https://sputnik-georgia.com/20210712/putinma-dawera-statia-rusebisa-da-ukrainelebis-istoriul-erTobaze-252300132.html
პუტინმა დაწერა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე“
პუტინმა დაწერა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე“
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T23:23+0400
2021-07-12T23:23+0400
2021-07-12T23:23+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252297267_0:63:3104:1809_1920x0_80_0_0_4d09e564676f25e1255aca1cb84c49f9.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაწერა სტატია რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე. სტატიის სრული ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.აღსანიშნავია, რომ მასალა უკრაინულ ენაზეც გამოქვეყნდა.„აქვე გავუსვამ ხაზს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, პრაქტიკულად ერთი ისტორიული და სულიერი სივრცის ნაწილებს შორის, ბოლო წლებში აღმართულ კედელს აღვიქვამ, როგორც დიდ საერთო უბედურებას, როგორც ტრაგედიას. ეს, პირველ რიგში, სხვადასხვა პერიოდში ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგებია. მაგრამ ამასთანავე, იმ ძალების მიზანმიმართული მუშაობის შედეგიცაა, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი ერთობის დარღვევას“, - წერს რუსეთის პრეზიდენტი.ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია: იმისათვის, რომ უკეთ გაიგო აწმყო და განჭვრიტო მომავალი, საჭიროა ისტორიას მოუხმო. რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკვანძო, გადამწყვეტ მომენტებზე, რომლებიც უნდა ახსოვდეს ყველას რუსეთშიც და უკრაინაშიც.მოქალაქეებთან ბოლო პირდაპირი ხაზის მსვლელობისას პუტინმა აღნიშნა, რომ დაწერდა ანალიტიკურ სტატიას რუსეთსა და უკრაინაზე, რომელშიც საკითხისადმი თავის დამოკიდებულებაზე წარმოაჩენდა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუს და უკრაინელ ხალხს ერთ მთლიანობად მიიჩნევს.რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან.
https://sputnik-georgia.com/20210701/apaturai-nato-Savi-zRvidan-ar-gava-252186445.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252297267_2:0:2733:2048_1920x0_80_0_0_9722af20cbdeb3e02baec8f9d445048c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
პუტინმა დაწერა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაწერა სტატია რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე. სტატიის სრული ტექსტი
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ მასალა უკრაინულ ენაზეც გამოქვეყნდა.
„აქვე გავუსვამ ხაზს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, პრაქტიკულად ერთი ისტორიული და სულიერი სივრცის ნაწილებს შორის, ბოლო წლებში აღმართულ კედელს აღვიქვამ, როგორც დიდ საერთო უბედურებას, როგორც ტრაგედიას. ეს, პირველ რიგში, სხვადასხვა პერიოდში ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგებია. მაგრამ ამასთანავე, იმ ძალების მიზანმიმართული მუშაობის შედეგიცაა, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი ერთობის დარღვევას“, - წერს რუსეთის პრეზიდენტი.
ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია: იმისათვის, რომ უკეთ გაიგო აწმყო და განჭვრიტო მომავალი, საჭიროა ისტორიას მოუხმო. რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკვანძო, გადამწყვეტ მომენტებზე, რომლებიც უნდა ახსოვდეს ყველას რუსეთშიც და უკრაინაშიც.
მოქალაქეებთან ბოლო პირდაპირი ხაზის მსვლელობისას პუტინმა აღნიშნა, რომ დაწერდა ანალიტიკურ სტატიას რუსეთსა და უკრაინაზე, რომელშიც საკითხისადმი თავის დამოკიდებულებაზე წარმოაჩენდა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუს და უკრაინელ ხალხს ერთ მთლიანობად მიიჩნევს.
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან.