ფსკერიდან ზედაპირისკენ სანტას მოლოდინში

© фото - public domainгрузинская валюта лари
грузинская валюта лари - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სულხან მელაძე

 გიხაროდენ! დიახ, სწორედ ასე, რადგან არ ვიცი სხვაგვარად როგორ გაუწყოთ ეს მართლაც სასიხარულო ამბავი. ახლა იმედია უკვე უახლოეს დღეებში თუ არა, მომავალში მაინც  იქნება ფინანსური სტაბილურობა დაფუძნებული ეროვნული სიამაყის ლარის სიმყარეზე.

ამ და სხვა მოსალოდნელ მრავალ სიკეთეს თავი, რომ დავანებოთ, სულ ცოტა წარსულს ჩაბარდება სავალუტო რყევები, შოკი და კრიზისი… ასეთი რა ხდება? უსათუოდ იკითხავს მეტწილად ზომიერი სარკაზმით გაჯერებული ჩემეული თხრობით დაღლილი და კაიამბების მოსმენას მონატრებული მკითხველი. აღარ დავაყოვნებ და გეტყვით, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოწონება დაიმსახურა.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას 2016 წელს ეკონომიისაკენ მოუწოდებს

 ამის შესახებ შავით თეთრზე წერია ავტორიტეტული და გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებაში. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცალსახად უჭერს მხარს, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციების გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს გამოყენებას გულისხმობს“, — ნათქვამია განცხადებაში, ალბათ მათ გასაგონად ვინც ქვეყნის მთავარ ბანკირსა და მის გარემოცვას სულ ცოტა ლარის გაუფასურების ხელშეწყობაში სდებდა ბრალს.

 იმედია ლარის „რეკორდული“ ტემპით ფსკერისკენ სწრაფვა აწი მაინც აღარ დაბრალდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. მხოლოდ იმედია და ისიც უიმედო, რადგან ადგილობრივი ექსპერტ-ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახებოდა ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად რეფინანსირების სესხის ოდენობის პერიოდული ზრდა, მათ შორის მხოლოდ სექტემბრის თვეში 212 მილიონი ლარით.  მრავალჯერ გამოითქვა მოსაზრებები ლარის გაუფასურების პოლიტიკურ მდგენელსა და ელფერზე. ღია ტექსტით ითქვა, რომ  ეროვნული ბანკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადრით სათავეში საბოტაჟს ეწევა. მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ საშემოდგომოდ ეროვნული ბანკის თავნებობას პარლამენტერებმა საბანკო ზედამხედველობის კანონმი ცვლილებებითუპასუხეს. პრეზიდენტის ვეტო კანონმდებლებმა დაძლიეს. შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონის მოქმედება და ამ კანონით დაფუძნებული საზედამხედველო სტრუქტურის საქმიანობა შეჩერდა და შესაბამისად საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას კვლავაც ეროვნული ბანკი ინარჩუნებს. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

 რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ განცხადებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მარკ გრიფითსის თავკაცობით მისია თბილისში იმყოფებოდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ განცხადების დებულებები, სწორედ ამ საქმიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებებით არის გაჯერებული. თუმცა აშკარაა, რომ სტრიქონებში ღიად იკითხება საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის მომავალშიც ეროვნული ბანკის უფლებამოსილების ფარგლებში დატოვების სურვილი.

 „საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ელოდება კანონზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას მიჯნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და მაღალი ხარისხით განხორციელდეს", — აცხადებს მარკ გრიფითსი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
ქადაგიძე: საბანკო ზედამხედველობის სამსახურის სებ-იდან გამოყოფა ანტიკონსტიტუციურია

 აშკარად იკითხება, რომ მისია თავის შეფასებებში მაქსიმალურად ცდილობს ეროვნული ბანკი მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიოს და სრულად აარიდოს მას პასუხისმგებლობა ლარის გაუფასურების პროცესში. ამავე განცხადებაში არის პასუხი მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა და ანალიტიკოსების ბრალდების ტონით დასმულ კიღხვაზეც — რატომ არ ანხორციელებდა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს საფინანსო ბაზარზე, რაც შეაჩერებდა ლარის კურსის ვარდნას.

 "სავარაუდოდ, გრძელვადიანი საგარეო შოკებისას ინტერვენციები წარუმატებელი იქნებოდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების განიავებას გამოიწვევდა. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით“, — ნათქვამია განცხადებაში.

 ერთი სიტყვით ეროვნული ბანკის საქმიანობასთან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისა და ჩვენებური ექსპერტების შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთ კონკრეტულ საკითხზე განსხვაებულია შიდა და გარე ხედვები. რომელს უნდა ვენდოთ? შესაძლოა იკითხოს მკითხველმა და გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან კონიუნქტურას მორგებული პოზიციებით აპელირება ახასიათებთ ქვეყნის შიგნით და გარეთაც.

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის, რომ მისია მადლობას უხდის ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებსა და ეროვნულ ბანკს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისათვის. იმედია აწი მაინც ხელისუფლებას უნიათობას არავინ დააბრალებს და ეს იმედიც უიმედო როდია. 

 ბოლო რამდენიმე დღეა ლარი ფსკერს მოსწყდა. ეს ზედაპირისკენ სწრაფვის მოკრძალებული მცდელობაა, თუმცა ქალაქის ქუჩებში სიარულისას გადამცვლელი ჯიხურების შუქფარების შემხედვარეს მიხარია, რომ ციფრები მცირედით, მაგრამ სასიკეთოდ იცვლება. საკითხავია  რამ უბიძგა ეროვნულ ვალუტას.

 ეკონომისტი ოთარ ხუფენია: „ლარის კურსის მცირედით გამყარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. წლის ბოლოს ტრადიციულად იზრდება მთხოვნა ლარზე. უცხოეთიდანაც მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობა. ამჯერად გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინათ განხორციელებული ინტერვენცია ოცი მილიონი დოლარის ოდენობით.“

 რა იქნება ხვალ? როგორი ახალი წელი გაუთენდება ლარს დრო გვიჩვენებს და ვეჭვობ ამ შემთხვევაში სანტა კლაუსი ბევრს ვერაფერს შეძლებს. 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0