რუსეთი ჩეხეთს საერთაშორისო შეთანხმებების დარღევაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ევროკავშირი უნდა გაერკვეს ინციდენტში, რომელიც ვრბეტიცას იარაღის საწყობში აფეთქებას უკავშირდება, მიიჩნევს ლავროვი

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. მოსკოვი ეჭვობს, რომ ჩეხეთმა საერთაშორისო შეთანხმებები დაარღვია, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, წერს РИА Новости.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გაერკვეს ინციდენტში, რომელიც ვრბეტიცაში იარაღის საცავში აფეთქებას უკავშირდება. ლავროვმა ჩეხი პოლიტიკოსების რეაქციას „უთავბოლო კომენტარები“ და „ემოციური, არც ისე ადეკვატური განცხადებები“ უწოდა.

„არსებობს ასევე არსებითი მინიშნებები იმაზე, რომ დაირღვა საერთაშორისო კონვენციები, მათ შორის, ოტავას კონვენცია, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, და ეგრეთ წოდებული იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მონაწილეებიც, როგორც მესმის, არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
„პრაღამ ეს კარგად იცის“: რუსეთის საგარეო უწყება ჩეხეთს შესაბამის პასუხებს ჰპირდება

ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჩეხეთს მოუწოდა, დაესახელებინა ის შეიარაღება, რომელიც 2014 წელს აფეთქებულ საწყობებში ინახებოდა. რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის სიტყვებით, არსენალი ბულგარელ ბიზნესმენს ეკუთვნოდა. გაზეთ The New York Times-ის მონაცემებით, ეს ბიზნესმენი ემილიან გებრევი იყო; მან გამოცემისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში აღიარა, რომ იარაღს აწვდიდა უკრაინას დონბასის კონფლიქტის დროს, ასევე დაადასტურა, რომ ინახავდა საბრძოლო მასალას ვრბეტიცაში.

კვირას ზემანმა გაავრცელა საგანგებო სატელევიზიო მიმართვა, რომელშიც პირველად ისაუბრა ამ თემაზე. კერძოდ, მან განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის მოხსენებაში არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ საწყობში იმყოფებოდნენ უცხოური სპეცსამსახურების აგენტები. ინციდენტის გამოძიება, პრეზიდენტის თქმით, გრძელდება, პოლიცია და გენპროკურატურა მომხდარის ორ ვერსიაზე მუშაობენ - თანამშრომელთა არაპროფესიონალური მოქმედება და უცხოური დაზვერვის საქმიანობა. 

ყველა ახალი ამბავი
0