ანდრეი კოცი
როგორც დასავლური მედია აღნიშნავს. ეს კიევისა და მოსკოვის პირდაპირი შეტაკების შემთხვევისთვისაა აუცილებელი. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სწავლებების დასრულებისა და ჯარების გაყვანის თაობაზე განცხადება გაავრცელა, პენტაგონი ალბათ უარს არ იტყვის რეგიონის კიდევ მეტად მილიტარიზებაზე.
სამხედრო „მუქთა“
ნატოში საკმაოდ ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთთან უკრაინის გამო ომს არ აპირებენ და დონბასში ჯარისკაცებს არ გაგზავნიან. მაგრამ მატერიალურ−ტექნიკურ მხარდაჭრაზე დასავლეთი უარს არ ეტყვის კიევს.
ალიანსის მზვერავი თვითმფრინავები და დრონები ყოველდღე მოძრაობენ შავი ზღვისა და შეხების ხაზის თავზე, გადასცემენ რა ინფორმაციას უკრაინის გენერალურ შტაბს. დონეცკისა და ლუგანსკის დაზვერვა გამუდმებით ხედავს უკრაინის სამხედრო ძალების სანგრებში უცხოელ სამხედრო სპეციალისტებს. კიევში რეგულარულად ჩადის ნატოს სამხედრო−სატრანსპორტო თვითმფრინავები საიდუმლო ტვირთებით.
აპრილის ბოლოს კი აშშ-ის სენატის უცხოეთის საქმეთა კომიტეტმა ორპარტიული კანონპროექტი მიიღო „უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც კიევისთვის სამხედრო დახმარება 300 მილიონ დოლარამდე იზრდება. როგორც ვაშინგტონში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარქაროვამ დაწერა სოციალურ ქსელებში. ამ ფულით ლეტალური იარაღიც იქნება შეძენილი.
გამოცემა The Wall Street Journal-ი ირწმუნებოდა, რომ პენტაგონი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, ხომალდსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, ოპერატიულ−ტაქტიკური მოიერიშე კომპლექსების გადაცემას აპირებს.
აშკარაა, რომ შედარებით რთულ შეიარაღებას დასავლელი სპეციალისტები განშლიან და დაამონტაჟებენ — უკრაინელ სამხედროებ ამისთვის ჯერჯერობით არ ამზადებენ. ესე იგი, ალიანსის მცირე კონტინგენტი მაინც მიიღებს მონაწილეობას პოტენციურ შეიარაღებულ კონფლიქტში — უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს.
კიევის ხელისუფლებამ, დაყნოსა რა სამხედრო „ხალიავა“, დაუყოვნებლივ შეუდგა მეტის მოთხოვნას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება სააგენტო „როიტერს“ ინტერვიუში გამოუტყდა, რომ აშშ−ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებების მიღებაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ეს აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა „წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომელსაც უკრაინული კომუნიკაციების დაბლოკვის უნარი აქვს“.
უფრო მეტიც, ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ დონბასში უკვე დაიწყო დასავლური რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსების განთავსება. კერძოდ, სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს საშუალებები გადააქვთ სასწრაფო წესით სატვირთო თვითმფრინავებით კიევში. ეს ირიბად ადასტურებს არაღიარებული რესპუბლიკების სახალხო მილიციის ამასწინანდელ ინფორმაციას, რომ ეუთოს მისიის დრონები ხშირად ვერ ფრინდება ჰაერში — მართვის სიგნალებს უკრაინის მხარე ახშობსო.
მეტი რაკეტა
კონკრეტული შეიარაღება, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს დონბასში გამწვავების შემთხვევაში, ჯერჯერობით არ დასახელებულა. დიდი ალბათობით, პენტაგონი უკრაინის ჰაერსაწნააღმდეგო თავდაცვის სისტემებს საზენიტო−სარაკეტო კომპლექს Patriot−ებით გააძლიერებს — კიევი უკვე დიდი ხანია, ითხოვს ამას.
აპრილის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აშშ−სგან პირდაპირ მოითხოვა აშშ−ისგან, „პატრიოტების“ უკრაინაში განთავსება და პათოსით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთს „მთელი დასავლეთის გულისთვის“ იგერიებს. გარდა ამისა, კიევის ხელისუფლების აზრით, ამერიკული საზენიტო−სარაკეტო კომპლექსების რამდენიმე დივიზიონი ნატოში შესვლის პროცესს დააჩქარებდა.
რაც შეეხება ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, პეხნტაგონს შეუძლია უკრაინას რაკეტა Harpoon−ი გადასცეს. დიახ, კიევს არ გააჩნია არც საზღვაო და არც საჰაერო პლატფორმები ამ იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ „ჰარპუნებს“ სანაპირო ვარინტშიც უშვებენ — სპეციალურ გამწევებზე. მათი მოქმედების სიშორე 280 კილომეტრია. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებით“ ორი ათას კილომეტრზე შეუძლიათ ზალპის მიცემა.
მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად უკრაინის სახმელეთო ჯარებს შესაძლოა ამერიკული ოპერატიულ−ტაქტიკური კომპლექსები HIMARS−ი გამოყოს, რომელიც რაკეტა ATACMS−ს 270 კილომეტრზე მეტზე არ უშვებს და რუსულ „ისკანდერ-М−ს“ ჩამორჩება (ურტყამს 500 კმ−ზე).
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც მიეწოდება მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო Javelin−ები — ამისთვის ფულია გამოყოფილი.
მიწოდებების შვიდი წელი
ამერიკელები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასში სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან აქტიურად ამარაგებენ.
მაგალითად, 2014 წელს კიევმა დაახლოებით ორი ათასი ჯავშანჟილეტი, ორი ათეული კონტრბატარეული ბრძოლის სადგური AN/TPQ-48A, 35 ერთეული ჯავშანმანქანა HMMWV და საველე ჰოსპიტალი მიიღო. 2015−ში — 130 „ჰამერი“ და ხუთი ჩქაროსნული კატარღა გადაეცა; 2016−ში — 14 რადიოლოკაციური სადგური, ორი ათასზე მეტი ღამის ხედვის ხელსაწყო, ხუთი ჯავშანავტომობილი HMMWV (სამედიცინო−საევაკუაციო ვარიანტი), უპილოტო RQ-11B Raven−ის 24 კომპლექტი; 2017-ში — კიდევ 40 „ჰამერი“ და შვიდასამდე რადიოსადგური.
2018 წელს პენტაგონმა უკრაინაში უკვე ლეტალური შეიარაღება გაგზავნა: 35 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები FGM-148 Javelin−ი და 210 რაკეტა. კიევი ვაშინ გტონს „ჯაველინებს“ 2014 წლიდან სთხოვდა, მიიჩნევდა რა, რომ ისინი გადამწყვეტ გამა რჯვებას მოუტანდა. მაგრამ „ჯაველინებმა“ ფრონტამდე ვერ მიაღწია. ამერიკელების პირობით, ეს კომპლექსები მხოლოდ „რუსეთის სრულფასოვან აგრესიის“ შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებული უშუალოდ შეხების ხაზზე.
„ჯაველინების“ გარდა, 2018 წელს პენტაგონმა უკრაინას გადასცა 2500 ღამით ხედვის ხელსაწყო, ნაღმმძებნელების პარტია, საევაკუაციო „ჰამერები“, კონტრსნაიპერული ბრძოლის სამი სისტემა და ასევე 30 ყველგანმავალი, ორი რადიოლოკაციური სადგური და სამედიცინო აღჭურვილობა — ცხრა მილიონი დოლარის ღირებულებისა.
2019 წელს ამერიკული მხარდაჭერა დაახლოებით იგივენაირი იყო. სულ 361 მლნ დოლარი. 2020 წელს ვაშინგტონმა უკვე 510 მილიონი დოლარი გაიღო. ცნობილია, რომ უკრაინაში ჩავიდა „ჯაველინების“ მორიგი პარტია.
გარდა ამისა, სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევისთვის 600 მლნ დოლარის ღირებულების 16 საპატრულო კატარღის — Mark VI−ის მიყიდვა მოიწონა. თუმცა როდის გადასცემენ მას კიევს, უცნობია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!