https://sputnik-georgia.com/20210817/ianukoviCma-ukrainis-damiukideblobidan-30-wlisTavs-mimarTva-miuZRvna-252603651.html
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
Sputnik საქართველო
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T13:01+0400
2021-08-17T13:01+0400
2023-07-20T15:44+0400
პოლიტიკა
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252602862_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_56a8712a535ea864d2a9de32e67c6b83.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში უკრაინის მთავარი შეცდომა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარია, განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს. იანუკოვიჩმა ქვეყანა 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა.მისი სიტყვებით, რუსეთზე უარის თქმამ უკრაინა მიიყვანა საზოგადოების განხეთქილებამდე, სოციალურ არასტაბილურობამდე, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე, ნაციონალისტური ორგანიზაციების თარეშამდე, ოპოზიციის დევნამდე, რეჟიმისთვის არასასურველი მასმედიის დახურვამდე.საგარეო პოლიტიკის „ვესტერნიზაცია“უკრაინა დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ინერციამ გადაარჩინა, აღნიშნა იანუკოვიჩმა.„ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პირველი წლების (ХХ საუკუნის 90-იანი წლები) განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავება მიმდინარეობდა, ჩვენ გადაგვარჩინა ეკონომიკური კავშირების ინერციამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უმთავრესად კი - რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ის საერთო სახალხო მეურნეობის კომპლექსის ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლთან“, – აღნიშნა მან.მისი თქმით, 90-იან წლებში უკრაინამ „ველური“ კაპიტალიზმი გამოიარა, უკრაინის მრეწველობა განაგრძობდა მჭიდრო კოოპერაციულ მუშაობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საწარმოებთან და ახერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას სახსრებით, რომელთა გარეშეც სახელმწიფოს გარდაუვალი სოციალური კოლაფსი ემუქრებოდა“.„მოგვიანებით ამ ეკონომიკური კავშირების კვლევა დაიწყეს. ამის მთავარი მიზეზი იყო ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი „ვესტერნიზაცია“, რაც ნაციონალ-პატრიოტებისა და დასავლეთის ზეწოლით ხდებოდა. ამ ტენდენციასა და რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას შორის კომპრომისად იქცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორულობა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებიიგი დარწმუნებულია, რომ კიევისა და მოსკოვის პარტნიორულ ურთიერთობებს აშშ-ში იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნების საფრთხეს და სწორედ ეს გახდა 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი.„ქვეყანა ცდილობდა თანაბრად ეწარმოებინა დიალოგი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და მუდმივად აწყდებოდა სირთულეებს, რომელთა ფესვები იმალებოდა არა ჩვენს უუნარობაში, მიგვეღწია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისთვის, არამედ გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემებში. რუსეთთან უკრაინის ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთში, ძირითადად აშშ-ში, იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებას იმ როლში, რომელსაც თავის დროზე სსრკ ასრულებდა“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, „უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდა და მისი გადაზრდა ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტში მხოლოდ დროის საკითხი იყო“.რისი შეცვლა შეიძლებაიანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა და უკრაინელებს მოუწოდა, ირწმუნონ, რომ ყველაფერი შეიცვლება.„ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო: საკმარისია ხმა მისცეთ იმას, ვისაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, ვინც იცის, რა არის ეკონომიკის კანონები, ვინც აფასებს ადამიანის უფლებას, ისაუბროს მშობლიურ ენაზე, იაროს ეკლესიაში, რომელსაც თავის სულიერ სავანედ მიიჩნევს, ვინც ცხოვრობს მოყვასის სიყვარულით და არა სიძულვილით“, – აღნიშნა მან.
https://sputnik-georgia.com/20210813/ukrainam-gazproms-evropidan-Seutia-252574166.html
https://sputnik-georgia.com/20210722/ruseTis-dumaSi-CrdiloeTis-nakadi2-garigeba-Seafases-252389028.html
https://sputnik-georgia.com/20210712/putinma-dawera-statia-rusebisa-da-ukrainelebis-istoriul-erTobaze-252300132.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252602862_280:0:3011:2048_1920x0_80_0_0_ff11fbc02bab6990cdaf4fbfe4b4ecd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
13:01 17.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში უკრაინის მთავარი შეცდომა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარია, განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს. იანუკოვიჩმა ქვეყანა 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა.
„ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს ოცდაათწლიან ისტორიაში მთავარი შეცდომა იყო არა მომავალში მოტყუებული რუსეთისადმი ნდობა, არამედ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარის თქმა“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში, რომლის ტექსტსაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მისი სიტყვებით, რუსეთზე უარის თქმამ უკრაინა მიიყვანა საზოგადოების განხეთქილებამდე, სოციალურ არასტაბილურობამდე, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე, ნაციონალისტური ორგანიზაციების თარეშამდე, ოპოზიციის დევნამდე, რეჟიმისთვის არასასურველი მასმედიის დახურვამდე.
საგარეო პოლიტიკის „ვესტერნიზაცია“
უკრაინა დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ინერციამ გადაარჩინა, აღნიშნა იანუკოვიჩმა.
„ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ პირველი წლების (ХХ საუკუნის 90-იანი წლები) განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავება მიმდინარეობდა, ჩვენ გადაგვარჩინა ეკონომიკური კავშირების ინერციამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უმთავრესად კი - რუსეთთან, როგორც ყოფილი სსრკ-ის საერთო სახალხო მეურნეობის კომპლექსის ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლთან“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, 90-იან წლებში უკრაინამ „ველური“ კაპიტალიზმი გამოიარა, უკრაინის მრეწველობა განაგრძობდა მჭიდრო კოოპერაციულ მუშაობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საწარმოებთან და ახერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას სახსრებით, რომელთა გარეშეც სახელმწიფოს გარდაუვალი სოციალური კოლაფსი ემუქრებოდა“.
„მოგვიანებით ამ ეკონომიკური კავშირების კვლევა დაიწყეს. ამის მთავარი მიზეზი იყო ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკის თანდათანობითი „ვესტერნიზაცია“, რაც ნაციონალ-პატრიოტებისა და დასავლეთის ზეწოლით ხდებოდა. ამ ტენდენციასა და რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას შორის კომპრომისად იქცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორულობა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
სახელმწიფო გადატრიალების მიზეზები
იგი დარწმუნებულია, რომ კიევისა და მოსკოვის პარტნიორულ ურთიერთობებს აშშ-ში იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნების საფრთხეს და სწორედ ეს გახდა 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი.
„ქვეყანა ცდილობდა თანაბრად ეწარმოებინა დიალოგი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და მუდმივად აწყდებოდა სირთულეებს, რომელთა ფესვები იმალებოდა არა ჩვენს უუნარობაში, მიგვეღწია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისთვის, არამედ გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემებში. რუსეთთან უკრაინის ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთში, ძირითადად აშშ-ში, იხილავდნენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებას იმ როლში, რომელსაც თავის დროზე სსრკ ასრულებდა“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.
ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, „უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდა და მისი გადაზრდა ოპოზიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტში მხოლოდ დროის საკითხი იყო“.
იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა და უკრაინელებს მოუწოდა, ირწმუნონ, რომ ყველაფერი შეიცვლება.
„ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო: საკმარისია ხმა მისცეთ იმას, ვისაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, ვინც იცის, რა არის ეკონომიკის კანონები, ვინც აფასებს ადამიანის უფლებას, ისაუბროს მშობლიურ ენაზე, იაროს ეკლესიაში, რომელსაც თავის სულიერ სავანედ მიიჩნევს, ვინც ცხოვრობს მოყვასის სიყვარულით და არა სიძულვილით“, – აღნიშნა მან.