https://sputnik-georgia.com/20210817/ianukoviCis-mimarTvis-sruli-teqsti-252605132.html
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
Sputnik საქართველო
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამემამულეებისადმი მიმართვა გაავრცელა. გთავაზობთ მიმართვის სრულ... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T14:43+0400
2021-08-17T14:43+0400
2023-07-20T15:44+0400
პოლიტიკა
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252603150_0:69:1600:974_1920x0_80_0_0_d357e38ed78be80ed378739bdcd4ef0d.jpg
ძვირფასო თანამემამულენო!უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის მოლოდინში გვიწევს იმაზე საუბარი, რა გზა განვლო ჩვენმა სახელმწიფომ ამ პერიოდში, რა შეიძინა უკრაინამ და რა დაკარგა.არ შევაფასებ ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ უკრაინის კონსტიტუციით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად და არა სახელმწიფო გადატრიალების გზით, როგორც ეს 2014 წელს მოხდა. სამი ათეული წლის შემდეგ ადვილია იმაზე საუბარი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება. ყველა პრეზიდენტი, პარლამენტარი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრი მოქმედებდა კონკრეტული ისტორიული გარემოების პირობებში, რომლებზე ზეგავლენის, მით უმეტეს კი მათი შეცვლის ძალაც ყოველთვის არ შესწევდათ. ვფიქრობ, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას. ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიაში შეიძლება მოიძებნოს ლიდერების როგორც სწორი, ისე მცდარი გადაწყვეტილებები. საკითხავი ის არის, როგორია თანაფარდობა წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებს შორის, სწორად განისაზღვრა თუ არა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული კურსი, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.უკრაინა დამოუკიდებლობის პირველ წლებში მოძრაობდა იმ პროცესების პარადიგმაში, რომელიც პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებდა: მიახლოებითი წარმოდგენით იმაზე, რა უნდა გაკეთებულიყო სსრკ-ის დაშლის პირობებში, როდესაც ერების თვითგამორკვევის უფლება დეკლარაციიდან რეალობად გარდაიქმნა. ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პირველი წლების (ХХ საუკუნის 90-იანი წლები) განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფოს საკონსტიტუციო საფუძვლების შემუშავება მიმდინარეობდა, ჩვენ გადაგვარჩინა ეკონომიკური კავშირების ინერციამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უმთავრესად კი - რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ის საერთო სახალხო მეურნეობის კომპლექსის ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლთან. 90-იან წლებში უკრაინამ „ველური“ კაპიტალიზმი გამოიარა, უკრაინის მრეწველობა განაგრძობდა მჭიდრო კოოპერაციულ მუშაობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საწარმოებთან და ახერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას სახსრებით, რომელთა გარეშეც სახელმწიფოს გარდაუვალი სოციალური კოლაფსი ემუქრებოდა.მოგვიანებით ეს ეკონომიკური კავშირები შესუსტდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი „ვესტერნიზაცია“, რაც ნაციონალ-პატრიოტებისა და დასავლეთის ზეწოლით ხდებოდა. ამ ტენდენციასა და რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას შორის კომპრომისად იქცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორულობა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკურმა ეგოიზმმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებზე გაიმარჯვა, დსთ კი, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის ახალი ფორმატის მექანიზმი, უძლური აღმოჩნდა, შეესრულებინა მისთვის დაკისრებული ფუნქციები, ეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვა გზა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იმ მომენტში უბრალოდ არ არსებობდა და, როგორც ჩვენი ისტორიის მომდევნო წლებმა აჩვენა, სწორედ მრავალვექტორულობის წყალობით შევინარჩუნეთ შიდა სტაბილურობა. ასე იყო 2014 წლამდე.არ ჩამოვთვლი ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანეს მომენტს, ვინაიდან მიზნად არ ვისახავ იმ გზის აღწერას, რომელიც 1991 წლიდან გამოვიარეთ. თქვენ ამ ისტორიის საკვანძო მოვლენებს ჩემზე უკეთ იცნობთ: კონსტიტუციის მიღება 1996 წელს, რუსეთთან „გაზის“ ომების დაწყება, ნარინჯისფერი მაიდანი... ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა ჯერ გუბერნატორის, შემდეგ პრემიერის, ბოლოს კი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე, ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა.ქვეყანა ცდილობდა თანაბრად ეწარმოებინა დიალოგი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და მუდმივად აწყდებოდა სირთულეებს, რომელთა ფესვები იმალებოდა არა ჩვენს უუნარობაში, მიგვეღწია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისთვის, არამედ გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემებში. რუსეთთან უკრაინის ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთში, ძირითადად, აშშ-ში, იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებას იმ როლში, რომელსაც თავის დროზე სსრკ ასრულებდა. უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და მისი გადაზრდა ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტში მხოლოდ დროის საკითხი იყო.ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე არსებობდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა კატასტროფა აგვეცილებინა თავიდან. სიტყვის თავისუფლებას ვიცავდით მაშინაც კი, როდესაც ეს „თავისუფლება“ სახელმწიფოებრიობას ემუქრებოდა; არ ვეწინააღმდეგებოდით დასავლეთ ოლქების მცხოვრებთა უფლებას, აღემართათ იმათი ძეგლები, ვისაც თავიანთ ეროვნულ გმირებად მიიჩნევდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მცხოვრებთა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფის ფასადაც კი; ჩვენ არ ვდევნიდით ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრებს და გვეგონა, რომ ისინი დააფასებდნენ სახელმწიფოს ტოლერანტობას; ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით... არა მგონია, რომ ეს მცდარი პოლიტიკა იყო. სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს არ ყოფილა ჩვენი ლოიალობის შედეგი. ის იყო პროექტის - „უკრაინა, როგორც ანტირუსეთი“ - რეალიზაციის შედეგი. და თუ ჩვენ ამ პოსტულატს მივიღებთ, როგორც მოცემულობას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.როგორც არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა, თავის ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია ის, რომ რუსეთის სჯეროდა.მიკვირს ამის მოსმენა პოლიტიკური მოღვაწისგან, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის საწყისებთან იდგა. დიახ, 2014 წლამდეც გვქონდა უთანხმოება რუსეთთან, მაგრამ ის მოლაპარაკების, ურთიერთდათმობის გზით მოვაგვარეთ. ხშირად ეს იყო კომპრომისები, რომლებიც მოითხოვდა მხარეებისგან დახვეწილი პოლიტიკური ნების გამოვლენას, თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის იმის ახსნას, თუ რატომ მოიქცნენ მათი ხელმძღვანელები ასე და არა სხვაგვარად. თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ, რადგან ორივე მხარეს ესმოდა წინსვლის აუცილებლობა ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით, რაც იყო ჩვენი ხალხების მეტი კეთილდღეობის ანუ ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ხელმძღვანელობის მთავარი მიზნის მიღწევის გარანტია. ამის წყალობით უკრაინამ გამოავლინა ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპი, გააძლიერა საშინაო პოლიტიკის სოციალური შემადგენელი. ამგვარად, ჩვენ მივედით მოვლენასთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გახდა ჩამრთველი ღილაკი იმ უკრაინის დემონტაჟის დასაწყისისა, რომელსაც ვაშენებდით - ქვეყნისა, რომელმაც აირჩია თანმიმდევრული ინტეგრაციის გზა საერთოევროპულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში და პარალელურად ცდილობდა ტრადიციული კავშირების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ისე ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებთან. ასეთ „ტრიგერად“ იქცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.გავიმეორებ: ვერ შევაფასებ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი წინამორბედების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მაგრამ საკუთარი თავის შეფასების უფლება მაქვს.ოპოზიციისა და დასავლეთის ზეწოლის შედეგად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ასოცირების შეთანხმების ნაადრევად გაფორმების გააზრება აწყდებოდა ჩვენი მოწინააღმდეგეების მცდელობას, ნებისმიერ ფასად გაეტანათ ეს გადაწყვეტილება. შედეგები მათ არ აღელვებდათ, რადგან ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა სოციალურ-ეკონომიკურ კატასტროფაზე, რომელსაც დღეს უკრაინაში ვადევნებთ თვალს, მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრებოდა.მდგომარეობა მეტად რთული იყო. ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ ამ დოკუმენტის ხელმოწერა გადაგვედო, რადგან აუცილებელი იყო, უფრო ღრმად გაგვეანალიზებინა შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი შესაძლო შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, რათა ხელი არ შეშლოდა რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, რაც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. იქცა თუ არა ეს გადაწყვეტილება ნაპერწკლად, რომელმაც ე.წ. „ღირსების რევოლუციის“ ხანძარი გააჩინა? არა. ეს იყო ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებისა და ანტირუსული ისტერიის დასაწყისის სიგნალი, რომელიც მალე უკრაინის საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად გადაიქცა.ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს ოცდაათწლიან ისტორიაში მთავარი შეცდომა იყო არა მომავალში მოტყუებული რუსეთისადმი ნდობა, არამედ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარის თქმა. ერთი შეხედვით, უწყინარი: Хто не скаче – той москаль, რომელიც მოწოდებული იყო, დახმარებოდა მაიდანზე გამოსულ მომიტინგეებს, სინამდვილეში აღმოჩნდა მასთან პერმანენტული დაპირისპირებისა და კონფრონტაციის პოლიტიკის დასაწყისის სიგნალი.სადამდე მიგვიყვანა ამან? საზოგადოების განხეთქილებამდე, სოციალურ არასტაბილურობამდე, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე, ნაციონალისტური ორგანიზაციების თარეშამდე, ოპოზიციის დევნამდე, რეჟიმისთვის არასასურველი მასმედიის დახურვამდე. მიგვიყვანა იქამდე, რომ დონბასის მოქალაქეებს სთავაზობენ რუსეთში გამგზავრებას, თუ ისინი მხარს არ უჭერენ ძალადობრივ უკრაინიზაციას, რომელსაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ატარებენ სახელმწიფოს რუსულენოვანი ხელისუფალნი, ყირიმის მცხოვრებთ კი უარს ეუბნებიან უფლებაზე, მიიჩნიონ ნახევარკუნძული თავიანთ სამშობლოდ, ვინაიდან ისინი იქ, თითქოსდა, დროებითი სტუმრები არიან...დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის მოლოდინში უკრაინა სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, ამასთან გუნებაში ოცნებობს მათ გაუარესებაზე, რაც, პრინციპში, არ შეესატყვისება არც ამერიკელი, არც რუსი ხალხების ინტერესებს. ჩემთვის მტკივნეულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს სიმართლეა. თუმცა რას მოვიმოქმედებთ, თუ ვითარება განიმუხტება? ეს კი აუცილებლად მოხდება. კედლის შენება რუსეთის საზღვარზე, ახლა კი უკვე ჩვენს ბელარუს მეზობლებთან? გავაგრძელოთ დასავლეთის შეღონება მოთხოვნით, მიიღოს უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში, რისი გაკეთებაც მას სავსებით გასაგები მიზეზებით არ სურს?მიჭირს ასეთი რიტორიკული კითხვების დასმა ჩემი სამშობლოს ოცდაათწლიანი იუბილეს მოლოდინში. ჩვენი მმართველობის დროსაც იყო დაშვებული შეცდომები, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც. მაგრამ უკრაინა მაინც მშვიდობიანად ცხოვრობდა, იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ ტერიტორიას ფლობდა ევროპაში. მისი მოქალაქეები მასობრივად არ გარბოდნენ საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების ძიებაში, მოსახლეობა არ მცირდებოდა კატასტროფული ტემპით. უკრაინელები მშობლიურ ენებზე საუბრობდნენ შიშის გარეშე, რომ კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულებდნენ. არ იყვნენ გაღარიბებული უზომო კომუნალური ტარიფების გამო.ის, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა - ფაქტია. ეს ფაქტი კიდევ უფრო მჭევრმეტყველურად ჟღერს, თუ უკრაინელების ამჟამინდელ სიღარიბეს გავითვალისწინებთ.მაგრამ დამიჯერეთ - ყველაფერი შეიცვლება. სინამდვილეში ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო: საკმარისია ხმა მისცეთ იმას, ვისაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, ვინც იცის, რა არის ეკონომიკის კანონები, ვინც აფასებს ადამიანის უფლებას, ისაუბროს მშობლიურ ენაზე, იაროს ეკლესიაში, რომელსაც თავის სულიერ სავანედ მიიჩნევს, ვინც ცხოვრობს მოყვასის სიყვარულით და არა სიძულვილით.ეს აუცილებლად მოხდება. და არა ოდესმე, არამედ უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში. ასე იქნება. ეს ვიცი და ამის მჯერა. რადგან მჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, მისი ძალისა და სწრაფვის, მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა.პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი (2010-2014) ვიქტორ იანუკოვიჩი
https://sputnik-georgia.com/20210817/ianukoviCma-ukrainis-damiukideblobidan-30-wlisTavs-mimarTva-miuZRvna-252603651.html
https://sputnik-georgia.com/20210804/CrdiloeTis-nakadi-2-rusi-politologis-komentari-252506527.html
https://sputnik-georgia.com/20210618/nikola-azarovi-ukrainis-yofili-premier-ministri-252073671.html
https://sputnik-georgia.com/20210610/rusetIsprezidentis-interviu-wiTeli-xazebi-251991801.html
https://sputnik-georgia.com/20210610/natos-ukrainaSi-jarebi-gadahyavs-251990286.html
https://sputnik-georgia.com/20210609/gaerTianeba-ukrainis-winaaRmdeg-gazis-tranziti-251976775.html
https://sputnik-georgia.com/20210519/asocirebuli-trio-moldova-ukraina-saqarTvelo-eqspertebis-mosazreba-251773070.html
https://sputnik-georgia.com/20210429/ukrainis-xelisuflebaSi-banderelebi-modian-251602989.html
https://sputnik-georgia.com/20210428/amerika-ukrainas-axal-iaraRs-gadascems-251594341.html
https://sputnik-georgia.com/20210426/Cernobilis-katastrofa-ukrainam-kagebes-saidumlo-dokumentebi-gaasajarova-251571047.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252603150_0:19:1600:1024_1920x0_80_0_0_00d3806ba42e1e662648c7738ea61f9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის მოლოდინში გვიწევს იმაზე საუბარი, რა გზა განვლო ჩვენმა სახელმწიფომ ამ პერიოდში, რა შეიძინა უკრაინამ და რა დაკარგა.
არ შევაფასებ ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ უკრაინის კონსტიტუციით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად და არა სახელმწიფო გადატრიალების გზით, როგორც ეს 2014 წელს მოხდა. სამი ათეული წლის შემდეგ ადვილია იმაზე საუბარი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება. ყველა პრეზიდენტი, პარლამენტარი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრი მოქმედებდა კონკრეტული ისტორიული გარემოების პირობებში, რომლებზე ზეგავლენის, მით უმეტეს კი მათი შეცვლის ძალაც ყოველთვის არ შესწევდათ. ვფიქრობ, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას. ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიაში შეიძლება მოიძებნოს ლიდერების როგორც სწორი, ისე მცდარი გადაწყვეტილებები. საკითხავი ის არის, როგორია თანაფარდობა წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებს შორის, სწორად განისაზღვრა თუ არა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული კურსი, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
უკრაინა დამოუკიდებლობის პირველ წლებში მოძრაობდა იმ პროცესების პარადიგმაში, რომელიც პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებდა: მიახლოებითი წარმოდგენით იმაზე, რა უნდა გაკეთებულიყო სსრკ-ის დაშლის პირობებში, როდესაც ერების თვითგამორკვევის უფლება დეკლარაციიდან რეალობად გარდაიქმნა. ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პირველი წლების (ХХ საუკუნის 90-იანი წლები) განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფოს საკონსტიტუციო საფუძვლების შემუშავება მიმდინარეობდა, ჩვენ გადაგვარჩინა ეკონომიკური კავშირების ინერციამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უმთავრესად კი - რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ის საერთო სახალხო მეურნეობის კომპლექსის ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლთან. 90-იან წლებში უკრაინამ „ველური“ კაპიტალიზმი გამოიარა, უკრაინის მრეწველობა განაგრძობდა მჭიდრო კოოპერაციულ მუშაობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საწარმოებთან და ახერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას სახსრებით, რომელთა გარეშეც სახელმწიფოს გარდაუვალი სოციალური კოლაფსი ემუქრებოდა.
მოგვიანებით ეს ეკონომიკური კავშირები შესუსტდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი „ვესტერნიზაცია“, რაც ნაციონალ-პატრიოტებისა და დასავლეთის ზეწოლით ხდებოდა. ამ ტენდენციასა და რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას შორის კომპრომისად იქცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორულობა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკურმა ეგოიზმმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებზე გაიმარჯვა, დსთ კი, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის ახალი ფორმატის მექანიზმი, უძლური აღმოჩნდა, შეესრულებინა მისთვის დაკისრებული ფუნქციები, ეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვა გზა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იმ მომენტში უბრალოდ არ არსებობდა და, როგორც ჩვენი ისტორიის მომდევნო წლებმა აჩვენა, სწორედ მრავალვექტორულობის წყალობით შევინარჩუნეთ შიდა სტაბილურობა. ასე იყო 2014 წლამდე.
არ ჩამოვთვლი ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანეს მომენტს, ვინაიდან მიზნად არ ვისახავ იმ გზის აღწერას, რომელიც 1991 წლიდან გამოვიარეთ. თქვენ ამ ისტორიის საკვანძო მოვლენებს ჩემზე უკეთ იცნობთ: კონსტიტუციის მიღება 1996 წელს, რუსეთთან „გაზის“ ომების დაწყება, ნარინჯისფერი მაიდანი... ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა ჯერ გუბერნატორის, შემდეგ პრემიერის, ბოლოს კი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე, ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა.
ქვეყანა ცდილობდა თანაბრად ეწარმოებინა დიალოგი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და მუდმივად აწყდებოდა სირთულეებს, რომელთა ფესვები იმალებოდა არა ჩვენს უუნარობაში, მიგვეღწია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისთვის, არამედ გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემებში. რუსეთთან უკრაინის ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთში, ძირითადად, აშშ-ში, იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებას იმ როლში, რომელსაც თავის დროზე სსრკ ასრულებდა. უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და მისი გადაზრდა ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტში მხოლოდ დროის საკითხი იყო.
ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე არსებობდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა კატასტროფა აგვეცილებინა თავიდან. სიტყვის თავისუფლებას ვიცავდით მაშინაც კი, როდესაც ეს „თავისუფლება“ სახელმწიფოებრიობას ემუქრებოდა; არ ვეწინააღმდეგებოდით დასავლეთ ოლქების მცხოვრებთა უფლებას, აღემართათ იმათი ძეგლები, ვისაც თავიანთ ეროვნულ გმირებად მიიჩნევდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მცხოვრებთა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფის ფასადაც კი; ჩვენ არ ვდევნიდით ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრებს და გვეგონა, რომ ისინი დააფასებდნენ სახელმწიფოს ტოლერანტობას; ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით... არა მგონია, რომ ეს მცდარი პოლიტიკა იყო. სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს არ ყოფილა ჩვენი ლოიალობის შედეგი. ის იყო პროექტის - „უკრაინა, როგორც ანტირუსეთი“ - რეალიზაციის შედეგი. და თუ ჩვენ ამ პოსტულატს მივიღებთ, როგორც მოცემულობას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
როგორც არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა, თავის ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია ის, რომ რუსეთის სჯეროდა.
მიკვირს ამის მოსმენა პოლიტიკური მოღვაწისგან, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის საწყისებთან იდგა. დიახ, 2014 წლამდეც გვქონდა უთანხმოება რუსეთთან, მაგრამ ის მოლაპარაკების, ურთიერთდათმობის გზით მოვაგვარეთ. ხშირად ეს იყო კომპრომისები, რომლებიც მოითხოვდა მხარეებისგან დახვეწილი პოლიტიკური ნების გამოვლენას, თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის იმის ახსნას, თუ რატომ მოიქცნენ მათი ხელმძღვანელები ასე და არა სხვაგვარად. თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ, რადგან ორივე მხარეს ესმოდა წინსვლის აუცილებლობა ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით, რაც იყო ჩვენი ხალხების მეტი კეთილდღეობის ანუ ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ხელმძღვანელობის მთავარი მიზნის მიღწევის გარანტია. ამის წყალობით უკრაინამ გამოავლინა ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპი, გააძლიერა საშინაო პოლიტიკის სოციალური შემადგენელი. ამგვარად, ჩვენ მივედით მოვლენასთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გახდა ჩამრთველი ღილაკი იმ უკრაინის დემონტაჟის დასაწყისისა, რომელსაც ვაშენებდით - ქვეყნისა, რომელმაც აირჩია თანმიმდევრული ინტეგრაციის გზა საერთოევროპულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში და პარალელურად ცდილობდა ტრადიციული კავშირების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ისე ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებთან. ასეთ „ტრიგერად“ იქცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.
გავიმეორებ: ვერ შევაფასებ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი წინამორბედების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მაგრამ საკუთარი თავის შეფასების უფლება მაქვს.
ოპოზიციისა და დასავლეთის ზეწოლის შედეგად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ასოცირების შეთანხმების ნაადრევად გაფორმების გააზრება აწყდებოდა ჩვენი მოწინააღმდეგეების მცდელობას, ნებისმიერ ფასად გაეტანათ ეს გადაწყვეტილება. შედეგები მათ არ აღელვებდათ, რადგან ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა სოციალურ-ეკონომიკურ კატასტროფაზე, რომელსაც დღეს უკრაინაში ვადევნებთ თვალს, მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრებოდა.
მდგომარეობა მეტად რთული იყო. ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ ამ დოკუმენტის ხელმოწერა გადაგვედო, რადგან აუცილებელი იყო, უფრო ღრმად გაგვეანალიზებინა შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი შესაძლო შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, რათა ხელი არ შეშლოდა რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, რაც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. იქცა თუ არა ეს გადაწყვეტილება ნაპერწკლად, რომელმაც ე.წ. „ღირსების რევოლუციის“ ხანძარი გააჩინა? არა. ეს იყო ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებისა და ანტირუსული ისტერიის დასაწყისის სიგნალი, რომელიც მალე უკრაინის საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძად გადაიქცა.
ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს ოცდაათწლიან ისტორიაში მთავარი შეცდომა იყო არა მომავალში მოტყუებული რუსეთისადმი ნდობა, არამედ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარის თქმა. ერთი შეხედვით, უწყინარი: Хто не скаче – той москаль, რომელიც მოწოდებული იყო, დახმარებოდა მაიდანზე გამოსულ მომიტინგეებს, სინამდვილეში აღმოჩნდა მასთან პერმანენტული დაპირისპირებისა და კონფრონტაციის პოლიტიკის დასაწყისის სიგნალი.
სადამდე მიგვიყვანა ამან? საზოგადოების განხეთქილებამდე, სოციალურ არასტაბილურობამდე, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე, ნაციონალისტური ორგანიზაციების თარეშამდე, ოპოზიციის დევნამდე, რეჟიმისთვის არასასურველი მასმედიის დახურვამდე. მიგვიყვანა იქამდე, რომ დონბასის მოქალაქეებს სთავაზობენ რუსეთში გამგზავრებას, თუ ისინი მხარს არ უჭერენ ძალადობრივ უკრაინიზაციას, რომელსაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ატარებენ სახელმწიფოს რუსულენოვანი ხელისუფალნი, ყირიმის მცხოვრებთ კი უარს ეუბნებიან უფლებაზე, მიიჩნიონ ნახევარკუნძული თავიანთ სამშობლოდ, ვინაიდან ისინი იქ, თითქოსდა, დროებითი სტუმრები არიან...
დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის მოლოდინში უკრაინა სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, ამასთან გუნებაში ოცნებობს მათ გაუარესებაზე, რაც, პრინციპში, არ შეესატყვისება არც ამერიკელი, არც რუსი ხალხების ინტერესებს. ჩემთვის მტკივნეულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს სიმართლეა. თუმცა რას მოვიმოქმედებთ, თუ ვითარება განიმუხტება? ეს კი აუცილებლად მოხდება. კედლის შენება რუსეთის საზღვარზე, ახლა კი უკვე ჩვენს ბელარუს მეზობლებთან? გავაგრძელოთ დასავლეთის შეღონება მოთხოვნით, მიიღოს უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში, რისი გაკეთებაც მას სავსებით გასაგები მიზეზებით არ სურს?
მიჭირს ასეთი რიტორიკული კითხვების დასმა ჩემი სამშობლოს ოცდაათწლიანი იუბილეს მოლოდინში. ჩვენი მმართველობის დროსაც იყო დაშვებული შეცდომები, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც. მაგრამ უკრაინა მაინც მშვიდობიანად ცხოვრობდა, იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ ტერიტორიას ფლობდა ევროპაში. მისი მოქალაქეები მასობრივად არ გარბოდნენ საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების ძიებაში, მოსახლეობა არ მცირდებოდა კატასტროფული ტემპით. უკრაინელები მშობლიურ ენებზე საუბრობდნენ შიშის გარეშე, რომ კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულებდნენ. არ იყვნენ გაღარიბებული უზომო კომუნალური ტარიფების გამო.
ის, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა - ფაქტია. ეს ფაქტი კიდევ უფრო მჭევრმეტყველურად ჟღერს, თუ უკრაინელების ამჟამინდელ სიღარიბეს გავითვალისწინებთ.
მაგრამ დამიჯერეთ - ყველაფერი შეიცვლება. სინამდვილეში ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო: საკმარისია ხმა მისცეთ იმას, ვისაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, ვინც იცის, რა არის ეკონომიკის კანონები, ვინც აფასებს ადამიანის უფლებას, ისაუბროს მშობლიურ ენაზე, იაროს ეკლესიაში, რომელსაც თავის სულიერ სავანედ მიიჩნევს, ვინც ცხოვრობს მოყვასის სიყვარულით და არა სიძულვილით.
ეს აუცილებლად მოხდება. და არა ოდესმე, არამედ უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში. ასე იქნება. ეს ვიცი და ამის მჯერა. რადგან მჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, მისი ძალისა და სწრაფვის, მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა.
უკრაინის პრეზიდენტი (2010-2014)