მოლდოვა, უკრაინა საქართველო: რუსი ექსპერტები „ასოცირებული ტრიოს“ შესახებ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნა ვერ გადაჭრის სამი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს.

ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 17 მაისს ახალი ალიანსი გაჩნდა: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ ჩამოყალიბების შესახებ. მიზანი - ეს სამი ქვეყნის ევროკავშირში შესვლის დაჩქარებაა. მაგრამ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს კიევისმ კიშინიოვისა და თბილისის ევროინტეგრაციას. რა პრობლემების გადაჭრას ვერ შეძლებს ეს სტრუქტურა?

ბრატისლავა, სლოვაკეთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2019
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

ბევრი სიტყვა და ნაკლები კონკრეტიკა

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „ასოცირებული ტრიო“ - ეს ახალი ფორმატია უკრაინის, მოდოვისა და საქართველოს თანამშრომლობაში. მისი მეშვეობით ქვეყნები ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებაში გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და კოლექტიურად აწარმოებენ დიალოგს ბრიუსელთან.

როგორ აპირებს ტრიო მიზნების მიღწევას? რეგულარული სამმხრივი კონსულტაციების ჩატარებით - ირკვევა მემორანდუმიდან. ამ მოლაპარაკებების ფარგლებში კიევი, კიშინიოვი და თბილისი ასევე აპირებენ პარტნიორობის განმტკიცებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრიზაციის, მწვანე ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხებში.

მაგრამ რა რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ყველა ამ სფეროს განვითარებისთვის, მემორანდუმში ნათქვამი არ არის.

„ასეთი სტატუსის ევროპული დოკუმენტები, როგორც წესი, კონკრეტიკას მოკლებულია, - განმარტავს პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი არტურ ატაევი. - ევროკავშირი ქვეყნებისგან რაღაც მუდმივ ქმედებებს ელის, რომლებიც მიერთების სურვილს წარმოაჩენს, და ტრიოს შექმნა ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია“.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2017
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

არა ოდენ სუამ-ით

პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს სახელმწიფოთშორისი ორგანიზაციების შექმნის პრაქტიკა, რომლებიც ევროპაზე არიან ორიენტირებული, გარკვეული ანტირუსული ქვეტექსტით. 

„ამ ყველაფერს ჩვენ ოც წელზე მეტია, თვალს ვადევნებთ. მაგალითად 1997 წელს აქტიურად დაიწყო განვითარება სუამმა, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია. მისი წევრები ასევე კოორდინირდებოდნენ, რათა ევროპამდე ერთად მისულიყვნენ“, - ამბობს დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტი ივან სკორიკოვი. 

აბრევიატურა სუამ-ი იმ ქვეყნების სახელწოდებებისგან შეიქმნა, რომლებიც გაერთიანების წევრები გახდნენ: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. „1999 წლიდან ორგანიზაციაში შედიოდა უზბეკეთიც, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაერთიანებიდან გავიდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აღმოსავლურმა სიბრძნემ იჩინა თავი: სუამი ფაქტობრივად გამოდგა კლუბი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ცდილობდა მოქმედებას“, - განმარტავს სკორიკოვი.

ნავთობმოპოვება რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
რუსეთი ნავთობბაზრიდან „გადის“ − რა ელოდება დსთ-ის ქვეყნებს?

საქმე ისაა, რომ სუამი გაზის ტრანზიტს ითვალისწინებდა რუსეთის გვერდის ავლით მარშრუტით კასპია-კავკასია-ევროპა. მაგრამ პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. როგორც მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლება აღნიშნავდა, ქვეყანას მხოლოდ „საუბრები ესმოდა სუამის შესახებ“. 2011 წელს მოლდაველმა პოლიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზაციამ ვერ გაამართლა სახელწოდება, ვინაიდან მოლდოვა ეკონომიკურ დახმარებას ვერ გრძნობდა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა სულაც „სიცოცხლის უუნარო და უპერსპექტივო“ უწოდა პროექტს.

„ამაში მდგომარეობს კიდეც პასუხი კითხვაზე: რისთვისაა საჭირო „ასოცირებული ტრიო“. 2015-2017 წლებში სუამი ჯერ კიდევ ფხიზლდებოდა ლეთარგიული ძილისგან რაღაც ფორუმების ორგანიზების მცდელობებით, მაგრამ აშკარა გახდა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებდა დასავლეთთან ინტეგრაციას. ბაქომ თურქეთთან და რუსეთთან დაიწყო მჭიდრო ურთიერთობა. არსებობს კიდევ ერთი პროექტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, მაგრამ ისიც ჩავარდა. გასაგებია, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ მაგიდას არ მიუსხდებიან ერთობლივი პროგრამების შესაქმნელად. ბელარუსი სულაც მიუღებელი აღმოჩნდა ევროპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ყველა ორგანიზაცია კარგავს აქტუალობას, ქვეყნები ერთმანეთს შორდებიან, საჭირო იყო დარჩენილებისგან რაღაცით სასწრაფოს ჩანაცვლება“, - ამბობს სკორიკოვი.

ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

რუსეთთან თანამშრომლობა მაინც აუცილებელია

ანალიტიკოს ვიაჩესლავ კოლომინის აზრით, ევროკავშირს დღეს არ შეუძლია ახალი დახმარებების გაწევა უკრაინმის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. „უკრაინა და მოლდოვა ლიდერები არიან ევროპის უღარიბეს ქვეყანათა რეიტინგში, ხოლო ევროკავშირს ძალიან ბევრი საკუთარი პრობლემა აქვს საიმისოდ, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სხვა სახელმწიფოების მდგომარეობა. ამიტომ „ასოცირებული ტრიო“ - ეს უფრო მანიფესტია საქართველოს, უკაინისა და მოლდოვისთის, რათა ყურადღება მიიქციონ“.

„ტრიოსგან რაღაც ეკონომიკურად მიმზიდველის შექმნა დიდი ძალისხმევებითაც კი, შეუძლებელია. უკრაინა კოტრდება, მისი სახელმწიფო ვალი 25%-მდე გაიზარდა. მოლდოვაშ ღრმა პოლიტიკური კრიზისია, მალე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ტრიოს შექმნა - ეს კიდევ ერთი მცდელობაა კიშინიოვში პროექვროპული სტრუქტურის შესანარჩუნებლად“, - მიაჩნია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ ალექსეი ზუბეცს. 

რუსული რუბლი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელია: როგორ ეხმარებიან მიგრანტები ბიუჯეტებს

მანამდე მოლდოვის ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ანულირების იდეაზე საუბრობდა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული რუსეტზე. ხოლო ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ მოლდოვას სრულად უნდა გაეხნა თავისი ბაზარი ევროპული საქონლისთვის, რის გამოც რუსეთს მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობიდან უფრო ხელსაყრელ რეჟიმზე გადასვლამ მოუწია. 

„ეს არის კიდეც „ასოცირებული ტრიოს“ მსგავსი ორგანიზაციების დამმუხრუჭებელი მომენტი, - ამბობს არტურ ატაევი. - თუ ერთი ქვეყნის მეორისგან პოლიტიკური დაშორება ხდება, ამას ეკონომიკური დაშორებაც მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევში რუსეთის გავლენა ნარჩუნდება. მაგრამ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში მუშაობს. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის რუსეთი ბენზინის სტაბილური და ხელსაყრელი მიმწოდებელია. ამიტომ რუსეთთან კავშირები მაინც ნარჩუნდება“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0