პრემიერი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტას მოითხოვს

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია, აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლო პროცესის პოლიტიზირებისაგან და შეწყვიტონ ზეწოლა მართლმსაჯულების სისტემაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

აქცია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არ გეგმავდა რევოლუციას

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს — საქართველოშიც და საზღვარგარეთაც — თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს, მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარასკევს, 30 ოქტომბერს ბრიფინგზე.

ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია, აღნიშნა პრემიერმა.

სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა ქიბარ ხალვაშის სარჩელს, რომელიც ტელეკომპანიისგან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს. ტელეკომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მოვლენები მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ არის ინიცირებული, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია დახუროს.

მანამდე ეუთოს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს და საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების პრინციპები შეახსენეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0