2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა არ იგეგმება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარი იქნება და 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბიუჯეტის გადასახდელებს.

თბილისი, 10 აგვისტო —Sputnik. ფინანსთა სამინისტრომ 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება

 ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა, რომელზეც სამინისტრომ წარადგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. 

 ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარი იქნება და 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბიუჯეტის გადასახდელებს. 

 შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ამგვარ კომუნიკაციას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რათა საბანკო სექტორს ოპერატიულად მიეწოდოს ინფორმაცია ფისკალური სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ პროგნოზების და ხედვების გაცვლა. 

 ასევე კომერციული ბანკები ერთ-ერთი პირველი გაეცნობიან 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ პირველწყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ. 

 შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0