პოლიტოლოგი: ნაციონალიზმი უკრაინის პოლიტიკის ავანგარდია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
უკრაინა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადება – 1991 წლის 24 აგვისტოს ხელი მოეწერა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების აქტს.
რატომ მოჰყვა უკრაინის დამოუკიდებლობას შედეგად ნაციონალიზმის აყვავება, როგორ არღვევენ სახელმწიფო დონეზე რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს და ეხმარებიან რადიკალებს – ამის შესახებ Sputnik-ის მასალაში.

კონცეფციამ – „უკრაინა რუსეთი არ არის“ – კრიზისი გამოიწვია

ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
30 წლის განმავლობაში უკრაინა ვერ შედგა როგორც სახელმწიფო, ამბობს რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიაბიზნესის დეპარტამენტის დოცენტი გევორქ მირზაიანი. ამის მიზეზი არის სახელმწიფოს შენების მეტად წარუმატებელი ფორმატი, ხელოვნური კონცეფცია – „უკრაინა რუსეთი არ არის“, რომელიც ორიენტირებულია რუსეთთან დაპირისპირებაზე ყველა მიმართულებით.  
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ ხუთ ყოფილ რესპუბლიკას ჰქონდა სახელმწიფოებრიობის შემდგარი ისტორია იმ საზღვრებში, რომლებიც მათ იმ დროისთვის ჰქონდათ: რუსეთს, სომხეთს, საქართველოს, ლიტვასა და მოლდავეთს, ამბობს მირზაიანი. ყველა დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა და ერთ-ერთი მათგანი – უკრაინაა.
„შეიძლებოდა სახელმწიფოებრიობის შენება ისე, როგორც ამას ბელარუსები და ყაზახები აკეთებდნენ – სამოქალაქო ერის პირობებში, რადგან შესანიშნავად ესმოდათ, რომ მათ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობისა და ენობრივი კუთვნილების ადამიანები. უკრაინელებმა, ნაცვლად იმისა, რომ მრავალეროვანი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ, დაიწყეს „არა რუსეთის“ შექმნა, სახელმწიფოსი, რომელსაც მაქსიმალურად უნდა წარმოეჩინა თავისი არარუსული სახე“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ხელახლა დაიწერა ისტორია, სადაც უკრაინა არსებობდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტი, ხაზს უსვამს პოლიტოლოგი. შედეგად, ამან მხოლოდ გახლიჩა უკრაინის საზოგადოება რუსულენოვან და არარუსულენოვან ნაწილებად.
უკრაინელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
მიმოხილვა: უკრაინის არმია 2021 – შეიარაღება და ბრძოლისუნარიანობა
„მაიდანის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მხოლოდ გააძლიერა ეს არასწორი პოლიტიკა. მათ უკვე დაიწყეს არა „რუსეთი არ არის“, არამედ, როგორც აბსოლუტურად ზუსტად შენიშნა ვლადიმირ პუტინმა, „ანტირუსეთის“ შენება. ანუ სახელმწიფოსი, რომელიც არა მხოლოდ უარყოფდა თავის რუსულ არსს, არამედ უპირისპირდებოდა და ებრძოდა ყველაფერ რუსულს, რაც იყო კიდეც ლოგიკური გაგრძელება, ასე ვთქვათ, ევოლუცია პოლიტიკისა „რუსეთი არ არის“, – ასკვნის ექსპერტი.
მისი აზრით, ამგვარი პოლიტიკის შედეგი დღეს ნათელია: უკრაინაში მიმდინარეობს დეინდუსტრიალიზაცია, დეპოპულაცია, სამოქალაქო ომი, პერმანენტული ეკონომიკური კრიზისი, „როდესაც ქვეყანა დგას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ზღურბლზე“.

რუსების გენოციდი

უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში არის თავი, სადაც მითითებულია, რომ უკრაინის სსრ კანონის წინაშე იცავს ყველა მოქალაქის თანასწორობას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ეროვნული კუთვნილებისა, განათლებისა, ენისა, პოლიტიკური შეხედულებისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვ. თუმცა სინამდვილეში ეს დებულება მთლიანად მივიწყებულია, ამტკიცებს დონბასის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე რომან რაზუმი.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ
„რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. რუს ბავშვებს არ შეუძლიათ რუსულ სკოლაში სწავლა და მშობლიური ენის შესწავლა. აკრძალულია რუსული ფილმები და სიმღერები. ჯერ კიდევ 2014 წლამდე შეიძლებოდა ფიქრი, რომ თანასწორობა დაცული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სამოქალაქო ომი დაიწყო, ყველაფერი გაუარესდა“, – ამბობს Sputnik-ის თანამოსაუბრე.
2020 წელს უკრაინაში მიიღეს კანონი საშუალო განათლების შესახებ. აქტის თანახმად, უკრაინულენოვან ეთნიკურ უკრაინელებსა და „ადგილობრივი ერების“ (ფაქტობრივად, მხოლოდ ყირიმელი თათრები) წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება სასწავლო დროის 100% მშობლიურ ენაზე ესწავლათ; „ევროკავშირის ქვეყნების ენებზე“ მოსაუბრეთ – სასწავლო დროის 40%; რუსებსა და რუსულენოვან მოსახლეობას კი – მხოლოდ 20%.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურა მეთოდურად აუქმებს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს რუსული ენის რეგიონული სტატუსის შესახებ, რომლებიც მიღებულია ე.წ. „კივალოვ-კოლესნიჩენკოს კანონის“ საფუძველზე. კანონის გაუქმება სურდათ „მაიდანელების“ გამარჯვებისთანავე და საბოლოოდ „ანტიკონსტიტუციურად“ 2018 წლის მარტში ცნეს.
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია
2021 წლის ივლისში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თაოსნობით მიიღეს კანონპროექტი ძირძველი ერების შესახებ, რომელთაც, კიევის აზრით, რუსები არ მიეკუთვნებიან.
„ერთმნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდი. მეტიც, რუსებს უკრაინაში ფიზიკურად უსწორდებიან. სამოქალაქო ომის გამო ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა“, – ამბობს რაზუმი.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016-2020 წლებში თითქმის მილიონმა უკრაინის მოქალაქემ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. რუსეთის შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს იმ უცხოელების 62%, რომლებმაც რუსეთის პასპორტი აიღეს, უკრაინის მოქალაქეა.

დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
თანამედროვე უკრაინაში საკონსტიტუციო ნორმა „საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ არ ეხება დონბასის მცხოვრებთ. 2014 წლის 1 დეკემბრიდან, პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს განკარგულების შესაბამისად, მოქმედებს დონბასის იმ ნაწილის ფინანსურ-ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადა, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს. კუთვნილი პენსიებისა და დახმარებების მისაღებად ადგილობრივ მცხოვრებლებს უწევთ „კონტროლირებად ტერიტორიაზე“ გადასვლა, რაც ხშირად ფიზიკურად შეუძლებელია.
„არ მოგვცეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. პენსიონერები კი ჩვენი საზოგადოების ყველაზე ტანჯულ ფენად გადაიქცნენ. ისინი ათენებენ და აღამებენ რიგებში უკრაინის საზღვარზე, რათა ქვეყანაში შევიდნენ და კუთვნილი თანხა მიიღონ“, – აღნიშნავს რაზუმი.

ნაცისტები ნაციონალურ გმირებად იქცნენ

თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია
დღევანდელი უკრაინა – ეს არის ქვეყანა, სადაც ნაცისტურ დამნაშავეებს ეროვნული გმირის სტატუსს ანიჭებენ, ხოლო დისკრიმინაცია ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური ნიშნით სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა. ისინი, ვინც უკრაინაში ნაცისტური იდეოლოგიის პროპაგანდას ეწევიან, ძალოვანების მფარველობითაც კი სარგებლობენ.
ნაციონალიზმი – „ანტირუსეთის“ პოლიტიკის ავანგარდია, ფიქრობს გევორქ მირზაიანი. სწორედ ძალოვანები აწარმოებენ „საჯარო ზეწოლას მათზე, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს რუსულ იდენტობას“.
„პოლიციელების მხრიდან რუსულენოვანი მოქალაქეების მასობრივმა დევნამ იმოქმედა უკრაინის საერთაშორისო იმიჯზე. ნაცისტ-ბოევიკებსა და რადიკალურ ნაციონალისტებს კი სავსებით შეუძლიათ ამის კეთება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც ეთნიკური მიზეზებითა თუ რეპუტაციის გამო ვერ აკეთებს უკრაინის ხელისუფლება „ანტირუსეთის“ პოლიტიკის ფარგლებში“, – განმარტავს პოლიტოლოგი.
ექსპერტის აზრით, ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს საზოგადოების, უკრაინის სახელმწიფოებრიობის შემდგომ დეგრადაციას, სისტემურ პრობლემებს და, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ დანაწევრებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0