიქრობს Sputnik-ის თანამოსაუბრე.
„ჩემ ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული იყო მაღალძირიანი ფეხსაცმელი – ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი. უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ პირველ რიგში ფსონი დადო ღონისძიების გარეგნულ იერსახეზე. შინაარსს ეს სამიტი მოკლებულია“, – ამბობს დიმიტრი ვიდრინი.
ექსპერტის სიტყვებით, არსებობს სამიტების სამი ტიპი: შეხვედრები, რომლებიც მონაწილეებს ცოდნითა და ტექნოლოგიებით ამდიდრებს; შეხვედრები, სადაც პრობლემა ცხელი კარტოფილივით ერთი მონაწილის ხელიდან მეორის ხელში გადადის; და შეხვედრები, რომლებიც ქმნიან პრობლემის მოგვარების ილუზიას, მაგრამ რომლებიც სრულდება კარტოფილის ხელიდან ხელში გადაცემით. „ყირიმის პლატფორმა“, პოლიტოლოგის აზრით, ბოლო ორ ტიპს განეკუთვნება.
„ამ სამიტში არ არიან მონაწილეები, რომლებიც მზად არიან ერთმანეთს გაუზიარონ მატერიალური, სულიერი თუ მორალური რესურსები. არავინ არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ პრობლემას ერთიმეორეს გადაულოცავენ. ასე რომ, სამიტი – ეს ლამაზი, უშინაარსო ღონისძიებაა. თუ შინაარსი არ არის, ე.ი. ფორმა ცარიელია“, – ამბობს ვიდრინი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ამას წინათ განაცხადა, რომ 44-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს შეუერთდნენ კიევს „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებლების სახით. თუმცა რუსეთი მიწვეული სახელმწიფოების სიაში ვერ მოხვდა.
დიმიტრი ვიდრინის აზრით, რუსეთის მონაწილეობის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა შეხვედრის ფორმატის შეცვლა.
„არიან ქვეყნები, რომლებიც ფსონს დებენ საქმეზე და არიან ქვეყნები, რომლებიც ფსონს დებენ სიტყვაზე. შეეშინდათ რუსეთის მიწვევა, რომელიც ისაუბრებდა „ჩრდილოეთის ნაკადზე“, რაღაც არსებითზე. აქ კი იქნება სიტყვებისა და დაპირებების არაჩვეულებრივი სიმსუბუქე“, – განმარტავს პოლიტოლოგი.
უკრაინის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ მას უწოდა „შაბაში, რომელზეც დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე ხელისუფლების ნეონაცისტური და რასისტული განწყობების გაღვივებას“. Sputnik-ის თანამოსაუბრე სამიტს კარნავალსაც ადარებს.
„ფილოსოფოს მიხეილ ბახტინს აქვს ცნობილი თეორია კარნავალის მაგვარი კულტურის თაობაზე, სადაც ყველა მხიარულია, ერთობა, სადაც „ბალდა“ ყოველთვის ამარცხებს ქალაქის პოლიციელს“, – ამბობს იგი.
რუსეთ–უკრაინის ურთიერთობების განსხვავებული ფორმატის აგების მცდელობა დაყვანილია დიქოტომიამდე, ფიქრობს ვიდრინი.
„რუსეთი, როგორც კოლოსალური გეოპოლიტიკური მასა, იზიდავს სხვა – ისტორიით, ლინგვისტიკით, გენოტიპით მონათესავე მასებს. მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ასეთი კოლოსალური მიზიდულობის საფრთხის გამო ცდილობენ ამ მიზიდულობას რამე დაუპირისპირონ. და ჯერჯერობით მათ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ვიდრე ქვეყნებს შორის სიძულვილის გაღვივებაა. რაც უფრო მეტია სიძულვილი, მით ნაკლებია, მათი აზრით, შანსი იმისა, რომ ეს უზარმაზარი მასა – სოციალური, კულტურული, სივრცითი, რესურსების – მათაც ჩაითრევს. ამიტომ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა სიძულვილის გაღვივებისა. სიძულვილი უხვად იქნება. სხვა ინსტრუმენტი მათ არ გააჩნიათ“, – განმარტავს პოლიტოლოგი.
ექსპერტს მიაჩნია, რომ უკრაინა არ მოაგვარებს დაგროვილ პრობლემებს სამხედრო გზით.
„ომი – კოლოსალური სამუშაო, ხარჯი და სისხლია. უკრაინა განებივრებული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და ხელს არ მოჰკიდებს არც ერთ მსხვილ საქმეს, რომელიც რისკს მოითხოვს. იქნება მუქარა, ვიღაც მუშტსაც მოუღერებს, მაგრამ ომი არ იქნება“, – ვარაუდობს ვიდრინი.
„ბევრი ქვეყნისთვის დღეს სიძულვილი იქცა უკანასკნელ მაშველ რგოლად მცდელობისას – შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი ცდილობენ შეინარჩუნონ მემკვიდრეობა, რომლის განკარგვა და ძარცვა შეუძლიათ“, – ამბობს პოლიტოლოგი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს