მოსაზრება: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება უკრაინის სტაბილურობის უზრუნველყოფას?

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
კრიზისი, რევოლუციები, ოლიგარქია და ვალები – ასე შეიძლება დახასიათდეს დამოუკიდებელი უკრაინის 30-წლიანი ისტორია.
როგორ გადაიქცა სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა თანდათანობით აუტსაიდერად, პოლიტოლოგები განმარტავენ.
უკრაინა მიეჩვია, რომ თავის მრავალრიცხოვან პრობლემებში რუსეთი დაადანაშაულოს. რატომღაც კიევის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანას ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკური სირთულეები 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე შეექმნა.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მოსაზრება: უკრაინული გაკვეთილები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის
ქვეყანაში კრიზისი ზუსტად 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხელისუფლების რა ქმედებები აფერხებს უკრაინას მუდმივი ვარდნის მდგომარეობიდან გამოსასვლელად — წაიკითხეთ Sputnik-ის სტატიაში.

ოლიგარქები დააჯილდოვეს — რისთვის, არ გვახსოვს

უკრაინამ მთავარი შეცდომა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაუშვა.
ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეექმნა ეროვნულ იდენტობაზე ორიენტირებული ეთნოკრატიული სახელმწიფო და ცდილობდა შეძლებისდაგვარად სწრაფად გათავისუფლებულიყო საბჭოთა წარსულისგან, განმარტავს პოლიტიკური ანალიტიკოსი ალექსეი კოჩეტკოვი. „ქვეყანაში ახალი იდენტობის კონსტრუირება დაიწყეს. ეს სტრატეგია მოიაზრებდა რუსეთთან დუნედ მიმდინარე, ახლა კი უკვე ღია კონფლიქტს, თანაც ქვეყნის შიგნითაც არ შეიძლებოდა, რომ კონფლიქტები არ მოეტანა“, — ამბობს ის.
მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ წიგნი, რომელიც უკრაინის მეორე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გამოსცა მაშინ, როცა ქვეყანას მართავდა. სათაური მეტად მეტყველი შეარჩია: „უკრაინა რუსეთი არ არის“. გასაგებია, რომ წიგნში კუჩმა ყურადღებას ამახვილებს არა სახელმწიფოებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, არამედ პირიქით — ყველაფერ იმაზე, რაც უკრაინელ და რუს ხალხებს განასხვავებს.
სხვათა შორის, სწორედ კუჩმას მმართველობის დროს მოხდა ქვეყნის უდიდესი ქარხნებისა და საწარმოების პრივატიზაცია.
უკრაინული გრივნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დეფოლტი ახლოსაა: სადამდე მიიყვანა კიევი ანტირუსულმა პოლიტიკამ
ამრიგად, ჩამოყალიბდა ოლიგარქების კლასი, რომელსაც ალექსეი კოჩეტკოვი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს. „ოლიგარქიულმა კლანებმა დაიწყეს საბჭოთა მემკვიდრეობის გადანაწილება, ხოლო უკრაინული ეკონომიკა აღარ იყო თვითკმარი — ზოგმა საწარმომ ვერ შეძლო ფუნქციონირება, რადგან გაყიდვების ბაზრები სსრკ-ის გაქრობისთანავე შეიცვალა, ან ტექნოლოგიური ჯაჭვი დაირღვა, — ამბობს ექსპერტი. — ამ საწარმოების განვითარება შეიძლებოდა, მაგრამ ახალი პატრონებისთვის მათი გაკოტრება უფრო მარტივი იყო“.
შედეგად, ქვეყანაში დაიწყო უწყვეტი ბრძოლა ოლიგარქიის წარმომადგენლებს შორის — თითოეული ცდილობდა, გაეკონტროლებინა ეკონომიკური რესურსები.
კუჩმას პრეზიდენტობის დროს ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო ვიქტორ პინჩუკი, ლეონიდ კუჩმას სიძე.
უკრაინის მესამე პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პოსტზე თავი დაგვამახსოვრა არა მხოლოდ ღიად პროდასავლური პოლიტიკით, არამედ რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკისთვის I და III ხარისხის ორდენების (შესაბამისად) მინიჭებითაც.
აღსანიშნავია, რომ როდესაც მედიამ ჰკითხა იუშჩენკოს, თუ რატომ აჯილდოვებდა იგი ოლიგარქებს, მას მკაფიო პასუხი არ გაუცია. იუშჩენკოს უბრალოდ არ ახსოვდა მიზეზი.

დოკუმენტი არაფერს ნიშნავს

დმიტრი ვიდრინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დიმიტრი ვიდრინი: კიევის სამიტი „ყირიმის პლატფორმა“ შინაარსისგან დაცლილია
„ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნა, — მიაჩნია ალექსეი კოჩეტკოვს. — ქვეყანაში მიმდინარეობდა გამუდმებული ბრძოლა „ყველა ყველას წინააღმდეგ“, ამიტომაც უკრაინა ვერასდროს გახდა სახელმწიფო“.
სრულფასოვან სახელმწიფოში, როგორც მინიმუმი, კანონი მოქმედებს, ამბობს პოლიტოლოგი. ხელისუფლება კი პრაქტიკულად არ იცავს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციას. დოკუმენტის მეორე თავი კი ამბობს, რომ „არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, სხვა ჯგუფს ან ინდივიდს არ შეუძლია ისაუბროს უკრაინის ხალხის სახელით“.
თუმცა, ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს ხელი არ შეუშლია მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილება იმდენად ბოროტად გამოეყენებინა, რომ ხელისუფლების მომდევნო შეცვლის შემდეგ მის წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო. კონკრეტულად რამდენ საქმეზეა საუბარი, ამის თქმა პოროშენკოს ადვოკატსაც კი უჭირს.
პოროშენკოს მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე — დასასვენებელი ბაზა „ივუშკას“ ბედის გამოძიება იყო. ბაზა უკრაინის უსინათლოთა საზოგადოებას ეკუთვნოდა, მაგრამ ის „სოიუზ-ინვესტის“ წარმომადგენლებს მიჰყიდეს — კომპანიას, რომელსაც პეტრო პოროშენკოს უკავშირებდნენ. ცნობილია, რომ პოროშენკოს ფული არ უჭირს — ის მეწარმეა და Forbes-ის სიაში ფიგურირებს. 2021 წლის მარტის მონაცემებით, მისი ქონება 1,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

ახალი სახეები და ძველი ფოცხები

კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
პოლიტოლოგი: ნაციონალიზმი უკრაინის პოლიტიკის ავანგარდია
პოროშენკოს მემკვიდრემ, მოქმედმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ისაუბრა ოლიგარქიასთან ბრძოლის სურვილზე. ოლიგარქების მთავრობაზე გავლენის შემცირება იყო მისი წინასაარჩევნო დაპირება. როგორც 2020 წლის მაისში რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, უკრაინელთა 71%-ს მიაჩნდა, რომ ზელენსკიმ სიტყვა არ შეასრულა.
უკრაინის პარლამენტის ვებ-გვერდზე წელს გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქებს საშიშროებად მიიჩნევს ეროვნული უშიშროებისთვის. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა, რომელსაც უკრაინის უმსხვილესი მედიაჯგუფი „1+1 მედია“ ეკუთვნის, და რომელზეც გადიოდა სერიალი „ხალხის მსახური“ — ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.
„ყველაფერი, რაც კიევის ოფიციალურ წრეებში ხდება — ეს არის ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დადგმა, — ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმირ კორნილოვი. — აქ მხოლოდ მოთამაშეები იცვლებიან, ფოცხები კი იგივეა. პრობლემები ქვეყანაში ძალადობრივი ფორმით წყდება. და ამ სამეფო კარის ინტრიგების შედეგად ადამიანები უბრალოდ ადგილებს ცვლიან ათობით წლის განმავლობაში. ჩნდება რაღაც ახალი სახეები — იმავე ზელენსკის მსგავსად, მაგრამ ოლიგარქები იგივენი არიან“.
თუმცა, ყოფილი მოკავშირის წინააღმდეგ გამოსვლა არ აძლიერებს ზელენსკის იმიჯს. პრეზიდენტის რეიტინგი კორონაკრიზისის გამოც ეცემა. ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ აჩვენა, რომ უკრაინის სამედიცინო სისტემა მზად არ არის პანდემიისთვის. კარანტინი უფრო ქაღალდზე დაწესდა, ვიდრე რეალობაში, რასაც ვაქცინების დეფიციტი და დაავადების ზრდა მოწმობს.
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
„ყველაფერი, რასაც ზელენსკი აკეთებს — ნორმალური სახელმწიფოს იმიტაციის მცდელობაა, — მიაჩნია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ ალექსეი ზუბეცს. — უკრაინა კი — სახელმწიფო-გარსია. ის ოფიციალურად არსებობს, მაგრამ მის შიგნით არაფერია. სახელმწიფოს არ შეუძლია შეასრულოს თავისი სოციალური ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე“.

ყველაფერი, გარდა ნამდვილი პრობლემებისა

თითქოს ქვეყნის შიგნით დაძაბულობამ ხელისუფლება უნდა დააფიქროს მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებზე — კორუფციაზე, წარმოებისა და ჯანდაცვის კრიზისზე, მაგრამ ამის ნაცვლად კიევმა ხელი მოაწერა კანონს „სრულ ზოგად საშუალო განათლებაზე“, რომელიც ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლებას ამცირებს, თითქოს ენობრივი კონფლიქტები უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხია.
კიდევ უკრაინას რეალურ პრობლემად მიაჩნია დეკომუნიზაცია, რაც ძირითადად უკრაინის კომუნისტური პარტიის აკრძალვაში გამოიხატება. კიევმა აკრძალა საბჭოთა სიმბოლიკაც და საბჭოთა რეჟიმი ნაცისტურს გაუტოლა. ამასთან ქვეყანამ 18 აგვისტოს აღნიშნა ნაცისტი დამნაშავის ომელიან გრაბცის 110 წლისთავი, რომელსაც 30 ათასი ებრაელის მკვლელობაში აქვს მონაწილეობა მიღებული 1941-1944 წლებში.
ამავდროულად ქვეყანაში ყველაზე საშიშ ადამიანად მიიჩნევა პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი.
ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
ახლა მედვედჩუკს „სახელმწიფოს ღალატსა“ და „ომის კანონებისა და წესების დარღვევაში“ ადანაშაულებენ. პარტიული ფუნქციონერების თქმით, პოლიტიკოსს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან განაცხადა, რომ „ორგანიზაციის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ წევრები დაიცავენ თავიანთ იდეებს, შეინარჩუნებენ დიდი სამამულო ომის ხსოვნას და პატივს მიაგებენ მის გმირებს“.
მედვედჩუკის მიმართ ბრალდებებმა უკრაინის გახლეჩილი საზოგადოებაც კი გააოგნა. სოციოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, გამოკითხული უკრაინელების 60% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი უდანაშაულოა.
აშკარაა, რომ რიგით მოსახლეობასაც კი ესმის, რომ უკრაინის ნამდვილი პრობლემები სხვა რამეშია. დიდი სამამულო ომის ხსოვნაზე უარის თქმა თუ რუსულ ენასთან ბრძოლა ვერ მოახდენს უმუშევრობისა და კრიზისის კომპენსაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წვრილმანებზე სკანდალებს ხალხის ყურადღება რაღაც მართლაც მნიშნელოვნიდან გვერდზე გადააქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0