თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. 2016 წლის ბიუჯეტი მშპ-ს მოცულობიდან 3%-იანი დეფიციტით, შეესაბამება ინკლუზიურ ზრდას და აუნჯობესებს საგარეო სტაბილურობას ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშში.
2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 3%-იანი პროგნოზით და 4,5%-იანი ინფლაციით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3%-ის ფარგლებში იქნება, რაც შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებს.
სსფ თვლის, რომ ბიუჯეტი სოციალური დაცვის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გულისხმობს ხარჯვის გაზრდას საყოველთაო ჯანდაცვაზე და პენსიებზე და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავონ გადახარჯვისაგან, როგორც ეს მოხდა 2015 წელს.
„ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილზე გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ამ ხარჯებს 2016 წელს და ეფექტიანობის ზრდით უზრუნველყოს ხარჯების დაზოგვა. ხოლო თუ გადახარჯვა კვლავ გაგრძელდება, მთავრობას მზად უნდა ქონდეს სარეზერვო გეგმა დეფიზიტის მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად“, — ნათქვამია მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
დიდი ფისკალური რისკები, რომლებიც გამომდინარეობს — მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების წასახალისებლად ელ. ენერგიის შესყიდვის უზრუნველყოფად გაცემული სამთავრობო გარანტიებიდან, გულდასმით უნდა იმართებოდეს, რათა საქართველოს მიერ დიდი რუდუნებით მოპოვებული ფისკალური მდგრადობა იქნეს დაცული, თვლის მსოფლიო სავალუტო ფონდი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიამ და ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ეკონომისტების დონეზე შეთანხმების მისაღწევად მეორე და მესამე მიმოხილვის ფარგლებში.მომდევნო კვირების განმავლობაში მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე.
ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა საერთო მოცულობა 2016 წლისათვის 10,145 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9,335 მილიარდ ლარს, გრანტები — 130 მილიონ ლარს, კრედიტები 680 მილიონ ლარს.