საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ქვეყნის პარლამენტარებმა მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტარები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება, ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში — კომოს კომუნიკეში, რომელიც იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა სამი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის თემას განიხილავს

საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა — „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ტრიო, ეს არის პლატფორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შეიქმნა. ის ხელს უწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის ახლო თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო კოორდინაციას და ევროპულ გზაზე ერთობლივი ძალებით დაწინაურებას. ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„კომუნიკე აღნიშნავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგად ევროკავშირთან მიღწეულ ისტორიულ დაახლოებას. კიდევ ერთხელ გამოხატავს ამ ქვეყნების მზაობას, უდიდესი გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, განავითარონ დემოკრატიული მმართველობა, განამტკიცონ კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე და წვლილი შეიტანონ საერთო ევროპის უსაფრთხოების და კეთილდღეობის განმტკიცებაში", — აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, აღნიშნული პლატფორმის დონორი ორგანიზაციის — კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ევროპარლამენტის წევრები, ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები.

პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0