მოსკოვმა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
კიევი გააფრთხილეს, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს უკრაინაში რუსი დიპლომატების წინააღმდეგ განხორციელებულ „მტრულ ქმედებებზე“

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. რუსეთმა მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იუწყება РИА Новости ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უკრაინელი დიპლომატი რუსეთის ტერიტორიას 1 მაისამდე დატოვებს.

„უკრაინის მხარე გაფრთხილებულია, რომ უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების თანამშრომელთა წინააღმდეგ მტრული მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინის საელჩოს, გენერალური საკონსულოებისა და საკონსულოების პერსონალის მიმართ დამატებითი ზომები იქნება მიღებული“, - ხაზი გაუსვეს საგარეო უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
რუსეთი ჩეხეთს საერთაშორისო შეთანხმებების დარღევაში ადანაშაულებს

ამას წინათ რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული ვასილი პოკოტილო. როგორც უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, იგი დააკავეს რუსეთის მოქალაქესთან შეხვედრის დროს დახურული ინფორმაციის მიღებისას. უწყებაში აღნიშნეს, რომ მისი საქმიანობა „მტრული  იყო რუსეთის მიმართ და შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან“. მან ქვეყანა 21 აპრილს დატოვა.

საპასუხოდ უკრაინის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა კიევში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი, რომელიც რუსეთში ასევე 21 აპრილს დაბრუნდა.        

ყველა ახალი ამბავი
0