23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღებას გაამარტივებს

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების მიღების პირობებს გაამარტივებს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისი, 22 დეკემბერი – РИА Новости. რუსეთი 23 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების მიღების პირობებს გაამარტივებს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კონტექსტში, 23 დეკემბრიდან დაიწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო, საქმიანი, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების ნებისმიერი ვადით გაცემა“, – აღნიშნულია დოკუმენტში. 

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0