თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, ზოოპარკის ახალ ადგილზე გადატანის ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა ხუთშაბათს დედაქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 13 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 19, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, სტიქიით შედეგად 170 ოჯახი დაზარალდა.
”შევხვდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებს, რომელთაც პირველი აუცილებელი შეფასებები მოგვაწოდეს. არის ორი მაჩვენებელი: პირველი — ზარალი, რომელიც მიიღეს ადამიანებმა და ინფრასტრუქტურამ, შეადგენს 70 მლნ ლარს (დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარი). მაგრამ თუ ზოოპარკის ახალ ადგილზე გადატანის ხარჯები იქნება გათვალისწინებული, ზარალი 200 მილიონამდე (დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარი) აღწევს”, — განაცხადა ქუმსიშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ზოოპარკს გარეუბანში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ, ხოლო ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო პარკი გაშენდება.