თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო.
კანონპროექტში შესული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელიც არცერთ ორგანოს არ დაექვემდებარება.
„მივიღე გადაწყვეტილება რომ ამ კანონპროექტს და თანამდევ კანონპროექტებსაც დავადო ვეტო “, განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დატოვებასა და სებ-ის დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს.
ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს მხარი დაუჭირეს, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.