მოსაზრება: უკრაინული გაკვეთილები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
დამოუკიდებლობის წლებში უკრაინა მაგალითი გახდა სხვა სახელმწიფოებისთვის — მაგალითი, რომელსაც არავის უსურვებ.
გევორქ მირზაიანი
ზოგი სახელმწიფო (ან გაერთიანებული სახელმწიფოები) თანამედროვე სამყაროში მაგალითია დანარჩენებისთვის. ასე მაგალითად, ევროკავშირი დღეისათვის ყველაზე ეფექტური ინტეგრაციული გაერთიანებაა, სიმბოლო იმისა, რომ კაცობრიობა განწირული არ არის ფეოდალური დაქუცმაცების პირობებში ცხოვრებისთვის და რომ ქვეყნებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს, შეუძლიათ გაერთიანდნენ უმაღლესი მიზნებისთვის.
უკრაინული გრივნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დეფოლტი ახლოსაა: სადამდე მიიყვანა კიევი ანტირუსულმა პოლიტიკამ
შეერთებული შტატები იყო რაღაც მომენტში დემოკრატიისა და წარმატებული განვითარების მაგალითი, მაგრამ დღეს ის გახდა მაგალითი იმისა, თუ რაში შეიძლება გადაგვარდეს დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი, თუ არ შემოიფარგლება კანონით და მიზანშეწონილობით. მოძრაობები, როგორიცაა BLM და MeToo, ამ გადაგვარების მაგალითებია და ამერიკულ საზოგადოებას შიგნიდან ანადგურებს.
რუსეთს სხვა ფუნქცია აკისრია. ის (ჩინეთთან და, ნაწილობრივ, თურქეთთან ერთად) გახდა მაგალითი იმისა, რომ დასავლური მოდელის დემოკრატია არ არის წარმატებული პოლიტიკური სისტემის ერთადერთი შესაძლო მოდელი; იმისა, რომ თითოეულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მის ტრადიციებზე, გეოგრაფიაზე, ცხოვრების დონესა და მოსახლეობის საჭიროებებზე.
ამის ნათელი მაგალითი გახდა უკრაინა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ შეერთებულ შტატებს (რომელიც ახორციელებს ამ ქვეყნის გარე კონტროლს) დიდი გეგმები ჰქონდა კიევთან დაკავშირებით.
ვაშინგტონი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ერთგვარი „განვითარებისა და დემოკრატიის შუქურის“ შექმნის იდეას; სანიმუშო მაგალითს იმისა, რომ ერთი ცალკეული ქვეყანა დახავსებული ავტორიტარული სახელმწიფოდან თანამედროვე აყვავებულ საზოგადოებად შეიძლება გადაიქცეს იმის ხარჯზე, რომ ის დასავლეთისკენ მიბრუნდა და თავმდაბლად მიიღო ყველა მისი რჩევა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების საკითხებში.
დმიტრი ვიდრინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
ამ „შუქურას“ უნდა ეიძულებინა რუსული საზოგადოება, მოეთხოვა ხელისუფლებისგან ამავე გზით სიარული და ამით დახმარებოდა შეერთებულ შტატებს, რომ მოსკოვში, ფერად რევოლუციას თუ არ მოაწყობდა, სერიოზულად მაინც შეასუსტებდა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კრემლში, რომელიც არ ემორჩილება ვაშინგტონს.   
ისევ და ისევ, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ შეერთებული შტატები თავის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდწილად რუსეთის შეკავების პრიზმაში უყურებს.

შუქურები არ დაინთო

„შუქურობის“ პირველი ამერიკული კანდიდატი იყო საქართველო, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ გზით მოვიდა, რის შემდეგაც მან მთელი რიგი რეფორმები გაატარა ამერიკული და ევროპული ფულით. ლიბერალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი წამოწევა, წიგნების გამოქვეყნება სათაურებით „რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას“, მაგრამ ქართული ექსპერიმენტი საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა — შემსრულებლის ექსცესები, ლიბერალიზმის გადაჭარბებები (მაგალითად, მარცვლეულის იმპორტზე გადასახადების მოხსნა, რამაც დარტყმა მიაყენა ქართულ სოფლის მეურნეობას), საქართველოში საკუთარი განვითარების რესურსების დეფიციტი, ასევე ქართველთა ღრმა რუსოფობიის ნაკლებობა.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
პოლიტოლოგი: ნაციონალიზმი უკრაინის პოლიტიკის ავანგარდია
შემდეგ მზერა უკრაინას მიეპყრო — რესურსებით მდიდარ ქვეყანას დიდი მოსახლეობით, რომლის ელიტა მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა პოლიტიკას მათი სახელმწიფოსა და საზოგადოების „არარუსეთად“ ქცევისთვის — რუსი ხალხის ნაწილის იზოლირებისა და „ნამდვილ უკრაინელებად“ გადაქცევის პოლიტიკას, ცალკე არარუსული ისტორიით, საკუთარი ენითა და ეროვნული გმირებით.
ამერიკული ხელის მსუბუქი მოძრაობით „არარუსეთი“ 2014 წელს საბოლოოდ გადაიქცა „ანტირუსეთად“ და პოსტმაიდანურმა ხელისუფლებამ, ამერიკელი კურატორების ზედამხედველობით, ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების პროცესი დაიწყო.
შედეგად, უკრაინა მართლაც გახდა მაგალითი, მაგრამ სულაც არა ისეთი, როგორიც ამერიკელებს სურდათ.
ის გახდა მაგალითი იმისა, რომ აგრესიულ რუსოფობიას ქვეყანაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს რუსულად, ფიქრობს რუსულად და თვლის თავს რუსად, არ მოსდევს სტაბილური და აყვავებული საზოგადოების შექმნა.
უფრო პირიქით, ის სტიმულს აძლევს განხეთქილებას, სამოქალაქო კონფლიქტსა და სამოქალაქო ომსაც კი. ის გახდა მაგალითი იმისა, რომ აგრესიულ რუსოფობიას ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და დიდწილად მასზეა დამოკიდებული, არ მოაქვს სახელმწიფოს უსაფრთხოება და განვითარება.
უკრაინელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
მიმოხილვა: უკრაინის არმია 2021 – შეიარაღება და ბრძოლისუნარიანობა
უკრაინამ დაკარგა რუსულ ბაზარზე უბაჟო წვდომა და მხოლოდ კრემლის თავშეკავებისა და საკმაოდ რბილი პოზიციის გამო (რის გამოც ვლადიმირ პუტინს ბევრი რუსი ექსპერტი აკრიტიკებს) არ დაკარგა უვიზო რეჟიმი, შესაძლებლობა გასტერბაიტერებისთვის, იმუშაონ რუსეთში, და ასევე არ მიიღო სერიოზული ეკონომიკური სანქციები.
ის გახდა მაგალითი იმისა, რომ დასავლეთის ანტირუსული ფორპოსტის როლის ნებაყოფლობით აღებას არ მოაქვს სერიოზული დივიდენდები.
უკრაინაში დარწმუნებული იყვნენ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველანაირად დაუჭერენ მხარს თავიანთ ფორპოსტს — ჩადებდნენ მასში ფულს, მისცემდნენ პოლიტიკურ კაპიტალს და დასავლურ ინტეგრაციულ ბლოკებშიც კი ჩართავდნენ (ევროკავშირში თუ არა, ნატოში მაინც). მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, დასავლეთი თანდათანობით ტოვებს უკრაინას. ევროკავშირში უკვე ესმით, რომ რუსეთთან კონფლიქტი უაზროა და ამაში გამარჯვების შანსი არ აქვთ, აშშ-ში კი ეს ცალკეულ ადამიანებს ესმით და შედეგად – დასავლეთი ცდილობს მოსკოვთან მოლაპარაკებას.
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
უკრაინა, თავისი რუსოფობიით, ბანალურად აღმოჩნდება ისტორიული პროცესის განაპირას (როგორ ხმამაღლაც უნდა იყვირონ საპირისპირო) და გრძელვადიან პერსპექტივაში — რუსეთთან პირისპირ (რომელიც, მოგეხსენებათ, კეთილია, მაგრამ კარგი მეხსიერება აქვს).
შეერთებული შტატების სამოკავშირეო ვალდებულებებმა (არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ ადგილობრივი კოლაბორანტების მიმართაც) უკვე წარმოაჩინა მთელი მათი საიმედოობა უამრავ ადგილას, რომელთაგან ბოლო იყო ავღანეთი. განსაკუთრებით ქაბულის აეროპორტი.
ასე რომ, ყველა ქვეყანამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს უკრაინის მაგალითი და არ გაიმეოროს ის. ეს განსაკუთრებით ეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც მოუწევთ რუსეთთან ერთად ცხოვრება და რომლებსაც რუსეთი სიღატაკისა და საგარეო საფრთხეებისგან იცავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0