ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” ფარგლებში საქართველომ ყველა დადგენილი კრიტერიუმი შეასრულა, იუწყება ქართული მედია.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოსთან მიმართებით ევროკომისია პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების მიზეზი ტექნიკური ხასიათის იყო, რომელიც საქართველოს არ უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში საქართველოსთვის პოზიტიური იქნება.

ეს არის ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

 


ყველა ახალი ამბავი
0