ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
აპრილში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,2%.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, 145,4%-ით გაიზარდა და 194,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ფულადი გზავნილები: რუსეთმა ლიდერობა დაიბრუნა

აპრილში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 33,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,2%-ია. 2021 წლის აპრილში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 154,3%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას დაუთმო, თუმცა მარტში კვლავ დაიბრუნა ლიდერი პოზიცია.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა ქვეყანაში

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–აპრილში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,2%-ით გაიზარდა და 693,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ფულადი გზავნილები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
პანდემია საქართველოში: ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის განმავლობაში

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია. იანვარი–აპრილში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 118,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან გადმოირიცხა 60,9%-ით მეტი თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 25,8 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 157,6%-ით მეტია.

2021 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 88,8 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 25,9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0