პრემიერი: საქართველოსთან მიმართებით ევროკომისია პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის პოზიტიური გადაწყვეტილება მიულოცა.

თბილისი, 18 დეკემბერი  – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური იქნება.

ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს პარასკევს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

„გუშინ, გვიან ღამით ევროკავშირში მქონდა საუბარი და მინდა პირადად ვუთხრა საზოგადოებას და თქვენ, რომ დღეს ევროკავშირი საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია, გილოცავთ ყველას“, განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს, 18 დეკემბერს.

პრემიერმა მთავრობის წევრებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: ევროკავშირის გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენა იქნება

„ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში და არც ერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს, ასევე გილოცავთ ყველას. ვულოცავ ქართველ ხალხს. ესაა ქართველი ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, მოხსენებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამშაბათს, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების მიზეზი ტექნიკური ხასიათის იყო, რომელიც საქართველოს არ უკავშირდება.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2015 წლის ბოლოს – 2016 წლის დასაწყისში ამოქმედდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0