ჯიუტი თხა და მოქნილი მაიმუნი

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშითხა და მაიმუნი
თხა და მაიმუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სულხან მელაძე

 ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო, ვიცი არ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ კვლავაც მსურს თხრობისას ორიგინალური ვიყო. აი ისე, როგორც მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ვეჭვობ ამჯერად ვერ შევძლებ… კი, ასეა ნამდვილად. ეს ის შემთხვევაა, როცა ეჭვებს ვერაფრით გავაქარწყლებ და გამორჩეულიც არაფრით ვიქნები. ახლა შესაძლოა მკითხოთ — რატომ ასეთი პესიმიზმი? პასუხი ძალზედ მარტივია. სულ ცოტა იმიტომ, რომ თავად ის საქმე რასაც ახლა უნდა შევეჭიდო არაფრით არის ორდინალური, მით უფრო საქები. ამჯერად ალბათ იკითხავთ — ასეთი რა არის? გეტყვით, რომ ეს ის არის, რითაც ამ დღეებში მხოლოდ მე ერთი როდი ვერთობი, გნებავთ ვკავდები. დიახ, სწორედ ასეა, მომავალი წლის მოლოდინში უმრავლესობა სტომაქის აღლუმისთვის მზადებასთან ერთად ანალიტიკურ უნარს აძლევს გასაქანს და გასულ წელს აფასებს. ხატოვნად თუ ვიტყვი ეძებს პასუხს კითხვებზე — რას ველოდით, რა მოგვიტანა და რას გვიტოვებს წელი მიმავალი. სხვისი არ ვიცი და მე ჩემსას ვეცდები. მაშ ასე…

  რას ველოდით? 

 ერთი წლის წინათ, როცა ლურჯი თხის მოლოდინში ცხენის წელს ვაცილებდით ტრადიციული სამზადისი გვქონდა. ვისაც როგორ შეგვეძლო ისე მოვრთეთ ნაძვის ხე, თუ ჩიჩილაკი და დავხუნძლეთ საახალწლო სუფრა. თუმცა მთავარი მაინც სიახლის მოლოდინი იყო.თავისი სიმრავლითა და მრავალფეროვნებით საახალწლო სურვილები მარად გამორჩეულია. ახალი წლის ღამეს პირადი და საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხები ერთად იყრიან თავს. მთავარი მაინც იმედი  და რწმენაა იმისა, რომ მომავალი აწმყოსა და წარსულზე უკეთესი იქნება. ვინ რას ელოდა? ჩამონათვალი ვრცელი იქნება და შესაძლოა ქართველი კაცის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი ამ ერთმა სტატიამ ვერც დაიტიოს. ამიტომაც მოკლედ ვიტყვი. რა დასამალია, რომ ოპტიმისტები უკლებლივ ყველა სურვილის ასრულებასა და შესაბამისად პრობლემის მოგვარებას ელოდნენ. გაუარესების მოლოდინში პესიმისტები იმთავითვე არსებული ვითარების შენარჩუნებაზეიყვნენ ყაბულს. რაც შეეხება რეალისტებს ისინი დიდი ხანია  მიხვდნენ, რომ მომავლის კარგიც და ავიც მათი საკეთებელია. 

 ამ ერთი დიდი ზღაპრის პერსონაჟები ასტროლოგები არიან და ხშირად სწორედ მათ ნაამბობს ეფუძნება ყოველი ჩვენგანის მოლოდინი. ასე იყო ამჯერადაც. გვითხრეს, რომ ლურჯი თხა გულღია, ხელგაშლილი, კეთილსინდისიერი, მოკრძალებულიდა თანაც ყურადღებიანია. ამასთან ერთად ჯიუტია. ახასიათებს სპონტანურობა, შურისძიება, სიზარმაცე, არაორგანიზებულობა ყოყმანი  და უპასუხისმგებლობა. არა აქვს კომპრომისის უნარი. ჩვენი მოლოდინიც ამ თვისებათა ერთობლიობამ განსაზღვრა.

 რა მოგვიტანა?

 აკი გაგვაფრთხილეს, რომ თხა ჯიუტიაო და წლის დასაწყისში ლარმა ჯიუტად დაიწყო ყვინთვა ფსკერისკენ. ეს პროცესი ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა, სანამ თავად თხა არ დაიღალა მისივე სიჯიუტით. ლარის გაუფასურების მიზეზების განმარტებისას ხელისუფლება ჯიუტად საგარეო, კერძოდ, რეგიონში მიმდინარე პროცესებითა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისით აპელირებდა. ეროვნული სიამაყის გაბითურებაზე ოპოზიცია, ასევე ჯიუტად პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ელიტას აკისრებდა. ამასობაში, მოსახლეობა ყოველდღიურად ჯიუტად ღარიბდებოდა და ვერაფერი ნუგეში იყო პენსიონერებისთვის სექტემბრის თვიდან პენსიის ათი ლარით მომატება. ლურჯი თხა გულღია და ხელგაშლილია, ამიტომაც მისგან მეტს ელოდნენ.

грузинская валюта лари - Sputnik საქართველო
ფსკერიდან ზედაპირისკენ სანტას მოლოდინში

 უნდა ითქვას, რომ ზოგადად სიჯიუტე წლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ამ „საშურ“ საქმეში ერთმანეთს ჯიუტად ეჯიბრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ ცნობადი სახეები. „ღვაწლს“ ნუ დავუკარგავთ და ამ საახალწლო დღეებში მაინც ვთქვათ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში განსაკუთრებული სიჯიუტით ერთ მხარეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მეორე მხარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილი გამოირჩეოდნენ. წლის მანძილზე „მოქალაქე“ პრეზიდენტს ჯიუტად მოუწოდებდა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ათონელის ქუჩაზე N 25 — ში მდებარე რეზიდენციაში გადასვლისკენ.  ოდესღაც ფავორიტმა „მოქალაქის“ მოწოდება ჯიუტად არ ისმინა. ლურჯი თხა კომპრომისის უნარს მოკლებულია და შესაძლოა ამიტომაც სახელმწიფოს მეთაური და პრემიერყოფილი ვერაფრით თანხმდებოდნენ კონკრეტულ სახელმწიფოს ვინ უნდა სტუმრებოდა და გაეროს საერთაშორისო ტრიბუნიდან ვის უნდა ეთქვა მგზნებარე სიტყვა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში გადავა

 ისე, სიჯიუტეს მხოლოდ თხას ნუ დავაბრალებთ. წლების მანძილზე ნგრევისა, თუ შენებისას ჯიუტად არ ვიზიარებდით გარემოსდამცველთა რჩევებს და13 ივნისს ლურჯი თხის კიდევ ერთმა უარყოფითმა თვისებამ იჩინა თავი — შურისძიება! პატარა მდინარემ სახელად „ვერა რეჩკა“, მოვარდნილი ღვარცოფით დაგვანახა, რომ ქვეყნად მბრძანებელი ბუნებაა… ისე, სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ სტიქიასთან ბრძოლისას და დაზარალებულთა დახმარებისას ყურადღებიანი, კეთილსინდისიერი და ხელგაშლილი ვიყავით. მახსოვს იმ ტრაგიკულ დღეებში რამდენჯერმე გაისმა, რომ სპონტანურად ახალი სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა. არ მჯერა, ერთ ან გნებავთ, რამდენიმე დღეში სამოქალაქო საზოგადოების დაბადებისა, მაგრამ მთავარია, რომ ითქვა და მერე რა, რომ ვეჭვობ ასევე სპონტანურად. მკითხველს შევახსენებ, რომ სპონტანურობა ლურჯი თხის კიდევ ერთი თვისებაა. 

ლიკვიდაცია სტიქიის შედეგების - Sputnik საქართველო
თბილისის წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 აი ახლა თქვენი დახმარება მჭირდება, თუმცა საამისოდ დრო არ არის და თავადვე განვაგრძობ არაკს. არ ვიცი რომელ ერთ კონკრეტულ თვისებას დავაბრალო, რომ თვეების მანძილზე ლურჯი თხა ვერაფრით გაერკვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ — ის გარშემო განვითარებული პროცესებში. მერწმუნეთ პირუტყვის ფერი, როგორც ყველა სხვა ამ შემთხვევაშიც არაფერ შუაშია. ამიტომაც მომავალში მას ფერის მიუთითებლად მოვიხსენიებ. მაინც რა იყო ეს? წლების მანძილზე რბილად, რომ ვთქვათ საეჭვო ვითარებებსა და გარემოებებში, ხელიდან ხელში გარდამავალი ტელევიზიის კოლექტივისა და მისი „გულშემატკივარი“ პოლიტერთობის კოლექტიური ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისათვის და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის წინააღმდეგ, თუ ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრის მიერ კერძო საკუთრებაზე შელახული უფლების აღდგენის მცდელობა. სიჯიუტემ აქაც იჩინა თავი. მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. თხას სიჯიუტემ უწია და დაიბნა. მას ვერც წლების მანძილზე მიძინებული საკონსტიტუციო სასამართლოს „გამოფხიზლებამ“ და მიღებულმა გადაწყვეტილებამ უშველა. სწორედ თხისთვის დამახასიათებელი მოკრძალებით გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ საკითხი განსახილველად და დასკვნისათვის მაიმუნს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტას მოითხოვს

 რაც შეეხება სასამართლოს… აქაც უცნობია თხის რა თვისებამ განაპირობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გამჭვირვალედ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით შეიცვალა. ალბათ ისევ კეთილსინდისიერებამ იმარჯვა, თუმცა ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან სასამართლო სისტემაში წლის მანძილზე და განსაკუთრებით დეკემბრის თვის მესამე დეკადაში განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, თემიდის კეთილსინდისიერებაზე საუბარი ნაადრევია და მისი გაპატიოსნებაც საუკეთესო შემთხვევაში მაიმუნს მოუწევს და ესტაფეტა მამალს არ გადაეცემა.

თბილისი - Sputnik საქართველო
კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა

 სხვა კიდე რა გითხრათ, ვიცი ვერაფრით გაგახარებთ… ღმერთო ჩემო, ამის დავიწყება არაფრით მეპატიება. ყოყმანი, დიახ სწორედ, რომ ყოყმანი! აბა სხვა რა თვისებას დავაბრალო, რომ ნატო-ში მიმავალ გზაზე ახლა მაიმუნის იმედად დავრჩით. ამჯერად ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას დაველოდებით. ალიანსში გაწევრიანების იდეას ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ. ამ დროს უკვე რახანია გვეუბნებიან ნატო-ს კარი თქვენთვის ღიაა, ოღონდ არ შემოხვიდეთო. დასავლეთის ყოყმანი, გნებავთ სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ ნურავის გაუკვირდება, რომ ამ გაჭიანურებულმა მოლოდინმა ხალხში გულგატეხილობა გააჩინა.

Грузино-американские учения - Sputnik საქართველო
აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის სჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

 თხა ამავდროულად გულღიაა და წლის ბოლოს ნატოს მესვეურთაგან გულდაწყვეტილები დასავლეთის „ფრონტის“ მიმართულებით ბრიუსელიდან ევროკავშირის გზავნილმა გაგვახარა.  ევროპული კომისიის დასკვნით საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მომავალი წლის სავარაუდოდ მეორე ნახევრიდან,საქარველოს მოქალაქეები ე.წ შენგენის ზონაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. გარღვევაა ჩრდილოეთის „ფრონტის“ მიმართულებით. სავიზო რეჟიმი გამარტივდა რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის მსურველთათვის. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღებას გაამარტივებს

 კომპასს კარგად დავაკვირდეთ და აღმოსავლეთ „ფრონტსაც“ ნუ დავივიწყებთ და მასთან ერთად „ახალი აბრეშუმის გზის“ შემობრძანებას. საქართველო-ჩინეთის სარკინიგზო მიმოსვლის სიკეთეს ქვეყანა უახლოეს სამ წელიწადში იგრძნობს.

ევროკავშირი - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა

 სამი „ფრონტის“ მიმართულებით წარმატებების ფონზე არ უნდა გავყოყოჩდეთ. წითელი მაიმუნი, შეფერილობა ამჯერადაც არაფერს განსაძღვრავს, ძალზედ მოქნილია, თუმცა მომავალში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური რყევების გაღვალისწინებით მოსახვევში მოძრაობისას სიფრთხილე გვმართებს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
სასწრაფოდ: საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა

 ეს დამქანცველი არაკი დასასრულს უახლოვდება. დამეთანხმებით ალბათ, რომ წლის ბოლოს თხაში სპონტანურობამ ყველა სხვა თვისებას სძლია. მოულოდნელად პრემიერ-მინისტრი გადადგა და უმრავლესობამ ეს ნაბიჯი სწორედ სპონტანურ გადაწყვეტილებად შეაფასა. ახლა იმედი ისაა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის დამტკიცებას თხისთვის დამახასიათებელი უპასუხისმგებლობით არ ჩაუვლია.  

 რა დაგვიტოვა?

 აი ამ დასკვნით კითხვაზე პასუხი მარტივია. ოპტიმისტებს, პესიმისტებს და რეალისტებს ლურჯი თხისგან თანაბრად ერგოთ უკვე ტრადიციული იმედგაცრუება დამომავლის იმედი. ახლა ყოველი ფიქრობს, რომ იმედილურჯ თხას წითელი მაიმუნი აჯობებს. ლურჯ თხას ვნახოთ, დაველოდოთ ვიდრე მამალი დაიყივლებს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0